NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»მერია „თბილისობა 2018“-ის პროგრამას ავრცელებს

მერია „თბილისობა 2018“-ის პროგრამას ავრცელებს

05 ოქტ 2018 ახალი ამბები, საზოგადოება 764 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„თბილისობა 2018“ 6 და 7 ოქტომბერს გაიმართება. ღონისძიებები დაგეგმილია დედაენის ბაღში, რიყის პარკში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ევროპის მოედანზე, მეიდანზე და ლეღვთახევში.

ორი დღის განმავლობაში, რიყის პარკში გაიმართება გასტრონომიული ფესტივალი, ყვავილების ფესტივალი – „შემოდგომის დღესასწაული“, წარმოდგენილი იქნება ცოცხალი მუსიკა, საბავშვო გასართობი პროგრამები და რარიტეტული ავტომანქანების გამოფენა. 7 ოქტომბერს, ასევე, გაიმართება საცირკო წარმოდგენა „ჯამბაზები საზღვრებს გარეშე“.

დედაენის ბაღი ამავე დღეებში 12:00-დან 18:00 საათამდე სპორტულ ღონისძიებებს უმასპინძლებს. წარმოდგენილი იქნება 10-ზე მეტი სპორტული სახეობა, მათ შორის, ჭიდაობის ტურნირი, რომლის გამარჯვებულსაც წელს პირველად გადაეცემა გარდამავალი თასი.

6 ოქტომბერს, 12:00-დან 19:00 საათამდე მეიდანზე გაიმართება „ხილის ფესტივალი“, ამავე დღეს გაიხსნება იტალიელი არქიტექტორის, მშრალი ხიდის ავტორის – ჯოვანი სკუდიერის სახელობის ქუჩა დედაენის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე.

აბანოთუბანში, 6 და 7 ოქტომბერს, თბილისობის დღესასწაულის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროექტი „გვიდირიჟორე“ გაიმართება. სპეციალურად მოწყობილ სცენაზე განთავსებული ორკესტრი მსმენელს პოპულარულ მელოდიებს შესთავაზებს, ნებისმიერ მსურველს მიეცემა საშუალება, ჩაერთოს ღონისძიებაში, სცენაზე ავიდეს და საკუთარი თავი დირიჟორის ამპლუაში გამოსცადოს.

ლეღვთახევში გაიმართება მხატვრების, ფოტო ხელოვანებისა და სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, ქართული ფილმის გმირების კოსტიუმირებული პერფორმანსი, პანტომიმის სახელმწიფო თეატრის შოუ – „ცოცხალი ქანდაკებები“, ცოცხალი მუსიკა – ლევან ცხადაძე და გერმანელი სტუმრები პროექტით – „მექი დანა და მისი მეგობრები“ და გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის დასის წარმოდგენა – „მეტრონომი“.

6 ოქტომბერს, ევროპის მოედანზე, 20:00 საათზე შედგება მიუზიკლის – „თბილისური ვოდევილი“ პრემიერა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართული სცენის ვარსკვლავები და სცენაზე მულტიკულტურულ თბილისს წარმოადგენენ.

7 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ბარათაშვილის ქუჩაზე, კომპოზიტორ რევაზ ლაღიძის ბიუსტი გაიხსნება და ქართული ხმების კონცერტი გაიმართება.

19:30-ზე პირველი რესპუბლიკის მოედანზე, თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება და გრანდიოზული გალა-კონცერტი გაიმართება, რომელიც რევაზ ლაღიძის შემოქმედებას მიეძღვნება. კონცერტს მუსიკალურად გააფორმებს ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, ხოლო სცენაზე წარდგება ყველა ის მომღერალი, რომელიც გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის რეპერტუარიდან ასრულებს სიმღერებს.

კომენტარები

თბილისის მერია თბილისობა 2018-10-05
სოსო ელისაშვილი
Tags თბილისის მერია თბილისობა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ფონდ „იავნანასთან“ დაკავშირებით პაატა ბურჭულაძე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და  დიპლომატებსა ხვდება

შემდეგი სტატია

„საქართველოს პროკურატურა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემით ემუქრება საქართველოს ერთერთ საუკეთესო ხელოვანს პაატა ბურჭულაძეს და მის მეუღლეს“

მსგავსი სტატიები

რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

ანო 03 ივლ 2022
გია ხუხაშვილი: ვიღაცა ნებსით, თუ უნებლიედ ასრულებს რუსულ ოცნებას

გია ხუხაშვილი: ვიღაცა ნებსით, თუ უნებლიედ ასრულებს რუსულ ოცნებას

ნინო ჩხეიძე 08 ოქტ 2020
კურდღლის წელი მოდის: 2023 წლის ზოგადი ასტროლოგიური მიმოხილვა

კურდღლის წელი მოდის: 2023 წლის ზოგადი ასტროლოგიური მიმოხილვა

ნინო ჩხეიძე 16 ოქტ 2022

უახლესი ამბები

  • კრემლი: რუსეთი და ჩინეთი ერთობლივი სამხედრო წვრთნებს რეგულარულად ჩაატარებენ

    კრემლი: რუსეთი და ჩინეთი ერთობლივი სამხედრო წვრთნებს რეგულარულად ჩაატარებენ

  • ბოლნისის მუნიციპალიტეტში 9 წლის ბავშვს ეძებენ

    ბოლნისის მუნიციპალიტეტში 9 წლის ბავშვს ეძებენ

  • სერგეი ლავროვი: რუსეთ-ჩინეთის მოლაპარაკებების წარმატება ამერიკელების საქმე არ არის

    სერგეი ლავროვი: რუსეთ-ჩინეთის მოლაპარაკებების წარმატება ამერიკელების საქმე არ არის

  • ხვიჩია: უხერხული ხომ არ არის, ჯარში, სადაც ჩვენი არცერთი კოლეგა შვილს არ უშვებს, სხვისი შვილები იძულებით გავუშვათ?

    ხვიჩია: უხერხული ხომ არ არის, ჯარში, სადაც ჩვენი არცერთი კოლეგა შვილს არ უშვებს, სხვისი შვილები იძულებით გავუშვათ?

  • იენს სტოლტენბერგის ანგარიში: უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად გაჩენილი უსაფრთხოების გაუარესებული გარემო მნიშვნელოვნად აისახება საქართველოზე

    იენს სტოლტენბერგის ანგარიში: უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად გაჩენილი უსაფრთხოების გაუარესებული გარემო მნიშვნელოვნად აისახება საქართველოზე

  • “გთხოვთ, არ დაუშვათ ქვეყნისთვის ამ მეტად მნიშვნელოვანი, სტრატეგიული სახელმწიფო სამედიცინო ცენტრის ადგილმდებარეობის შეცვლა და ნგრევა”

    “გთხოვთ, არ დაუშვათ ქვეყნისთვის ამ მეტად მნიშვნელოვანი, სტრატეგიული სახელმწიფო სამედიცინო ცენტრის ადგილმდებარეობის შეცვლა და ნგრევა”

  • მარიამ ყანდიაშვილის და ლაზარე შანიძის კოლაბორაციული პროექტი

    მარიამ ყანდიაშვილის და ლაზარე შანიძის კოლაბორაციული პროექტი

  • გიორგი რუხაძე: სი ძინპინი, როდესაც მოსკოვში ჩავიდა, ეს იყო მისთვის საუკეთესო ვარიანტი, რადგან ერთი დღით ადრე ვლადიმერ პუტინი ძებნილად გამოაცხადეს

    გიორგი რუხაძე: სი ძინპინი, როდესაც მოსკოვში ჩავიდა, ეს იყო მისთვის საუკეთესო ვარიანტი, რადგან ერთი დღით ადრე ვლადიმერ პუტინი ძებნილად გამოაცხადეს

  • ფენომენალური ფაქტები პიკასოს ცხოვრების შესახებ

    ფენომენალური ფაქტები პიკასოს ცხოვრების შესახებ

  • დღე ისტორიაში – 22 მარტი

    დღე ისტორიაში – 22 მარტი

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge