იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები რამდენიმე წელია ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახდინონ. მინისტრის თქმით, ისინი არასერიოზულ და ზედაპირულ შეფასებებს აკეთებენ, რის გამოც, მათი სიტყვა არაფერს ნიშნავს.
„ეს ორგანიზაციები უკვე მერამდენე წელია და თვეა ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახდინონ ზედაპირული შეფასებებით, არასერიოზული განცხადებებით და ყველანაირი სტანდარტის დარღვევით, იქნება ეს სამართლებრივ, თუ ეთიკურ ჭრილში. შესაბამისად, მათი სიტყვა უკვე პრინციპში ნიშნავს არაფერს, ეს არის ჩვენი სამოქალაქო, აი ამ კონკრეტული სექტორის ნაწილის ძალიან დიდი ტრაგედია და პრობლემა,“-აცხადებს წულუკიანი.
კომენტარები