NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»მოქალაქეთა კუთვნილი 2 186 031,09 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამი ბრალდებული დამნაშავედ იქნა ცნობილი

მოქალაქეთა კუთვნილი 2 186 031,09 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამი ბრალდებული დამნაშავედ იქნა ცნობილი

12 ოქტ 2018 ახალი ამბები, სამართალი 760 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად მოქალაქეთა კუთვნილი 2 186 031,09 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებულები გ.ძ., ს.გ. და ე.გ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ გ.ძ.-მ მოქალაქეთა კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით, 2016 წლის აპრილიდან 2017 წლის თებერვლამდე, დიდი ოდენობით თანხის სანაცვლოდ ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის პირობით 52 მოქალაქესთან სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებები გააფორმა. გ.ძ.-მ შუამავლების ს.გ.-ს და ე.გ.-ს მეშვეობით, დაზარალებულები დაარწმუნა, რომ იპოთეკის საგანს ის ბინები წარმოადგენდა, სადაც მშენებლობა თითქმის დასრულებული იყო, სინამდვილეში კი იპოთეკით დატვირთა მის საკუთრებაში არსებული ქ.თბილისში მდებარე მშენებარე კორპუსის ბინები.

აღნიშნული გზით გ.ძ., ე.გ. და ს.გ. მოტყუებით, თაღლითურად დაეუფლნენ მოქალაქეების კუთვნილ, ჯამში 2 186 031,09 ლარს და პირადი მიზნებისთვის გამოიყენეს. გ.ძ.-ს და ს.გ.-ს 51 ეპიზოდზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჯგუფურად, დიდი ოდენობით) და 1 ეპიზოდზე 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჯგუფურად, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინათ, ხოლო ე.გ.-ს 13 ეპიზოდზე 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით. სამივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად გ.ძ-ს და ს.გ-ს 7 წლით, ხოლო ე.გ-ს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

კომენტარები

თბილისის საქალაქო სასამართლო 2018-10-12
სოსო ელისაშვილი
Tags თბილისის საქალაქო სასამართლო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ფარცხალაძემ ფორმალურად დატოვა პროკურატურა, მაგრამ ის რეალურად არის ერთ-ერთი მნიშვნელოვნად მმართველი რგოლი სისტემაში“

შემდეგი სტატია

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს ტურისტული სტენდით არის წარმოდგენილი

მსგავსი სტატიები

კახა კალაძე საკრებულოს დედაქალაქის მთავრობის დამტიცებისთვის მადლობას უხდის

კახა კალაძე საკრებულოს დედაქალაქის მთავრობის დამტიცებისთვის მადლობას უხდის

17 ნოე 2017
მედიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილს პარლამენტში გადაადგილება შეზღუდული აქვთ

მედიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილს პარლამენტში გადაადგილება შეზღუდული აქვთ

ნინო ჩხეიძე 07 მარ 2023

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ აუდიტის სამსახურს ფარცხალაძესა და მერიას შორის გაფორმებული გარიგების შესახებ დასკვნის გამოქვეყნებას სთხოვს

21 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • ხვიჩია: უხერხული ხომ არ არის, ჯარში, სადაც ჩვენი არცერთი კოლეგა შვილს არ უშვებს, სხვისი შვილები იძულებით გავუშვათ?

    ხვიჩია: უხერხული ხომ არ არის, ჯარში, სადაც ჩვენი არცერთი კოლეგა შვილს არ უშვებს, სხვისი შვილები იძულებით გავუშვათ?

  • იენს სტოლტენბერგის ანგარიში: უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად გაჩენილი უსაფრთხოების გაუარესებული გარემო მნიშვნელოვნად აისახება საქართველოზე

    იენს სტოლტენბერგის ანგარიში: უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად გაჩენილი უსაფრთხოების გაუარესებული გარემო მნიშვნელოვნად აისახება საქართველოზე

  • “გთხოვთ, არ დაუშვათ ქვეყნისთვის ამ მეტად მნიშვნელოვანი, სტრატეგიული სახელმწიფო სამედიცინო ცენტრის ადგილმდებარეობის შეცვლა და ნგრევა”

    “გთხოვთ, არ დაუშვათ ქვეყნისთვის ამ მეტად მნიშვნელოვანი, სტრატეგიული სახელმწიფო სამედიცინო ცენტრის ადგილმდებარეობის შეცვლა და ნგრევა”

  • მარიამ ყანდიაშვილის და ლაზარე შანიძის კოლაბორაციული პროექტი

    მარიამ ყანდიაშვილის და ლაზარე შანიძის კოლაბორაციული პროექტი

  • გიორგი რუხაძე: სი ძინპინი, როდესაც მოსკოვში ჩავიდა, ეს იყო მისთვის საუკეთესო ვარიანტი, რადგან ერთი დღით ადრე ვლადიმერ პუტინი ძებნილად გამოაცხადეს

    გიორგი რუხაძე: სი ძინპინი, როდესაც მოსკოვში ჩავიდა, ეს იყო მისთვის საუკეთესო ვარიანტი, რადგან ერთი დღით ადრე ვლადიმერ პუტინი ძებნილად გამოაცხადეს

  • ფენომენალური ფაქტები პიკასოს ცხოვრების შესახებ

    ფენომენალური ფაქტები პიკასოს ცხოვრების შესახებ

  • დღე ისტორიაში – 22 მარტი

    დღე ისტორიაში – 22 მარტი

  • პაატა მანჯგალაძე: „ქართულ ოცნებაში“ არ დარჩა ადამიანი, რომელსაც რეალობის განცდა შეიძლება ჰქონდეს – კალიგულას გზას გაუყვებიან

    პაატა მანჯგალაძე: „ქართულ ოცნებაში“ არ დარჩა ადამიანი, რომელსაც რეალობის განცდა შეიძლება ჰქონდეს – კალიგულას გზას გაუყვებიან

  • იენს სტოლტენბერგი: ქართველმა ხალხმა ნათლად თქვა, რომ დემოკრატიული, წარმატებული საქართველო სურთ, რომელიც ევროატლანტიკურ რეგიონშია ინტეგრირებული – პოლიტიკურ ლიდერებს მოვუწოდებ, ერთად იმუშაონ საჭირო რეფორმებზე

    იენს სტოლტენბერგი: ქართველმა ხალხმა ნათლად თქვა, რომ დემოკრატიული, წარმატებული საქართველო სურთ, რომელიც ევროატლანტიკურ რეგიონშია ინტეგრირებული – პოლიტიკურ ლიდერებს მოვუწოდებ, ერთად იმუშაონ საჭირო რეფორმებზე

  • CNN: სი ძინპინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის დიალოგის დაგეგმვის მიზნით დისკუსია მიმდინარეობს

    CNN: სი ძინპინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის დიალოგის დაგეგმვის მიზნით დისკუსია მიმდინარეობს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge