ოპერის ლეგენდარული მომღეალი, ესპანელი სოპრანო მონსერატ კაბალიე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.
კაბალიე ბარსელონაში 1933 წლის 12 აპრილს დაიბადა. ლეგენდარული სოპრანოს კარიერა 50 წლის განმავლობაში გაგრძელდა. მას საოპერო სცენებზე 88-ზე მეტ სპექტაკლში აქვს ნამღერი. სახელი გაითქვა უნიკალური ბელკანტოს ტექნიკის შესრულებით.
როკმუსიკის მოყვარულთათვის კაბალიე ასევე ცნობილია ერთობლივი ალბომით ჯგუფ Queen-ის ვოკალისტ ფრედი მერკურისთან — Barcelona (1988). ამ ალბომის სასათაურო სიმღერა, მიძღვნილი კაბალიეს მშობლიურ ქალაქ ბარსელონასადმი, 1992 წელს ამ ქალაქში ჩატარებული ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ოფიციალური ჰიმნი გახდა.
კომენტარები