NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„ორივე აუდიოფაილთან დაკავშირებით ბრიტანულმა კომპანიამ დაადასტურა, რომ ჩანაწერები ავთენტურია“

„ორივე აუდიოფაილთან დაკავშირებით ბრიტანულმა კომპანიამ დაადასტურა, რომ ჩანაწერები ავთენტურია“

09 ოქტ 2018 ახალი ამბები, სამართალი 771 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დიდი ბრიტანეთიდან მივიღეთ პასუხები ორი აუდიოფაილის ავთენტურობასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ომეგა ჯგუფის” გენერალურმა მენეჯერმა ლევან აღდგომელაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ორივე აუდიო ფაილთან დაკავშირებით ბრიტანულმა კომპანიამ დაადასტურა, რომ ჩანაწერები ავთენტურია.

„დიდი ბრიტანეთიდან მივიღეთ პასუხები ორი აუდიოფაილის ავთენტურობასთან დაკავშირებით.ჯერჯერობით ორი ფაილის. ექსპერტიზა ჩაატარა ციფრული ტექნოლოგიებისა და აუდიო მასალების კლევის გამოცდილმა ბრიტანულმა კომპანიამ. ექსპერტიზის მიერ დასმული იყო შემდეგი შეკითხვები: 1. ჩანაწერი არის თუ არა უწყვეტი და თუ შედგება სხვადასხვა ნაწილებისგან, თითოეული ნაწილი ეკუთვნის თუ რა ერთსა და იმავე პირველ საწყის ჩანაწერს. 2. პირველი, საწყისი ჩანაწერი გაკეთდა თუ არა უწყვეტად.

შედეგები მივიღეთ ორ ჩანაწერზე: პირველი არის ირაკლი ჩუბინიშვილისა და ზაზა ოქუაშვილის საუბარი, სადაც ირაკლი ჩუბინიშვილი ყვება თამბაქოს ადგილობრივი და იმპორტიორი კომპანიების მიერ თითო რეალიზებული კოლოფიდან პარტიისათვის გადახდილ ორნახევარ თეთრზე და 2017 წლის წინასაარჩევნო პერიოდში “ქართული ოცნებისთვის” გადახდილ შავ ფულზე. აღნიშნულ ჩანაწერთან დაკავშირებით ექსპერტიზამ გამოარკვია: 1. აუდიო ფაილი შედგება რამდენი ნაწილისგან, რომლებიც უწყვეტად მიმდინარე ერთი ჩაწერიდან არის აღებული, 2. არ შეინიშნება აუდიო შეუსაბამობა ანდა არათანმიმდევრულობა. 3. სპექტრული ანალიზისას არ შეინიშნება ვიზუალური შეუსაბამობა ანდა არათანმიმდევრულობა. 4. საკვლევი აუდიო ფაილის თითოეული ეპიზოდი ჩაწერილია ერთი სახის ჩამწერ მოწყობილობაზე. 5. საკვლევი აუდიო ფაილის თითოეულ შემადგენელ ნაწილში მოსაუბრეთა ხმების ტონალობა თანმიმდევრულია. 6. არ შეინიშნება სიტყვების წყვეტა. 7. ჩანაწერისთვის ავტომატურად მინიჭებული სახელწოდების მიხედვით, მონაცემებიდან აღებული ინფორმაციით, საუბარი შედგა 2017 წლის 8 სექტემბერს”, – განაცხადა აღდგომელაშვილმა. მისივე თქმით, ავთენტურია მეორე ჩანაწერიც, რომელშიც ასევე ირაკლი ჩუბინიშვილი და ზაზა ოქუაშვილიფიგურირებენ.

„მეორე ჩანაწერი არის კვლავაც ირაკლი ჩუნიშვილისა და ზაზა ოქუაშვილის საუბარი, რომელშიც ირაკლი ჩუბინიშვილი ზაზა ოქუაშვილს უყვება, რომ ბიძინა ივანიშვილთან ვანო ჩხარტიშვილის შეხვედრის შედეგად თბილისის თამბაქოს მოეხსნა 26 მილიონი ლარის საგადასახადო ვალდებულება.

აღნიშნულ ჩანაწერთან დაკავშირებით ექსპერტიზამ გამოაკვლია: 1. აუდიოფაილი შედგება რამდენიმე ნაწილისგან, რომლებიც უწყვეტად მიმდინარე ერთი ჩაწერიდან არის აღებული. 2. არ აღინიშნება აუდიო შეუსაბამობა ან არათანმიმდევრულობა. 3. სპექტრული ანალიზისას არ აღინიშნება ვიზუალური შეუსაბამობა ან არათანმიმდევრულობა. 4. საკვლევი აუდიოფაილის თითოეული ეპიზოდი ჩაწერილია ერთი სახის მოწყობილობაზე. 5. საკვლევი აუდიო ფაილის შემადგენელ ნაწილში მოსაუბრეთა ხმების ტონალობა თანმიმდევრულია და არ შეინიშნება სიტყვების წყვეტა”, – განაცხადა აღდგომელაშვილმა.

კომენტარები

ექსპერტიზა ზაზა ოქუაშვილი ლევან აღდგომელაშვილი ომეგა ჯგუფი 2018-10-09
სოსო ელისაშვილი
Tags ექსპერტიზა ზაზა ოქუაშვილი ლევან აღდგომელაშვილი ომეგა ჯგუფი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობა მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროს უფროსებთან სამუშაო შეხვედრებს მართავს

შემდეგი სტატია

თავდაცვის მინისტრმა საქართველოში ევროკავშირის ახალ ელჩს უმასპინძლა

მსგავსი სტატიები

„ენერგეტიკის სამინისტროს გაერთიანება ეკონომიკის სამინისტროსთან, არის პოზიტიური ნაბიჯი“

„ენერგეტიკის სამინისტროს გაერთიანება ეკონომიკის სამინისტროსთან, არის პოზიტიური ნაბიჯი“

12 ნოე 2017
საქართველო-სომხეთის საზღვართან დღეს დილით მიწისძვრა მოხდა

საქართველო-სომხეთის საზღვართან დღეს დილით მიწისძვრა მოხდა

06 ივნ 2018

ხის დარგვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ვასო გოძიაშვილის სახელობის ბაღში ხეები ირგვება

სოსო ელისაშვილი 22 ოქტ 2018

უახლესი ამბები

  • იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

    იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

  • 15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

    15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

  • რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

    რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

  • ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება

    ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება

  • რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციისათვის – ,,შინ ევროპისკენ” მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

    რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციისათვის – ,,შინ ევროპისკენ” მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

  • “ლელო”: 3 ივლისის აქციაზე ჩამოსვლას მოქალაქეები უფასო ავტობუსებით შეძლებენ

    “ლელო”: 3 ივლისის აქციაზე ჩამოსვლას მოქალაქეები უფასო ავტობუსებით შეძლებენ

  • თეა წულუკიანი: არ ვიქნები მართალი, თუ ვიტყვი, რომ …

    თეა წულუკიანი: არ ვიქნები მართალი, თუ ვიტყვი, რომ …

  • ექვთიმე თაყაიშვილი: ვერ მოვუარეთ ბედითგან მოგორებულს თავისუფლებას, ვერ შევხვდით მომზადებული დიდ ისტორიულ მომენტს, რომლის მსგავსი შეიძლება საუკუნეების შემდეგ განმეორდეს

    ექვთიმე თაყაიშვილი: ვერ მოვუარეთ ბედითგან მოგორებულს თავისუფლებას, ვერ შევხვდით მომზადებული დიდ ისტორიულ მომენტს, რომლის მსგავსი შეიძლება საუკუნეების შემდეგ განმეორდეს

  • სერიალები რომლებიც 2022 წელს არ უნდა გამოტოვო

    სერიალები რომლებიც 2022 წელს არ უნდა გამოტოვო

  • მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები

    მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge