„თქვენ უკვე ახდენთ დაბოლილების შთაბეჭდილებას და არ დავუშვებთ, რომ ეს მოუვიდეს მთელ საზოგადოებას“, – ასე მიმართა „ძალა ერთობაშია“-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა ხელისუფლებას, რომელმაც კანაფის კულტივაცია/ექსპორტის შესახებ კანონპროექტის განხილვის ორ თვეში განახლების გადაწყვეტილება მიიღო. მისივე თქმით, მმართველი გუნდი აპირებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გაყალბების გზით გაიმარჯვოს და შემდეგ კანაფის კულტივაციის შესახებ ინიციატივა დააკანონოს.
„ე.წ. ხელისუფლების განზრახვა სრულიად ნათელია, გაყალბების გზით, აქვთ იმედი, რომ მოიგებენ საპრეზიდენტო არჩევნებს, რის შემდეგაც დაუბრუნდებიან კრიმინალურ გეგმებს. ტყუილად გაქვთ ამის იმედი. ჩვენ 28 ოქტომბერს გადავაქცევთ რეფერენდუმად, რომელიც იქნება იმაზე, გადაიქცევა თუ არა უძველესი კულტურის ქვეყანა, რომელსაც აქვს უზარმაზარი დემოგრაფიული პრობლემები, ნარკოპლანტაციად იმისთვის, რომ ე.წ. „ქართული ოცნების“ მამამთავრების ჯიბე გაასქელონ ჩვენი მომავალი თაობების ამოწყვეტის ხარჯზე. არავითარ შემთხვევაში არ მოგცემთ მაგის უფლებას,“- განაცხადა ვაშაძემ.
კომენტარები