ბავშვთა სამყაროს ხანძრის შედეგად დაზარალებულები, პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ და თავის დაწვით იმუქრებიან. მათი თქმით, მთავარ პროკურორს შალვა თადუმაძეს ვადა ხვალ საღამომდე აქვს. ისინი ზარალის ანაზღაურებას და ბავშვთა სამყაროს ხელმძღვანელობის დასჯას მოითხოვენ, რომლებმაც, მათი განცხადებით, ხანძარი შენობაში განზრახ, ხელისუფლებასთან შეთანხმებით გააჩინეს.
„მთავარი მოთხოვნა არის ზარალის ანაზღაურება. ადგილობრივმა ადმინისტრაციაში მყოფმა კრიმინალურმა ხროვამ გაძარცვა და დაწვა ეს ხელისუფლების დაკვეთით. იმათი მფარველობით არიან დღემდე, ესენი ვინ არიან – ივანიშვილი, კვირიკაშვილი, კალაძე, ხაზარაძე, ფარცხალაძე, რომელიც დღემდე მფარველობს ამათ,“ – განაცხადა აქციის მონაწილემ.
კომენტარები