NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»კახა კალაძე თბილისი-ბრისტოლის დამეგობრების საიუბილეო ბიზნესფორუმს დაესწრო

კახა კალაძე თბილისი-ბრისტოლის დამეგობრების საიუბილეო ბიზნესფორუმს დაესწრო

12 ოქტ 2018 ახალი ამბები 744 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ბრისტოლის მერთან, მარვინ რისთან ერთად, „თიბისი ბანკისა“ და ბრისტოლის „სავაჭრო გილდიის“ ორგანიზებით გამართულ ბიზნესფორუმს დაესწრო.

კონფერენცია თბილისისა და დიდი ბრიტანეთის ქალაქ ბრისტოლის დაძმობილების 30 წლის იუბილეს ფარგლებში, ორ ქვეყანას შორის ბიზნესკავშირების ხელშეწყობის მიზნით ჩატარდა. ბიზნესფორუმის მიზანი ბრიტანული კომპანიებისთვის საქართველოში არსებული საინვესტიციო პოტენციალისა და ბიზნესკლიმატის გაცნობაა.

თბილისის მერმა კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ქართულ და ბრიტანულ ბიზნესსექტორებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „მსგავსი ფორუმები ორ ქალაქს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია, რომ ბრისტოლი და თბილისი 30 წელია დაძმობილებული ქალაქები არიან. გუშინ, ბრისტოლის მერთან შეხვედრაზე სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბრეთ, თუ რა მიმართულებით არის შესაძლებელი თანაშრომლობა.

ეს სფეროებია ინფრასტრუქტურა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ღამის ეკონომიკის განვითარება, რაშიც ბრისტოლს საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. ასევე, ჩვენი ქალაქისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას ეკოლოგია წარმოადგენს. 2015 წელს ბრისტოლი ყველაზე მწვანე ქალაქი გახდა. შესაბამისად, ბრისტოლის გამოცდილების გაზიარება და იმ პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანი იქნება, რომელიც ჩვენს ქალაქს შესაძლებლობას მისცემს, ყველაზე სუფთა, მწვანე და მოწესრიგებული იყოს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კომენტარები

კახა კალაძე 2018-10-12
სოსო ელისაშვილი
Tags კახა კალაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თბილისში საერთაშორისო ფორუმი MMP – გაიმართება

შემდეგი სტატია

მედია: თურქეთმა ამერიკას ვიდეოჩანაწერები წარუდგინა, რომლებითაც დასტურდება, რომ ჟურნალისტი ჰაშქაჯი საკონსულოში მოკლეს

მსგავსი სტატიები

„შენ არ ხარ ის დონე, რომ მირზას ელაპარაკო, შენ სხვანაირად უნდა დაისაჯო“

„შენ არ ხარ ის დონე, რომ მირზას ელაპარაკო, შენ სხვანაირად უნდა დაისაჯო“

19 აპრ 2018
ნიკა რურუა ვერის სასაფლაოზე დაკრძალეს

ნიკა რურუა ვერის სასაფლაოზე დაკრძალეს

06 დეკ 2018

21 ოქტომბერი უქმე დღეა

18 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • თაზო დათუნაშვილი: სექსუალური ხასიათის ძალადობა არ არის საღლიცინო და სალაზღანდარო თემა

    თაზო დათუნაშვილი: სექსუალური ხასიათის ძალადობა არ არის საღლიცინო და სალაზღანდარო თემა

  • მედია: ყაზახეთმა ბაიკონურის კოსმოდრომის რუსული ოპერატორის ქონება დააყადაღა

    მედია: ყაზახეთმა ბაიკონურის კოსმოდრომის რუსული ოპერატორის ქონება დააყადაღა

  • ISW: „ვაგნერმა“ შესაძლოა, დაქირავებული პატიმრების უმეტესობა დაკარგოს

    ISW: „ვაგნერმა“ შესაძლოა, დაქირავებული პატიმრების უმეტესობა დაკარგოს

  • ულამაზესი ქალბატონი ქუთაისიდან, რომელიც ნებისმიერ მოდის ჟურნალს დაამშვენებდა – ვიდეო

    ულამაზესი ქალბატონი ქუთაისიდან, რომელიც ნებისმიერ მოდის ჟურნალს დაამშვენებდა – ვიდეო

  • გიორგი კეკელიძე: ალბათ დადგა დრო, ვთქვა მთავარი

    გიორგი კეკელიძე: ალბათ დადგა დრო, ვთქვა მთავარი

  • მედია: დეფიციტი, ხარისხის შემცირება, კორუფციის რისკები – რა შეიძლება მოჰყვეს ფასების რეგულირებას

    მედია: დეფიციტი, ხარისხის შემცირება, კორუფციის რისკები – რა შეიძლება მოჰყვეს ფასების რეგულირებას

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: ყირიმიდან უკვე დაიწყო ტერორისტული სახელმწიფოს ყველაზე შორსმჭვრეტელი ვირთხების მიგრაცია

    ვოლოდიმირ ზელენსკი: ყირიმიდან უკვე დაიწყო ტერორისტული სახელმწიფოს ყველაზე შორსმჭვრეტელი ვირთხების მიგრაცია

  • კრემლი: რუსეთი და ჩინეთი ერთობლივი სამხედრო წვრთნებს რეგულარულად ჩაატარებენ

    კრემლი: რუსეთი და ჩინეთი ერთობლივი სამხედრო წვრთნებს რეგულარულად ჩაატარებენ

  • ბოლნისის მუნიციპალიტეტში 9 წლის ბავშვს ეძებენ

    ბოლნისის მუნიციპალიტეტში 9 წლის ბავშვს ეძებენ

  • სერგეი ლავროვი: რუსეთ-ჩინეთის მოლაპარაკებების წარმატება ამერიკელების საქმე არ არის

    სერგეი ლავროვი: რუსეთ-ჩინეთის მოლაპარაკებების წარმატება ამერიკელების საქმე არ არის

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge