NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»მთავარი პროკურატურა ლევან ყიფიანის ჩვენებას ასაჯაროებს

მთავარი პროკურატურა ლევან ყიფიანის ჩვენებას ასაჯაროებს

10 ოქტ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა, სამართალი 679 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მთავარი პროკურატურა სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანისჩვენებას ასაჯაროებს. ამასთან დაკავშირებით უწყება განცხადებასაც ავრცელებს.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ქ. თბილისის პროკურატურა ლევან ყიფიანის ჩვენებას ასაჯაროებს. იგი თბილისის პროკურატურაში კიდევ ერთხელ, 2018 წლის 9 ოქტომბერს, მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა. (იხ. ლევან ყიფიანის გამოკითხვა)

ამასთან, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ 2018 წლის 5 ოქტომბერს მოსამართლის წინაშე ჩვენება მისცა “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის მეუღლემ ნატო ჩხეიძემ, რომელმაც განაცხადა, რომ 2016 წლის 21-22 აპრილს, შპს “ოლიმპუსის” საბანკო ანგარიშიდან განაღდებული თანხა მოთავსებული და წაღებული იქნა “ტოიოტას” მარკის, სავარაუდოდ “პრადოს” მოდელის ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით III-333.

მოწმის განმარტებით, მას აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდა შპს “ოლიმპუსის” დირექტორმა დ.ფ.-მ, რომელმაც დაკითხვისას ასევე მიუთითა, რომ მან დაიმახსოვრა ავტომანქანის მარკის და სანომრე ნიშანი და მიუთითა იგივე მოდელზე და ნომერზე, რაზეც ნატო ჩხეიძემ ისაუბრა.

ამ ინფორმაციის საფუძველზე პროკურატურის მიერ შსს მომსახურების სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, შსს სახელმწიფო სანომრე ნიშანი III-333 – 07.04.2014 წელს გაიცა მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე MERCEDES-BENZ ML 500, მესაკუთრე დ.კ., 19.10.2014 წელს აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებას შეეცვალა სახელმწიფო სანომრე ნიშანი და გაიცა სხვა სახელმწიფო სანომრე ნიშანი, ხოლო სახელმწიფო სანომრე ნიშანი III-333 ჩაბარდა სარეგისტრაციო განყოფილებას და განადგურდა კანონმდებლობით დადგენილი წესით. (იხ. წერილი – შსს მომსახურების სააგენტო)

ამდენად, შსს-დან გამოთხოვილი ინფორმაციით, ეს ნომერი 2016 წელს არ იყო გაცემული “ტოიოტას” მარკის ანდა სხვა მარკის ავტომანქანაზე“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები

ლევან ყიფიანი პროკურატურა 2018-10-10
სოსო ელისაშვილი
Tags ლევან ყიფიანი პროკურატურა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ბრიუსელში ევროკავშირის რეგიონების და ქალაქების კვირეულზე ქართული დელეგაცია მოხსენებით გამოვიდა

შემდეგი სტატია

შსს გახარიასა და ანა ნაცვლიშვილის მამის შეხვედრის ვიდეომასალას ავრცელებს

მსგავსი სტატიები

თბილისში XXII საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესი – „ოლიმპიური სპორტი და სპორტი ყველასათვის“ ოფიციალურად გაიხსნა

სოსო ელისაშვილი 26 ოქტ 2018

გოცირიძე: „მშპ-ს სამ პროცენტს სიგარეტში ვაბოლებდეთ და არაფერი ვიღონოთ რაიმეს შესაცვლელად, ეს რა „ევროპული მისწრაფებებია“?

01 მაი 2018
გიორგი ვაშაძე: … ეს გადაწყვეტილებები პუტინისა და რუსეთის ბუნებრივი მოკავშირეა

გიორგი ვაშაძე: … ეს გადაწყვეტილებები პუტინისა და რუსეთის ბუნებრივი მოკავშირეა

ირაკლი შალიკაშვილი 14 დეკ 2021

უახლესი ამბები

  • ნატო-ს განახლებული ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება

    ნატო-ს განახლებული ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება

  • წულუკიანი: ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” და ნიკა გვარამიას ჰქონდათ მიტაცებული “რუსთავი 2”

    წულუკიანი: ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” და ნიკა გვარამიას ჰქონდათ მიტაცებული “რუსთავი 2”

  • პესკოვი: სამხრეთ ოსეთის შეერთების საკითხი არ განიხილება

    პესკოვი: სამხრეთ ოსეთის შეერთების საკითხი არ განიხილება

  • საქართველოს ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია

    საქართველოს ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია

  • აღმოაჩინეთ სამეგრელო დათო ტურაშვილთან ერთად

    აღმოაჩინეთ სამეგრელო დათო ტურაშვილთან ერთად

  • საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თიბისი კაპიტალი 2021 წელს საუკეთესო მაკროეკონომიკური პროგნოზის მომწოდებელ ორგანიზაციად დაასახელა

    საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თიბისი კაპიტალი 2021 წელს საუკეთესო მაკროეკონომიკური პროგნოზის მომწოდებელ ორგანიზაციად დაასახელა

  • შალვა პაპუაშვილი: ნორვეგია საქართველოს ევროინტეგრაციის გულმხურვალე მხარდამჭერია

    შალვა პაპუაშვილი: ნორვეგია საქართველოს ევროინტეგრაციის გულმხურვალე მხარდამჭერია

  • საშინელი სისუსტე აქვს, ადამიანს ფერი არ აქვს, ჩემს შვილს ვერ ვცნობ, სხვა ადამიანია – ვცადოთ და წავიყვანოთ

    საშინელი სისუსტე აქვს, ადამიანს ფერი არ აქვს, ჩემს შვილს ვერ ვცნობ, სხვა ადამიანია – ვცადოთ და წავიყვანოთ

  • შარლ მიშელი: ევროკავშირი მზად არის კიდევ უფრო გააძლიეროს პარტნიორობა საქართველოსთან

    შარლ მიშელი: ევროკავშირი მზად არის კიდევ უფრო გააძლიეროს პარტნიორობა საქართველოსთან

  • “ქალბატონებო და ბატონებო, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი” – ვიდეო კანის კინოფესტივალიდან

    “ქალბატონებო და ბატონებო, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი” – ვიდეო კანის კინოფესტივალიდან

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge