NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ფრანკფურტის წიგნის 70-ე საერთაშორისო ბაზრობის ფარგლებში თიბისის მხარდაჭერით „წიქარას” მუზეუმის გამოფენა გაიხსნა

ფრანკფურტის წიგნის 70-ე საერთაშორისო ბაზრობის ფარგლებში თიბისის მხარდაჭერით „წიქარას” მუზეუმის გამოფენა გაიხსნა

08 ოქტ 2018 ახალი ამბები 926 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ფრანკფურტის წიგნის 70-ე საერთაშორისო ბაზრობის ფარგლებში, ფრანკფურტის „შტრუველპეტერის” მუზეუმში, თიბისის მხარდაჭერით ქართული ხალხური ზღაპრის – „წიქარას” მუზეუმის გამოფენა გაიხსნა.

„შტრუველპეტერის” მუზეუმის სურვილის საფუძველზე – კულტურული პროგრამის ფარგლებში მათთან ქართული ილუსტრაციები გამოფენილიყო – ქართული წიგნის ეროვნულმა ცენტრმა გამოფენის კონცეფციის შექმნისთვის კონკურსი გამოაცხადა. გამოფენისთვის ორი ორგანიზაციის – „კონტაქტისა” და „ილუსტრატორის” ერთობლივი იდეა – „მუზეუმი მუზეუმში” შეირჩა.

პროექტი მოიცავს ქართველი ილუსტრატორების მიერ სპეციალურად ამ გამოფენისთვის შექმნილ ილუსტრაციებს, სამგანზომილებიან ობიექტებსა და მაკეტებს. საგამოფენო ექსპონატებში გამოყენებულია ქართული ტრადიციული ვიზუალური ხელოვნების ორნამენტიკა, გამოფენის ტექსტურ ნაწილში კი დამთვალიერებელს ქართული ანბანის ხილვის საშუალება აქვს. „წიქარას მუზეუმი” ხუთ ზონას მოიცავს: სახლი, სარკე, სავარცხელი, სალესი ქვა და ცხრაკლიტული. დაყოფილი ექსპოზიციის დათვალიერებისას დამთვალიერებელს საშუალება აქვს იმოგზაუროს ზღაპარში და კვალდაკვალ მიჰყვეს ზღაპრის მოვლენების განვითარებას. გამოფენის ნაწილია ასევე საბავშვო ღონისძიებები და მუზეუმის მაღაზია.

ფრანკფურტის „შტრუველპეტერის” მუზეუმი მთლიანად გერმანელი მწერლისა და ფსიქიატრის – ჰაინრიხ ჰოფმანის მიერ 1845 წელს საკუთარი ვაჟისთვის დაწერილ საბავშვო წიგნს -„შტრუველპეტერს” ეძღვნება. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს ქართველმა ილუსტრატორებმა პროექტისთვის ერთი ქართული ზღაპრის თემატიკაზე მუზეუმის შექმნა და წიგნის ბაზრობაზე წარდგენა.

„წიქარას მუზეუმის შექმნისას ამ ზღაპრის გარშემო არსებული ყველანაირი მასალა მოვიძიეთ. ყველაზე საინტერესო, რაც აღმოვაჩინეთ, არის ერთ-ერთი პირველი და ყველაზე დიდი ქართული გამომცემლობის – „ნაკადულის” ძველი ლოგო – ხარზე შემჯდარი ბიჭი, რომელიც შემდეგ შეცვალეს და მისი ნახვა ამჟამად მხოლოდ ძველ გამოცემებზეა შესაძლებელი. ჩვენი პროექტის მთავარი იდეა ძველი მასალის შეკრება იყო, ამიტომ ეს გამოსახულება ჩვენი მუზეუმის მთავარ ლოგოტიპად ვაქციეთ. პროექტი ძველ ზღაპარს ახალ სიცოცხლეს ანიჭებს და ძველ და ახალ ხელოვნებას აერთიანებს.” – გიორგი ჯინჭარაძე, ილუსტრატორი.

წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით არის მიწვეული და ის მთელს მსოფლიოს თავის ლიტერატურასა და კულტურულ მემკვიდრეობას გააცნობს. პროექტი „მუზეუმი მუზეუმში” კი ამ  დიდი კულტურული პროგრამის ერთ-ერთი ნაწილია.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა (Frankfurter Buchmesse) ყველაზე პრესტიჟული და მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიებააარა მარტო ლიტერატურულ და საგამომცემლო, არამედ მთელს კულტურულ სფეროში. ყოველწლიურად ბაზრობა 300 000-მდე ვიზიტორს მასპინძლობს და 400 000-მდე წიგნს გამოფენს. ბაზრობას 500 წლის ისტორია აქვს. მის დაარსებას პირველ ბეჭდურ გამომცემელს – იოჰან გუტენბერგს უკავშირებენ, რომელმაც გამოიგონა და დაამზადა ცალკეულ ასონიშანთა ლიტერები და მათი ზომის შესაბამისი სახარვეზო მასალა.

„წიქარას” მუზეუმის გამოფენა „შტრუველპეტერის” მუზეუმში იანვრამდე გაგრძელდება.

კომენტარები

2018-10-08
სოსო ელისაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას

შემდეგი სტატია

„შეიძლება გვარამიას განცხადებები არ მოგვწონდეს, მაგრამ მას კანონით არ ეკრძალება წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა და გარკვეული განცხადებების გაკეთება“

მსგავსი სტატიები

“ალბათ მხოლოდ პოლიტიკურ მდივნად არ დარჩება – “ქართული ოცნების” ე.წ. ძველების გუნდი ღარიბაშვილის პარლამენტში შესვლას არ გამორიცხავს

“ალბათ მხოლოდ პოლიტიკურ მდივნად არ დარჩება – “ქართული ოცნების” ე.წ. ძველების გუნდი ღარიბაშვილის პარლამენტში შესვლას არ გამორიცხავს

ირაკლი შალიკაშვილი 05 მარ 2019

„პალიტრამედიას“ სტამბაში მთავარი პროკურატურის გამომძიებლები შევიდნენ

25 სექ 2018
უკრაინას ავტოკეფალიის საკითხში საქართველოს პატრიარქის მხარდაჭერის იმედი აქვს

უკრაინას ავტოკეფალიის საკითხში საქართველოს პატრიარქის მხარდაჭერის იმედი აქვს

27 მაი 2018

უახლესი ამბები

  • საუკეთესო მობილური აპლიკაცია ბიზნესისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში – საქართველოს ბანკი Global Finance-მა საუკეთესოდ დაასახელა

    საუკეთესო მობილური აპლიკაცია ბიზნესისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში – საქართველოს ბანკი Global Finance-მა საუკეთესოდ დაასახელა

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კომპანია „ხორნაბუჯი“ წვენის ახალ საწარმოს  აშენებს

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კომპანია „ხორნაბუჯი“ წვენის ახალ საწარმოს აშენებს

  • Galaxy Z Flip4 და Z Fold4-ის წინასწარი შეკვეთა დაიწყო

    Galaxy Z Flip4 და Z Fold4-ის წინასწარი შეკვეთა დაიწყო

  • უჯარმაში, სარწყავ არხში დაკარგული ძმები გარდაცვლილები იპოვეს

    უჯარმაში, სარწყავ არხში დაკარგული ძმები გარდაცვლილები იპოვეს

  • კიდევ ერთი აფეთქება ყირიმში – ბელბეკის აეროდრომზე, რომელიც რუსების უდიდეს საჰაერო ბაზას წარმოადგენს

    კიდევ ერთი აფეთქება ყირიმში – ბელბეკის აეროდრომზე, რომელიც რუსების უდიდეს საჰაერო ბაზას წარმოადგენს

  • ჯემალ სეფიაშვილი: შევარდნაძეს კი არ დავეხმარე გამარჯვებაში, “მოქალაქეთა კავშირს” დავეხმარე (ვიდეო)

    ჯემალ სეფიაშვილი: შევარდნაძეს კი არ დავეხმარე გამარჯვებაში, “მოქალაქეთა კავშირს” დავეხმარე (ვიდეო)

  • ალექსი დანილოვი: უკრაინა რუსეთთან ტერიტორიულ კომპრომისზე არ დათანხმდება

    ალექსი დანილოვი: უკრაინა რუსეთთან ტერიტორიულ კომპრომისზე არ დათანხმდება

  • რეჯეფ თაიფ ერდოღანი: არ გვინდა, კიდევ ერთი ჩერნობილი გამოვცადოთ

    რეჯეფ თაიფ ერდოღანი: არ გვინდა, კიდევ ერთი ჩერნობილი გამოვცადოთ

  • ანტონიო გუტერეში: ზაპოროჟიეს ბირთვული ობიექტის ნებისმიერი პოტენციური დაზიანება სუიციდი იქნება

    ანტონიო გუტერეში: ზაპოროჟიეს ბირთვული ობიექტის ნებისმიერი პოტენციური დაზიანება სუიციდი იქნება

  • უჯარმაში, იქ, სადაც მდინარე იორი არხში მიედინება, 16 და 20 წლის ძმებს ეძებენ

    უჯარმაში, იქ, სადაც მდინარე იორი არხში მიედინება, 16 და 20 წლის ძმებს ეძებენ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge