პარიზში, დღეს, ლეგენდარული ფრანგი მომღერლის, შარლ აზნავურის სამოქალაქო პანაშვიდი ინვალიდთა სახლში გაიმართა.
მომღერალსა და კომპოზიტორს პატივი მიაგეს სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკოსებმა და კულტურის მოღვაწეებმა.
ცნობილია, რომ მომღერალსა და კომპოზიტორს ხვალ, 6 ოქტომბერს მშობლების გვერდით დაკრძალავენ. სამგლოვიარო ცერემონიას დაესწრნენ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მეუღლესთან ერთად, სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი, სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი, საფრანგეთის ექს-პრეზიდენტები ფრანსუა ოლანდი და ნიკოლ სარკოზი, მეუღლესთან ერთად.
შარლ აზნავურის პატივსაცემად ჯერ სომხეთის, ხოლო შემდეგ საფრანგეთის ჰიმნი La Marseillaise აჟღერდა. ამის შემდეგ სიტყვით გამოვიდნენ ემანუელ მაკრონი და ნიკოლ ფაშინიანი.
კომენტარები