2019 წელს საქართველო მეხანძრე რობოტს შეიძენს. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ.
უწყების ინფორმაციით, მეხანძრე რობოტის ღირებულება დაახლოებით 600 000 ლარია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შესაძლოა მეხანძრე რობოტის შეძენაში საქართველოს დახმარება ევროპელმა პარტნიორებმა გაუწიონ.
SENTINEL-ი შექმნილია ხანძარსაწინააღმდეგო და საგანგებო რეაგირებისთვის საშიში, რთული ვითარების დროს. იგი აღჭურვილია ელექტროძრავით და გამოყენების თვალსაზრისით იდეალურად შეეფერება მიწისქვეშა ხანძრებს, როგორიცაა მაგალითად გვირაბებში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაცია. ნებისმიერი ხანძრის დროს, როგორიცაა საწყობებში, სამრეწველო ობიექტებში ან ქარხნებში გაჩენილი ცეცხლი.
SENTINEL-ის სრულ აღჭურვილობაში შედის: წყლის მონიტორი, კამერები, სენსორები და ა.შ. რობოტები ისე იქნებიან აღჭურვილი, რომ შემთხვევითი ევაკუაციის საშუალება იქნება. ასევე ექნება საჰაერო ბოთლი და წყლის ფილტრი. რობოტს შეუძლია ხანძარი დროულად აღკვეთოს, რათა მასშტაბებში არ გადაიზარდოს.
კომენტარები