NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»პლასტიკის პარკების აკრძალვის თემაზე ლევან დავითაშვილი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

პლასტიკის პარკების აკრძალვის თემაზე ლევან დავითაშვილი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

05 ოქტ 2018 ახალი ამბები, ბიზნესი, პოლიტიკა, საზოგადოება 1043 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

გარემოს დაბინძურების შემცირების მიზნით, 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია 2018 წლის 1 ოქტომბრიდან აიკრძალა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ახალი რეგულაციის ეფექტიანი ამოქმედების საკითხებზე ბიზნესომბუდსმენისა და დისტრიბუტორთა ასოციაციაში გაწევრიანებული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელეს.

ადგილობრივი მწარმოებელი და დისტრიბუტორი კომპანიები ახალი რეგულაციების დანერგვაზე აქტიურად გადადიან.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა შეხვედრაზე ახალი რეგულაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეგულაციის მიზანი პლასტიკის პარკების მოხმარებით გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე გამოწვეული მავნე ზემოქმედების შემცირებაა.

„ეს არის კომპლექსური კამპანია, კომპლექსური ღონისძიებებით. დოკუმენტის შემუშავების პროცესში, ჩვენ გვქონდა ინტენსიური კომუნიკაცია, როგორც მწარმოებლებთან, დისტრიბუტორებთან, ასევე საცალო ქსელების წარმომადგენლებთან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგულაციის მიღებით მაქსიმალურად ეფექტიანი შედეგი მივიღოთ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც ბიზნესომბუდსმენის მოადგილემ, ლევან კალანდაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული ბევრი რეგულაცია არსებობს, რომელიც, საერთაშორისო ვალდებულებებიდან გამომდინარე, უახლოეს პერიოდში ძალაში შევა. ლევან კალანდაძემ ხაზი გაუსვა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ბიზნესსექტორს შორის არსებულ სწორი კომუნიკაციის მნიშვნელობას.

პლასტიკის პარკების რეგულაციის ახალი წესები 1 ოქტომბრიდან შევიდა ძალაში. რომლის თანახმად, საქართველოში 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აიკრძალა. აკრძალვის მიზანია, პლასტიკის პარკების ჩანაცვლება მოხდეს ბიოდეგრადირებადი პარკებით, რომელიც შეიცავს ისეთ მასალას, რაც ხელს უწყობს პარკის მიკროფრაგმენტებად დაშლას.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის უფროსი ალვერდ ჩანქსელიანი, ბიზნესომბუდსმენის მოადგილე ლევან კალანდაძე, დისტრიბუტორთა ასოციაციის წარმომადგენლები, პლასტიკის პარკების იმპორტიორები და ადგილობრივი მწარმოებლები.

კომენტარები

გარემოს დაცვის სამინისტრო ლევან დავითაშვილი პლასტიკის პარკი 2018-10-05
სოსო ელისაშვილი
Tags გარემოს დაცვის სამინისტრო ლევან დავითაშვილი პლასტიკის პარკი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სამი პირი პასუხისგებაში მისცა

შემდეგი სტატია

„ტოიოტა“ ძრავთან დაკავშირებული პრობლემების გამო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ავტომობილებს უკან იწვევს

მსგავსი სტატიები

თიბისი და ვიზა სარესტორნო ბიზნესის მხარდასაჭერად

თიბისი და ვიზა სარესტორნო ბიზნესის მხარდასაჭერად

თამუნა 13 აპრ 2021
სამწუხაროდ, ქართველებს გვჭირდება სადილები და საუზმეები უცხო ქვეყნების ელჩების რეზიდენციებში იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის პრობლემებზე დავილაპარაკოთ

სამწუხაროდ, ქართველებს გვჭირდება სადილები და საუზმეები უცხო ქვეყნების ელჩების რეზიდენციებში იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის პრობლემებზე დავილაპარაკოთ

ირაკლი შალიკაშვილი 27 თებ 2020
ხმები საქართველოდან – აქ. ახლა თიბისი ახალ პროექტს იწყებს

ხმები საქართველოდან – აქ. ახლა თიბისი ახალ პროექტს იწყებს

თამუნა 10 სექ 2020

უახლესი ამბები

  • დღე ისტორიაში – 24 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 24 სექტემბერი

  • ბეჭდების მბრძანებლის პერსონაჟები და მათი ზოდიაქოს ნიშნები

    ბეჭდების მბრძანებლის პერსონაჟები და მათი ზოდიაქოს ნიშნები

  • ილიკო სუხიშვილი: სცენაზე გასვლა ყოველთვის დიდ სტრესთან არის დაკავშირებული (ვიდეო)

    ილიკო სუხიშვილი: სცენაზე გასვლა ყოველთვის დიდ სტრესთან არის დაკავშირებული (ვიდეო)

  • ოლაფ შოლცი: კონფლიქტის მოგვარებისთვის ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს

    ოლაფ შოლცი: კონფლიქტის მოგვარებისთვის ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს

  • ირაკლი ეძგვერაძე: სავარაუდოდ, კლინიკიდან დღესაც არ გამწერენ

    ირაკლი ეძგვერაძე: სავარაუდოდ, კლინიკიდან დღესაც არ გამწერენ

  • 6 სუპერ სასარგებლო ხილის სახეობა

    6 სუპერ სასარგებლო ხილის სახეობა

  • ერიხ მარია რემარკის საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება

    ერიხ მარია რემარკის საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება

  • კირილ ბუდანოვი: რუსეთმა მის ხელთ არსებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ფრონტზე და მოსკოვის თავდაცვისთვის აამოქმედა – ჩვენ მათი რაკეტების მარაგის ამოწურვაზე ვმუშაობთ

    კირილ ბუდანოვი: რუსეთმა მის ხელთ არსებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ფრონტზე და მოსკოვის თავდაცვისთვის აამოქმედა – ჩვენ მათი რაკეტების მარაგის ამოწურვაზე ვმუშაობთ

  • შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილით მიმართავს და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტაციის სამართლებრივ შეფასებას სთხოვს

    შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილით მიმართავს და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტაციის სამართლებრივ შეფასებას სთხოვს

  • შსს ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმისა და გლდანში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

    შსს ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმისა და გლდანში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge