კობახიძე არის ქურდის თანაშემწე, ის არავითარი პარლამენტის სპიკერი არ არის, -ასე გამოეხმაურა „ლეიბორისტული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდარტი შალვა ნათელაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, რომელიც მან „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორისა და არასამთავრობო სექტორის მისამართით გააკეთა.
„კობახიძე არის ქურდის თანაშემწე, ის არავითარი პარლამენტის სპიკერი არ არის, შესაბამისად, მას წინ ელოდება საბრალდებო სკამი და დარწმუნებული ვარ გამომძიებელი დაკითხვების დროს, ფურცელსა და კალამს ვერ გააგდებინებს ხელიდან ამ გოგლიმოგლით გაზრდილ უსახო არსებას“,-განაცხადა ნათელაშვილმა.
კომენტარები