NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»გამყრელიძე: ლუგარის ლაბორატორია საქართველოს ჯანდაცვის და მეცნიერების სისტემის ძალიან დიდი შენაძენია, რუსეთის მხრიდან კი ამ შენაძენის დისკრედიტაცია ხდება

გამყრელიძე: ლუგარის ლაბორატორია საქართველოს ჯანდაცვის და მეცნიერების სისტემის ძალიან დიდი შენაძენია, რუსეთის მხრიდან კი ამ შენაძენის დისკრედიტაცია ხდება

05 ოქტ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 953 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ლუგარის ლაბორატორია საქართველოს ჯანდაცვის და მეცნიერების სისტემის ძალიან დიდი შენაძენია და ამ შენაძენის დისკრედიტაცია ხდება რუსეთის მხრიდან. ამირან გამყრელიძის თქმით, რუსულ მასმედიაში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

„ბოლო სამი კვირის განმავლობაში განსაკუთრებით გააქტიურდა რუსული მედია ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით და შეეხნენ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პროგრამას საქართველოში – c ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას. რადგან ეს თემა აიტაცეს რუსეთის ოფიციალურმა წრეებმა, გადავწყვიტეთ, რომ ამ საკითხზე კიდევ ერთხელ ვისაუბროთ და აღვნიშნოთ, რომ ყველა ის ინფორმაცია, რაც რუსეთის ოფიციალური წრეების თუ მასმედიის საშუალებით ვრცელდება, არის მტკნარი სიცრუე. ეს ყველაფერი მიმართულია იქითკენ, რომ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროგრესის დისკრედიტაცია მოხდეს.

სინამდვილეში ლუგარის ლაბორატორია გახლავთ მაღალი დონის საზოგადოებრივი ჯანდაცვითი და სამეცნიერო კვლევითი ცენტრი რეგიონში, რომელსაც მრავალმხრივი დანიშნულება აქვს. ამ ლაბორატორიის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების პროგრამაში მონაწილეობაა. ის ასევე სახელმწიფოს უსაფრთხოების სისტემის ნაწილია, რომელიც მიმართულია სწორედ ინფექციური დაავადებების დროული დიაგნოსტიკისა და იდენტიფიცირებისაკენ. დიახ, აქ ყოველწლიურად ტარდება რამდენიმე ათეული საერთაშორისო მნიშვნელობის საერთაშორისო კვლევა ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ერთად და ამით ჩვენ ვამაყობთ. პარტნიორები გახლავთ აშშ-ს, ინგლისის, გერმანიის, ნორვეგიის და კიდევ სხვა ქვეყნების წარმომადგენლები. დიახ, ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ჩვენი ძირითადი პარტნიორი გახლავთ ამერიკის შეერთებული შტატები.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი პასუხისმგებელია C ჰეპატიტის დროულ დიაგნოსტიკაზე, სკრინინგზე, ინფექციის კონტროლზე, სისხლის გადასხმის კონტროლზე, მაგრამ არამც და არამც ჩვენ ლუგარის ცენტრში არ ვაწარმოებთ ავადმყოფთა მკურნალობას, რაც თავის გამოსვლაში რამდენჯერმე აღნიშნა იგორ გიორგაძემ. კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ ლუგარის ლაბორატორია საქართველოს ჯანდაცვის და მეცნიერების სისტემის ძალიან დიდი შენაძენია. ჩვენი მეზობელი ქვეყნის მხრიდან კი ამ შენაძენის დისკრედიტაცია ხდება“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ 11 სექტემბერს, მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ყოფილმა მინისტრმა იგორ გიორგაძემ განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს წერილით მიმართა, რათა გამოიძიოს რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიის საქმიანობა, რომელშიც, მისი თქმით, ადამიანებზე ლეტალურ ექსპერიმენტებს ატარებენ.

კომენტარები

ამირან გამყრელიძე იგორ გიორგაძე ლუგარის ლაბორატორია რუსეთი 2018-10-05
სოსო ელისაშვილი
Tags ამირან გამყრელიძე იგორ გიორგაძე ლუგარის ლაბორატორია რუსეთი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ბაჰრეინის სამეფოს მთავრობამ საქართველოს მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი გაუმარტივა

შემდეგი სტატია

პროკურატურა „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე – ექსპერტიზის დასკვნით, აუდიოჩანაწერები არ არის ავთენტიკური, დამზადებულია მონტაჟის გზით

მსგავსი სტატიები

დილით ავდგები გავიკეთებ ჰალსტუხს, ჩავიცვამ პიჯაკს მივალ პარლამენტში, გამოვალ სიტყვით და დამაპატიმრებენ?

დილით ავდგები გავიკეთებ ჰალსტუხს, ჩავიცვამ პიჯაკს მივალ პარლამენტში, გამოვალ სიტყვით და დამაპატიმრებენ?

ირაკლი შალიკაშვილი 28 ივნ 2019
კრიტიკული წერილების საპასუხოდ, შტატებში პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გაემგზავრება

კრიტიკული წერილების საპასუხოდ, შტატებში პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გაემგზავრება

ირაკლი შალიკაშვილი 31 იან 2020
სასამართლომ განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

სასამართლომ განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

სოსო ელისაშვილი 24 ივლ 2017

უახლესი ამბები

  • ნიკოლ კიდმანი დემნა გვასალიას შოუზე (ვიდეო)

    ნიკოლ კიდმანი დემნა გვასალიას შოუზე (ვიდეო)

  • ადვოკატის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესებს შესაძლოა, ევროკავშირის წარმომადგენლები დააკვირდნენ

    ადვოკატის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესებს შესაძლოა, ევროკავშირის წარმომადგენლები დააკვირდნენ

  • ოპოზიციის დიდი ნაწილის უბრალოდ არ მესმის – იმის ნაცვლად, რომ იმ დავალების შესრულებაზე ვფოკუსირდეთ, რაც მოცემული გვაქვს, აბსოლუტურად უშინაარსო თემებზე ვსაუბრობთ

    ოპოზიციის დიდი ნაწილის უბრალოდ არ მესმის – იმის ნაცვლად, რომ იმ დავალების შესრულებაზე ვფოკუსირდეთ, რაც მოცემული გვაქვს, აბსოლუტურად უშინაარსო თემებზე ვსაუბრობთ

  • დავით უსუფაშვილი – ევროკომისიას მიეცა ჩვენი ცოდვა, ახლა ამ ორი სიტყვით ვიქნებით მოცული – დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, „ზაცია, ზაცია“ – დეოლიგარქიზაციას თუ ჰქვია დებიძინიზაცია, დეპოლარიზაციას ჰქვია დეკობახიზაცია

    დავით უსუფაშვილი – ევროკომისიას მიეცა ჩვენი ცოდვა, ახლა ამ ორი სიტყვით ვიქნებით მოცული – დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, „ზაცია, ზაცია“ – დეოლიგარქიზაციას თუ ჰქვია დებიძინიზაცია, დეპოლარიზაციას ჰქვია დეკობახიზაცია

  • დღეს მთავარია კომპრომისი კანდიდატის სტატუსის მისაღებად – მიზანშეწონილია, პროცესში საერთაშორისო პარტნიორების და პრეზიდენტის ინსტიტუტის რაიმე ფორმით ჩართულობა

    დღეს მთავარია კომპრომისი კანდიდატის სტატუსის მისაღებად – მიზანშეწონილია, პროცესში საერთაშორისო პარტნიორების და პრეზიდენტის ინსტიტუტის რაიმე ფორმით ჩართულობა

  • ოლიგარქის ცნება არ მიესადაგება ბიძინა ივანიშვილს, ამ ცნების ქვეშ შეიძლება მოექცეს არაერთი პირი, რომელიც დაკავშირებულია ოპოზიციის რადიკალურ ნაწილთან – ეს არის სურათი, დანარჩენს დააზუსტებს სამუშაო ჯგუფი

    ოლიგარქის ცნება არ მიესადაგება ბიძინა ივანიშვილს, ამ ცნების ქვეშ შეიძლება მოექცეს არაერთი პირი, რომელიც დაკავშირებულია ოპოზიციის რადიკალურ ნაწილთან – ეს არის სურათი, დანარჩენს დააზუსტებს სამუშაო ჯგუფი

  • დიალოგისთვის მზად ვართ, არცერთ კონსულტაციას არ გავურბივართ – ოპოზიცია ხელისუფლების წინაშე წარადგენს კონკრეტულ წინადადებებს, რაც მოტივირებული იქნება

    დიალოგისთვის მზად ვართ, არცერთ კონსულტაციას არ გავურბივართ – ოპოზიცია ხელისუფლების წინაშე წარადგენს კონკრეტულ წინადადებებს, რაც მოტივირებული იქნება

  • რეგიონში კრეატივის ყველაზე დიდი საერთაშორისო ფესტივალი – AD BLACK SEA ბრუნდება!

    რეგიონში კრეატივის ყველაზე დიდი საერთაშორისო ფესტივალი – AD BLACK SEA ბრუნდება!

  • „გალტ &თაგარტის“ ხელშეწყობით „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამაში“  მონაწილეობის მისაღებად 21 კომპანია დარეგისტრირდა

    „გალტ &თაგარტის“ ხელშეწყობით „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამაში“ მონაწილეობის მისაღებად 21 კომპანია დარეგისტრირდა

  • “სამარცხვინოა, როცა ომბუდსმენს საკონსტიტუციო სასამართლოში შეაქვს სარჩელი არა ადამიანის უფლებათა გაფართოებისთვის, არამედ შეზღუდვის მოსათხოვად

    “სამარცხვინოა, როცა ომბუდსმენს საკონსტიტუციო სასამართლოში შეაქვს სარჩელი არა ადამიანის უფლებათა გაფართოებისთვის, არამედ შეზღუდვის მოსათხოვად

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge