„დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერი პარლამენტის თვმჯდომარის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ირაკლი კობახიძე არასამთავრობო სექტორს აკრიტიკებს. ნინო ბურჯანაძის განცხადებით, 26 მაისს, როდესაც მშვიდობიანი აქცია დაარბიეს, მაშინ ირაკლი კობახიძე არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშობდა, თუმცა მას არ ახსოვს კობახიძის მხრიდან გაკეთებული განცხადება.
„ახალი არ არის, როგორც წესი, ხელისუფლებები თვლიან, რომ როგორც კი მოიმაგრეს წელი, მერე არასამთავრობოებზე ილაშქრებენ, თუმცა მე არ მახსოვს პარლამენტის თავმჯდომარის ასეთი გამწარებული სახით გამოსვლა, მაშინ ის არასამთავრობო სექტორში მუშობდა, როდესაც 26 მაისს დაგვარბიეს, მიუხედავად იმისა, რომ მისი ღვიძლი მამა მონაწილეობდა 26 მაისის აქციებში“,-განაცხადა ბურჯანაძემ.
კომენტარები