NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»კაკაურიძე: მსოფლიო ბაზარზე სამედიცინო მარიხუანას პროდუქციაზე მოთხოვნა ორმაგდება, მისი თუნდაც 1% რომ საქართველომ დააკმაყოფილოს, დიდი შემოსავალი იქნება ქვეყანაში

კაკაურიძე: მსოფლიო ბაზარზე სამედიცინო მარიხუანას პროდუქციაზე მოთხოვნა ორმაგდება, მისი თუნდაც 1% რომ საქართველომ დააკმაყოფილოს, დიდი შემოსავალი იქნება ქვეყანაში

12 ოქტ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 179 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პროგნოზით, დაახლოებით 2025 წლამდე სამედიცინო მარიხუანას პროდუქციის გამოშვება ორმაგდება და დაახლოებით 25-დან 50 მილიარდ დოლარამდე იზრდება. მისივე თქმით, როცა არის პოტენციალი, რომ ამ მიმართულებით მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნა ორმაგდება, მისი თუნდაც 1% საქართველომ რომ დააკმაყოფილოს, დიდი შემოსავალი იქნება ქვეყანაში.

„რა განცხადებებიც გაკეთდა, საუბარი იყო ეკონომიკაში დამატებით შემოსავალზე. ეს ძალიან ბევრ დაშვებაზეა დამოკიდებული, თუ რა ტიპის კანონი იქნება მიღებული, თუ საერთოდ იქნა კანონი მიღებული, რა დაშვებები იქნება კანონით, რამდენი ლიცენზიანტი შეიძლება არსებობდეს, რამდენი ჰექტარი შეიძლება არსებობდეს.

შემიძლია გითხრათ, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პროგნოზებით, დაახლოებით 2025 წლამდე, სამედიცინო მარიხუანას პროდუქციის გამოშვება ორმაგდება და დაახლოებით 25-დან 50 მილიარდ დოლარამდე იზრდება. ეს ის პროგნოზია, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას აქვს. კანონპროექტში ბევრი რაღაც არ წერია, რაც უნდა გაიწეროს. არ წერია ბევრი რიცხვი, რაზეც შემდგომში კონკრეტული გათვლები იქნება დამოკიდებული. როცა არის პროგნოზი და პოტენციალი, რომ ამ მიმართულებით მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნა ორმაგდება, მისი თუნდაც 1% რომ საქართველომ დააკმაყოფილოს, დიდი შემოსავალი იქნება არა თუ ბიუჯეტში, არამედ ქვეყანაში“, – განაცხადა კაკაურიძემ.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პროგნოზებით, დაახლოებით 2025 წლამდე, სამედიცინო მარიხუანას პროდუქციის გამოშვება ორმაგდება, მისი თუნდაც 1% რომ საქართველომ დააკმაყოფილოს, დიდი შემოსავალი იქნება ქვეყანაში

 

კომენტარები

გიორგი კაკაურიძე მოთხოვნა მსოფლიო ბაზარი სამედიცინო მარიხუანა 2018-10-12
სოსო ელისაშვილი
Tags გიორგი კაკაურიძე მოთხოვნა მსოფლიო ბაზარი სამედიცინო მარიხუანა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მედია: თურქეთმა ამერიკას ვიდეოჩანაწერები წარუდგინა, რომლებითაც დასტურდება, რომ ჟურნალისტი ჰაშქაჯი საკონსულოში მოკლეს

შემდეგი სტატია

„ხელისუფლება საჯარო მოხელეების მიმართ ტოტალურ ძალადობაზე გადავიდა“

მსგავსი სტატიები

პირდაპირ ვთქვათ, ხომ ვიცით, რომ სალომე ზურაბიშვილი ჩვენს მხარდამჭერებშიც კეთილგანწყობით არ სარგებლობდა

პირდაპირ ვთქვათ, ხომ ვიცით, რომ სალომე ზურაბიშვილი ჩვენს მხარდამჭერებშიც კეთილგანწყობით არ სარგებლობდა

ირაკლი 18 ოქტ 2019
„დავასახელე კონკრეტული სახელები და გვარები, ვინც პერიოდულად მემუქრება ცემითა და ანგარიშსწორებით“

„დავასახელე კონკრეტული სახელები და გვარები, ვინც პერიოდულად მემუქრება ცემითა და ანგარიშსწორებით“

09 თებ 2018

მაგთიკომი ინტერნეტმომსახურების ბაზრის ლიდერია

27 დეკ 2017

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

უახლესი ამბები

  • პარტია „ლელო“ 22 დეკემბერს დაფუძნდება

    პარტია „ლელო“ 22 დეკემბერს დაფუძნდება

  • ნინო ბურჯანაძე: … აი, ეს არის უხერხულობა, როცა ასეთი ხელისუფლება გვყავს

    ნინო ბურჯანაძე: … აი, ეს არის უხერხულობა, როცა ასეთი ხელისუფლება გვყავს

  • ღამის კლუბში ორი ახალგაზრდის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს

    ღამის კლუბში ორი ახალგაზრდის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს

  • ფილმ „მანდარინების“ რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა

    ფილმ „მანდარინების“ რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა

  • „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებლებს მოუწოდებს აღიარონ, რომ პროექტის განხორციელებას ვერ ახერხებენ

    „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებლებს მოუწოდებს აღიარონ, რომ პროექტის განხორციელებას ვერ ახერხებენ

  • რაღაც სეპარატისტული ვიზიტივით გამოდის, მაგრამ შენიშვნას ვერ მივცემ იმ თვალსაზრისით, რომ ეს ნინო ბურჯანაძის არჩევანი და მისი პოლიტიკური ნიშაა

    რაღაც სეპარატისტული ვიზიტივით გამოდის, მაგრამ შენიშვნას ვერ მივცემ იმ თვალსაზრისით, რომ ეს ნინო ბურჯანაძის არჩევანი და მისი პოლიტიკური ნიშაა

  • ჩვენ ვართ ძალიან მნიშვნელოვან გასაყარზე, ან დავიბრუნებთ თავისუფალ არჩევნებს, ან მართლა გადავეშვებით ჭაობში

    ჩვენ ვართ ძალიან მნიშვნელოვან გასაყარზე, ან დავიბრუნებთ თავისუფალ არჩევნებს, ან მართლა გადავეშვებით ჭაობში

  • ძალიან დიდი კონკურენცია და ბრძოლა მიდის ე.წ. ამერიკულ და „გერმანულ მოდელებს“ შორის – ვინ გაიმარჯვებს, არ ვიცი

    ძალიან დიდი კონკურენცია და ბრძოლა მიდის ე.წ. ამერიკულ და „გერმანულ მოდელებს“ შორის – ვინ გაიმარჯვებს, არ ვიცი

  • ინციდენტები აძლიერებს წინააღმდეგობას, ტყუილი ქვეყანაში უნდა დამთავრდეს – ოპოზიცია ქუთაისში აქცია მართავს

    ინციდენტები აძლიერებს წინააღმდეგობას, ტყუილი ქვეყანაში უნდა დამთავრდეს – ოპოზიცია ქუთაისში აქცია მართავს

  • ბიძინა ივანიშვილი და გუნდის უმრავლესობა ჩვენი ინიციატივის განვითარების წინააღმდეგია, მაგრამ არც ჩვენ ვართ ცოტა, ამიტომ პროცესს ვაგრძელებთ

    ბიძინა ივანიშვილი და გუნდის უმრავლესობა ჩვენი ინიციატივის განვითარების წინააღმდეგია, მაგრამ არც ჩვენ ვართ ცოტა, ამიტომ პროცესს ვაგრძელებთ

მოგვიწონეთ!

თბილისი
6°
overcast clouds
humidity: 62%
wind: 2m/s SW
H 6 • L 6
11°
Mon
8°
Tue
9°
Wed
Weather from OpenWeatherMap
Copyright 2019, News.ge
Create by News.ge