რუსეთის გენერალური პროკურორის მოადგილე სააკ კარაპეტიანი სვარაუდოდ, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა. ინფორმაციას რუსული სააგენტო ТАСС-ი ავრცელებს.
„წინასწარი მონაცემებით, სააკ ალბერტოვიჩი იმყოფებოდა იმ ვერტმფრენში, რომელიც კოსტრომის ოლქში ჩამოვარდა“, – განუცხადეს სააგენტოს რუსეთის გენერალურ პროკურატურაში.
58 წლის სააკ კარაპეტიანი გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობას 2016 წლიდან იკავებს.
კომენტარები