NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ბრიუსელში ევროკავშირის რეგიონების და ქალაქების კვირეულზე ქართული დელეგაცია მოხსენებით გამოვიდა

ბრიუსელში ევროკავშირის რეგიონების და ქალაქების კვირეულზე ქართული დელეგაცია მოხსენებით გამოვიდა

10 ოქტ 2018 ახალი ამბები 923 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

10 ოქტომბერს ქ. ბრიუსელში ევროკავშირის რეგიონების და ქალაქების კვირეულზე ქართულმა დელეგაციამ ოფიციალურად მიიღო მონაწილეობა. კვირეულის ფარგლებში ცალკე შეხვედრა დაეთმო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მქონე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს – „რეგიონული პოლიტიკა საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში: მიღწევები და გამოწვევები”.

ამ სესიაზე ევროკომისიის რეგიონული და ურბანული პოლიტიკის გენერალური დირექტორატის (DG REGIO), აგრეთვე მოლდოვისა და უკრაინის შესაბამისი უწყებების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან ერთად მოხსენებით წარსდგნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელი გიორგი კეზერაშვილი და საქართველოშიGIZ-ის (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) თვითმმართველობის პროგრამის ხელმძღვანელი ერიკ მარქსი. აღნიშნული გაფართოებული სესიის მიზანი იყო საერთაშორისო საზოგადოებისთვის სამ ქვეყანაში არსებული რეგიონული განვითარების პოლიტიკის შესახებ ინფორმაციის გაცვლა, ამ მიმართულებით თითოეული ქვეყნის მიღწვევებისა და საერთო გამოწვევების განხილვა.

შესაბამისად, ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, რომლის ხელმოწერით საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ ვალდებულება აიღეს, უზრუნველყონ რეგიონული განვითარება ევროკავშირის რეგიონული პოლიტიკის ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით, როგორიცაა მრავალდონიანი მმართველობა, პარტნიორობა და სხვა საკითხებთან ერთად რეგიონული უთანასწორობის აღმოფხვრა.

მსგავს დებულებებს ასოცირების სამივე შეთანხმება მოიცავს, რომელთა განხორციელების აქტიური ხელშეწყობა ევროკავშირისა და მისი წევრი სხვადასხვა სახელმწიფოების მიერ ხორციელდება. სესიის ფარგლებში გაიმართა დისკუსია, სადაც მონაწილეებმა განიხილეს როგორც რეგიონული პოლიტიკის წვლილი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, ასევე რეგიონულ და ადგილობრივ დონეებთან პარტნიორობის პერსპექტივები.

2017 წლის სექტემბრიდან GIZ-ის მიერ მხარდაჭერილია ინიციატივა, რაც ითვალისწინებს საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის რეგიონული განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის წახალისებას. ამ ინიციატივის ფარგლებში სამი ქვეყნის რეგიონული განვითარების პოლიტიკაზე პასუხისმგებელი უწყებების წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ გაიზიარონ როგორც ერთმანეთის, ასევე ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების გამოცდილება ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად რეგიონული პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების მიმართულებით.

კომენტარები

ბრიუსელი 2018-10-10
სოსო ელისაშვილი
Tags ბრიუსელი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„რეზონანსი“: საქართველო ახალ მოიერიშე თვითმფრინავს 2020 წლისთვის ამზადებს

შემდეგი სტატია

მთავარი პროკურატურა ლევან ყიფიანის ჩვენებას ასაჯაროებს

მსგავსი სტატიები

გიორგი გახარია: 9 აპრილის, 7 ნოემბერს, 26 მაისს შემდეგ დღეს გვაქვს შანსი შევცვალოთ და გავაჩინოთ ახალი წარმოდგენა პოლიციაზე

გიორგი გახარია: 9 აპრილის, 7 ნოემბერს, 26 მაისს შემდეგ დღეს გვაქვს შანსი შევცვალოთ და გავაჩინოთ ახალი წარმოდგენა პოლიციაზე

18 მაი 2018

საგარეო საქმეთა სამინისტრო ნატოსა და წევრი ქვეყნების ექსპერტებთან ერთად განიხილავს 2018 წლის წლიურ ეროვნულ პროგრამას

სოსო ელისაშვილი 05 მარ 2018
დააზღვიე და დასაჩუქრდი – თიბისი დაზღვევა ავტომობილის დაზღვევის აქციას იწყებს

დააზღვიე და დასაჩუქრდი – თიბისი დაზღვევა ავტომობილის დაზღვევის აქციას იწყებს

სოსო ელისაშვილი 05 მარ 2018

უახლესი ამბები

  • თიბისის ბიზნეს დაჯილდოება 2022-ის გამარჯვებულმა სტარტაპმა Artisio-მ აუქციონის ტექნოლოგიების განვითარებისათვის 250 000 ფუნტის დაფინანსება მოიპოვა

    თიბისის ბიზნეს დაჯილდოება 2022-ის გამარჯვებულმა სტარტაპმა Artisio-მ აუქციონის ტექნოლოგიების განვითარებისათვის 250 000 ფუნტის დაფინანსება მოიპოვა

  • “სწორ დროს, სწორ ადგილას” – SOLO მომხმარებლებს ახალ პროდუქტს SOLO X სთავაზობს

    “სწორ დროს, სწორ ადგილას” – SOLO მომხმარებლებს ახალ პროდუქტს SOLO X სთავაზობს

  • კობახიძე: რამდენი ადამიანიც მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტობის დროს და მერეც გაამწარა, 9 ათასი პატიმრიდან არცერთს გაუმწარებია. აქედან გამომდინარე, რა ჰუმანიტარულ მოსაზრებებზეა საუბარი?!

    კობახიძე: რამდენი ადამიანიც მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტობის დროს და მერეც გაამწარა, 9 ათასი პატიმრიდან არცერთს გაუმწარებია. აქედან გამომდინარე, რა ჰუმანიტარულ მოსაზრებებზეა საუბარი?!

  • ირაკლი კობახიძე: …რაც აჩვენებს, რომ უპირატესობა ამ ეტაპზე აქვს რუსულ მხარეს

    ირაკლი კობახიძე: …რაც აჩვენებს, რომ უპირატესობა ამ ეტაპზე აქვს რუსულ მხარეს

  • იენს სტოლტენბერგმა მოკავშირეებს უკრაინისთვის ახალი შეიარაღების გადაცემისკენ მოუწოდა

    იენს სტოლტენბერგმა მოკავშირეებს უკრაინისთვის ახალი შეიარაღების გადაცემისკენ მოუწოდა

  • ომის შემსწავლელი ინსტიტუტი: რუსების დიდი შეტევა დაიწყო

    ომის შემსწავლელი ინსტიტუტი: რუსების დიდი შეტევა დაიწყო

  • ევროკავშირი საქართველოს ხაზინას ძირითადი რეფორმების მხარდასაჭერად 60 მილიონ ლარს გადაურიცხავს

    ევროკავშირი საქართველოს ხაზინას ძირითადი რეფორმების მხარდასაჭერად 60 მილიონ ლარს გადაურიცხავს

  • Reuters: პირველად 24 წლის განმავლობაში – სტამბოლის საფონდო ბირჟამ მუშაობა შეაჩერა

    Reuters: პირველად 24 წლის განმავლობაში – სტამბოლის საფონდო ბირჟამ მუშაობა შეაჩერა

  • გიორგი მარგველაშვილი: სააკაშვილის გადარჩენა არ შედის არცერთი სახელისუფლებო სტრუქტურის ინტერესებში, მაგრამ…

    გიორგი მარგველაშვილი: სააკაშვილის გადარჩენა არ შედის არცერთი სახელისუფლებო სტრუქტურის ინტერესებში, მაგრამ…

  • ემანუელ მაკრონი: რუსეთმა ომი არ უნდა მოიგოს

    ემანუელ მაკრონი: რუსეთმა ომი არ უნდა მოიგოს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge