NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»გიორგი ქობულია: ჩვენი პრიორიტეტია ეკონომიკის რეალურ სექტორში ხარისხობრივი ინვესტიციების მოზიდვა

გიორგი ქობულია: ჩვენი პრიორიტეტია ეკონომიკის რეალურ სექტორში ხარისხობრივი ინვესტიციების მოზიდვა

12 ოქტ 2018 ახალი ამბები 855 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე დღეს კონფერენცია “საქართველო – ინვესტორთა დღე” გაიმართა. კომპანია Galt&Taggart-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას 130 მსხვილი საინვესტიციო კომპანიის წარმომადგენელი ესწრება.

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე. ის ინვესტორებს საქართველოს საინვესტიციო გარემოზე, განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე ესაუბრა.

კონფერენციაზე შეკრებილ ინვესტორთა წინაშე საქართველოს ეკონომიკური ტენდენციებისა და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ ვრცელი პრეზენტაცია გააკეთა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეკონომიკის მდგრადობაზე რეგიონის სხვა ქვეყნებში ეკონომიკური ვითარების გაუარესებით გამოწვეულ გავლენათა მიმართ. გიორგი ქობულიას განცხადებით, საქართველოს მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ეკონომიკის რეალურ სექტორში ხარისხობრივი ინვესტიციების მოზიდვა, ინვესტიციების მაღალტექნოლოგიურ დარგებში განხორციელება და ცოდნისა და ტექნოლოგიების ტრანსფერი. მისი თქმით, მთავრობა გეგმავს ინვესტირებას საქართველოში განათლების სექტორში და ისეთი მოდელის ამოქმედებას, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის ადგილობრივი კადრების კონკურენტუნარიანობას არა მხოლოდ შიდა, ასევე რეგიონალურ შრომის ბაზრებზე. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რამდენიმე პრიორიტეტულ მიმართულებაზე, სადაც ინვესტიციების მოცულობა ბოლო პერიოდში პერმანენტულად იზრდება.

ამავე დროს, მან ყურადღება გაამახვილა სხვა სექტორებზეც, სადაც დიდია საინვესტიციო მიმზიდველობის ხარისხი. მათ შორის, გიორგი ქობულიამ დაასახელა ენერგეტიკა, გადამამუშავებელი წარმოება, ტექსტილი, ფინანსური სექტორი, ტრანსპორტი, ლოგისტიკა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ტურიზმი, უძრავი ქონება, სასტუმროები და რესტორნები და სხვ. გიორგი ქობულიამ ბრიტანელ ინვესტორებს გააცნო საქართველოს უახლესი პოზიციები საერთაშორისო რეიტინგებში, რომლებიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოში ბიზნეს მეგობრული კანონმდებლობის არსებობას. კონფერენციამდე გიორგი ქობულიამ, საქართველოს მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოსადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიალში. ჟურნალისტებთან საუბრისას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ლონდონის საფონდო ბირჟის ლისტინგში უფრო მეტი ქართული კომპანია იქნება წარმოდგენილი. „ეს იმას ნიშნავს, რომ ინვესტორები მსოფლიოდან ამ საფონდო ბირჟის გავლით შემოიტანენ თანხებს საქართველოში და განახორციელებენ ინვესტიციებს. პრაქტიკულად, ეს იქნება საქართველოსთვის უცხოურ ვალუტაში ინვესტიციების მოზიდვის ერთ-ერთი ძალიან ეფექტური საშუალება,“ – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ.

კომენტარები

გიორგი ქობულია 2018-10-12
სოსო ელისაშვილი
Tags გიორგი ქობულია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პრინცმა ჯორჯმა და პრინცესა შარლოტამ სამეფო ქორწილში ყველა მოხიბლეს (ფოტოები)

შემდეგი სტატია

სასამართლოში ბიზნესის ინტერესებს ბიზნესომბუდმენის ადვოკატი დაიცავს

მსგავსი სტატიები

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 6 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 6 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სოსო ელისაშვილი 05 მარ 2018

გვარამია: ზურა ადეიშვილის ნარჩენებისგან სასამართლო უნდა გაიწმინდოს!

სოსო ელისაშვილი 07 თებ 2018

„მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტი პრინციპულობას ამ ვითარებაშიც შეინარჩუნებს“

27 სექ 2017

უახლესი ამბები

  • ალეკო ელისაშვილი: ბეჭი არ იტკინოს ბატონმა ჩალაძემ ერთი ეგ მაშინებს რა

    ალეკო ელისაშვილი: ბეჭი არ იტკინოს ბატონმა ჩალაძემ ერთი ეგ მაშინებს რა

  • თეა გოდოლაძე: მიწისძვრა კი არ კლავს ადამიანს. შენობა კლავს და უტვინო, ფულის მოხვეჭაზე აგებული სამშენებლო პოლიტიკა!

    თეა გოდოლაძე: მიწისძვრა კი არ კლავს ადამიანს. შენობა კლავს და უტვინო, ფულის მოხვეჭაზე აგებული სამშენებლო პოლიტიკა!

  • ლევან ბეჟაშვილი: ვიხილავთ მანდატების დატოვების საკითხს – ვიწყებთ კონსულტაციებს დასავლელ პარტნიორებთან და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, რომ დავტოვოთ პარლამენტი

    ლევან ბეჟაშვილი: ვიხილავთ მანდატების დატოვების საკითხს – ვიწყებთ კონსულტაციებს დასავლელ პარტნიორებთან და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, რომ დავტოვოთ პარლამენტი

  • ელენე ხოშტარია: „დროა“ ენმ-ს საპროტესტო აქციებს უერთდება

    ელენე ხოშტარია: „დროა“ ენმ-ს საპროტესტო აქციებს უერთდება

  • თურქეთი – მიწისძვრის კადრები (ვიდეო)

    თურქეთი – მიწისძვრის კადრები (ვიდეო)

  • ლიზა იასკო: საქართველო, შენ წამართვი ჩემთვის ახლო ადამიანი, მიხეილ სააკაშვილი

    ლიზა იასკო: საქართველო, შენ წამართვი ჩემთვის ახლო ადამიანი, მიხეილ სააკაშვილი

  • „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან შეიკრიბნენ

    „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან შეიკრიბნენ

  • აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით სააკაშვილის საქმეს

    აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით სააკაშვილის საქმეს

  • „ნაციონალური მოძრაობა“  ხვალ აქციას მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართავს

    „ნაციონალური მოძრაობა“ ხვალ აქციას მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართავს

  • „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს

    „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge