NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„რუსულ და უკრაინულ მედიაში პერიოდულად ჩნდება მიკერძოებული ინფორმაცია, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხთან მიმართებით საქართველოს ეკლესიის პოზიციასთან დაკავშირებით “

„რუსულ და უკრაინულ მედიაში პერიოდულად ჩნდება მიკერძოებული ინფორმაცია, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხთან მიმართებით საქართველოს ეკლესიის პოზიციასთან დაკავშირებით “

09 ოქტ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, საზოგადოება 660 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, რუსული და უკრაინული მედია პერიოდულად ავრცელებს მიკერძოებულ ინფორმაციას უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხთან მიმართებაში საქართველოს ეკლესიის პოზიციასთან დაკავშირებით. საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვიდრე საეკლესიო კანონიკის ნორმებზე  დამყარებულ  თავის საბოლოო ოფიციალურ გადაწყვეტილებას არ დააფიქსირებს  როგორც კონსტანტინეპოლის, ისე მოსკოვის საპატრიარქო, საქართველოს საპატრიარქო შეფასებებისაგან თავს შეიკავებს.

„მსგავს ფაქტს  ჰქონდა ადგილი საქართველოს საპატრიარქოში უკრაინის რადას (პარლამენტის) თავმჯდომარის ვიზიტის შემდეგაც, – უკრაინულმა  არხებმა გაავრცელეს, თითქოს საქართველოს ეკლესიამ მხარი დაუჭირა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, რაც რეალობას არ შეესაბამება.

შეხვედრაზე სტუმარმა განაცხადა, რომ ისინი ესწრაფვიან უკრაინის ერთიანი ეკლესიის ავტოკეფალიის მოპოვებას, რომელიც როგორც ხელისუფალთა, ისე მიტროპოლიტ ონოფრეს დაქვემდებარებაში მყოფ და ყველა სხვა იერარქთა მოთხოვნაზე და კანონიკურ  საფუძველზე  უნდა  იყოს  დამყარებული.

თუ ეს განხორციელდა, ბუნებრივია, მისასალმებელი  მოვლენა იქნება, მაგრამ, როგორც ჩვენის მხრიდან აღინიშნა, ეს ადვილად მისაღწევი ამ ეტაპისთვის არ ჩანს; ამიტომაც აუცილებელია სიფრთხილე, რომ არ მოხდეს დაპირისპირება  მოსახლეობაში  და  არ  განვითარდეს კიდევ უფრო რთული პროცესები.

რაც შეეხება  საქართველოს ეკლესიის პოზიციას ზემოთ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, იგი არის უცვლელი და, როგორც ადრეც აღვნიშნეთ, გულისხმობს შემდეგს: – ვიდრე  საეკლესიო კანონიკის ნორმებზე  დამყარებულ  თავის საბოლოო ოფიციალურ გადაწყვეტილებას არ დააფიქსირებს  როგორც კონსტანტინეპოლის, ისე მოსკოვის საპატრიარქო, საქართველოს საპატრიარქო შეფასებებისაგან თავს შეიკავებს“,-ნათვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

საქართველოს საპატრიარქო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია 2018-10-09
სოსო ელისაშვილი
Tags საქართველოს საპატრიარქო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

BMW-ს ცენტრის დირექტორის მოადგილე სასამართლოში ჩვენებას აძლევს

შემდეგი სტატია

თამარ ჩუგოშვილი: ძალიან ბევრი ვალდებულება აქვს რუსეთს, რომლის შესრულება ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

მსგავსი სტატიები

„გენდერული თანასწორობა საქართველოს წარმატებისა და მდგრადი განვითარების ერთ-ერთი საკვანძო წინაპირობაა”

„გენდერული თანასწორობა საქართველოს წარმატებისა და მდგრადი განვითარების ერთ-ერთი საკვანძო წინაპირობაა”

16 აპრ 2018

თბილისის ნაწილს 21 აგვისტოს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

20 აგვ 2017
ირაკლი ტაბლიაშვილი: ხელისუფლება გვაჩვევს  აზრს, რომ ავირჩიოთ მშვიდობა და დავთმოთ თავისუფლება!

ირაკლი ტაბლიაშვილი: ხელისუფლება გვაჩვევს აზრს, რომ ავირჩიოთ მშვიდობა და დავთმოთ თავისუფლება!

ნინო ჩხეიძე 30 მარ 2022

უახლესი ამბები

  • მდინარაძე: ახლა სამხარაძის ბულინგს თავი დაანებეთ

    მდინარაძე: ახლა სამხარაძის ბულინგს თავი დაანებეთ

  • იაგო ხვიჩია: ფეხბურთის ენაზე რომ ვთქვათ, „ქართულმა ოცნებამ“ მყესები დაიწყვიტა არაფრისგან და რატომ არ ცდილობს „ნაცმოძრაობა“ გოლის გატანას, სად არიან?

    იაგო ხვიჩია: ფეხბურთის ენაზე რომ ვთქვათ, „ქართულმა ოცნებამ“ მყესები დაიწყვიტა არაფრისგან და რატომ არ ცდილობს „ნაცმოძრაობა“ გოლის გატანას, სად არიან?

  • მამუკა მდინარაძე: ტყუილია ის, რომ შალვა პაპუაშვილმა იმ ბავშვებს, როლებიც იქ იდგნენ, უწოდა 1000 ლარიანი – მას ჰქონდა კონკრეტულ ქეისებზე საუბარი

    მამუკა მდინარაძე: ტყუილია ის, რომ შალვა პაპუაშვილმა იმ ბავშვებს, როლებიც იქ იდგნენ, უწოდა 1000 ლარიანი – მას ჰქონდა კონკრეტულ ქეისებზე საუბარი

  • როსტომ ჩხეიძე: დასავლური კურსის შეცვლა ყოვლად წარმოუდგენელია, რადგანაც: ჩვენ რა თქმა უნდა არ ვართ რუსები!

    როსტომ ჩხეიძე: დასავლური კურსის შეცვლა ყოვლად წარმოუდგენელია, რადგანაც: ჩვენ რა თქმა უნდა არ ვართ რუსები!

  • გიგა ბოკერია: ვადამდელ არჩევნებს ვემხრობოდი ორი წლის წინ

    გიგა ბოკერია: ვადამდელ არჩევნებს ვემხრობოდი ორი წლის წინ

  • ხათუნა სამნიძე ეკა სეფაშვილს: მგონი ცუდად ხარ, იცი?! ძალიან მძიმე დღეები გამოიარეთ, მესმის, მაგრამ არ გჭირდებათ ნერვიულობა (ვიდეო)

    ხათუნა სამნიძე ეკა სეფაშვილს: მგონი ცუდად ხარ, იცი?! ძალიან მძიმე დღეები გამოიარეთ, მესმის, მაგრამ არ გჭირდებათ ნერვიულობა (ვიდეო)

  • ჯო ბაიდენმა COVID-19-ის წარმოშობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვების კანონს ხელი მოაწერა

    ჯო ბაიდენმა COVID-19-ის წარმოშობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვების კანონს ხელი მოაწერა

  • წილოსანი: მინდა გითხრათ, რომ GEN Z თაობით რომ ბრენდავთ, ნამდვილად კარგი იქნება გაითვალისწინოთ მათი მოსაზრება, რომ …

    წილოსანი: მინდა გითხრათ, რომ GEN Z თაობით რომ ბრენდავთ, ნამდვილად კარგი იქნება გაითვალისწინოთ მათი მოსაზრება, რომ …

  • ელენე ხოშტარია: ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტისგან უმკაცრესი წერილი მიიღო, რომელიც შეიცავს გაფრთხილებას, რომ მშვიდობიანი პროტესტანტების უფლებები დაცული იყოს

    ელენე ხოშტარია: ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტისგან უმკაცრესი წერილი მიიღო, რომელიც შეიცავს გაფრთხილებას, რომ მშვიდობიანი პროტესტანტების უფლებები დაცული იყოს

  • ვახტანგ მეგრელიშვილი: განათლების მინისტრის ცვლილება დაკავშირებული არ არის იმასთან, რომ განათლებაში რაღაც უნდა მოხდეს, არამედ დაკავშირებულია იმ კრიზისთან, რომელიც „ქართულ ოცნებაშია“

    ვახტანგ მეგრელიშვილი: განათლების მინისტრის ცვლილება დაკავშირებული არ არის იმასთან, რომ განათლებაში რაღაც უნდა მოხდეს, არამედ დაკავშირებულია იმ კრიზისთან, რომელიც „ქართულ ოცნებაშია“

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge