ინტერპოლის პრეზიდენტი მენ ჰუნვეი დაიკარგა, მასზე საფრანგეთის პოლიციამ ძებნა გამოაცხადა. Independent-ის ინფორმაციით, ოჯახის წევრები 64 წლის მენ ჰუნვეის უკვე ერთი კვირაა ვერსად უკავშირდებიან. ის 29 სექტემბერს ჩინეთში გაემგზავრა.
ინტერპოლის პრეზიდენტის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად მეუღლემ გაავრცელა, რომელიც საფრანგეთში, ლიონში ცხოვრობს. სწორედ ლიონში მდებარეობს ინტერპოლის შტაბბინა.
კომენტარები