საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი პრეზიდეტნის მიერ, სპორტის ყოფილი მინისტრ ლევან ყიფიანთან დაკავშირებით გაკეთბულ განცხადებას გამოეხმაურა. დეპუტატის მიიჩნევს რომ პრეზიდენტის განცხადება არაადეკვატურია.
„არაადეკვატური განცხადებაა. რას ნიშნავს ზურგი შეაქცია, რომ არ გადავეფარეთ, თუკი მას რაიმე მართლაც ჩადენილი აქვს? ამ ვითარებაში „ქართულ ოცნებას“ არავითარი სურვილი არ აქვს ნებისმიერ ადამიანს გადაეფაროს. უზნეო კამპანია რომ მიმდინარეობს, ეს არის შემაძრწუნებული. ერთმა უღირსმა ადამიანმა ეს კამპანია დაიწყო და აიტაცა ყველამ. გაურკვეველი პიროვნებები გამოდიან და ამ თემაზე ლაპარაკობენ. ამ მხრივ ყიფიანს თანადგომასაც ვუცხადებთ, მაგრამ გამოძიებას უნდა მისცეს ჩვენებები და გამოძიებამ ზუსტად უნდა დაადგინოს მისი ბრალეულობის ხარისხი“,- განაცხადა ვოლსკიმ.
კომენტარები