NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»თბილისის ტერიტორიაზე არსებულ ხეებს საერთაშორისო ექსპერტები შეისწავლიან

თბილისის ტერიტორიაზე არსებულ ხეებს საერთაშორისო ექსპერტები შეისწავლიან

03 ოქტ 2018 ახალი ამბები 843 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ხე-მცენარეებს საერთაშორისო ექსპერტები შეისწავლიან, რომლებიც დედაქალაქს ოქტომბრის ბოლოს ეწვევიან. სპეციალისტები ლაბორატორიულ კვლევებს ევროკავშირში აკრედიტირებულ ლაბორატორიაში ჩაატარებენ. მათი ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია დაავადების გავრცელების პრევენცია და ჯანსაღი კორომების გადარჩენა.

როგორც ცნობილია, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ოქტომბრის ბოლოდან თბილისის ტერიტორიაზე არსებული ხეების სანიტარულ ჭრას დაიწყებს, რის შედეგად, ჯამში 20 000 ძირი ხმელი და ზეხმელი ხე მოიჭრება.

ვინაიდან აღნიშნულ გადაწყვეტილებას საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, გვსურს, კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ თბილისის შემოგარენში და  საქართველოს მთელ რიგ რეგიონებში ფიჭვის ინტენსიური ხმობა დაახლოებით 20 წლის წინ, 1997-1998 წლებიდან დაიწყო. ამის მიზეზი იყო ის, რომ ფიჭვები არ იყო გაშენებული ამ სახეობისთვის განკუთვნილბუნებრივ არეალში. ფიჭვების ხელოვნური გაშენებისას დარღვეულია  აგროტექნიკური პირობები, ნერგების აბსოლუტურ უმრავლესობას არ აქვს მთავარღერძიანი ფესვი, რის გამოც თხელ, განუვითარებელ ნიადაგებზე და ხშირად, აფეთქებების შედეგად წარმოქმნილ ორმოებში განვითარებულია ზედაპირული ფესვთა სისტემა. ზემოაღნიშნული მიზეზებისა და კლიმატის გლობალური ცვლილების ფონზე დაირღვა ფიჭვის ზრდა–განვითარებისათვის საჭირო ეკოლოგიური პირობები, რამაც განაპირობა ფიზიოლოგიური პროცესების  და გამძლეობის დაქვეითება. შედეგად, აღნიშნული ნარგავები არ აღმოჩნდა გამძლე მავნებლებისა და დაავადებების მიმართ.

ფიჭვები ძირითადად დაავადებულია პათოგენური სოკოებით (lophodermill, Cylindrocarpon, Diplodia), რომლებიც უმთავრესად აზიანებენ წიწვებს, ტოტებს, იწვევენწიწვებისა და წლიური ნაზარდი წიწვების წვერის ხმობას, გირჩების და ტოტების დაავადებას და საბოლოოდ, ხე-მცენარის ხმობას. ასევე, ფიჭვებზე მავნებელი მწერებიდანაღინიშნება ბუგრები, ჰერმესების ნაცვალი კანები, ქერქიჭამიები, ცილაჭამიები და ხარაბუზები.

დედაქალაქის მერია, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სისტემატურად ებრძოდა აღნიშნულ პრობლემას და ახორციელებდა დაავადებული ხე-მცენარეების წამლობას, ასევე, ხმელი და ზეხმელი ხე-მცენარეების სანიტარულ ჭრას. ამის მიუხედავად, პროცესის შეჩერება და ხეების გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ამასთან, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმათბილისის მასშტაბით, სხვადასხვა ხე-მცენარეების ფიტოსანიტარული კვლევა ჩაატარა. აღმოჩენილ მავნებელ ორგანიზმებთან ბრძოლის ღონისძიებების შესაბამისად, რეგულარულად ხორციელდება ხეების შეწამვლის სამუშაოები. მიმდინარე წელს უკვე შეიწამლა 98 000 ხე-მცენარე. წლის ბოლომდე, ჯამში შეწამლულიიქნება 120 000 ხე-მცენარე. ასევე, მიმდინარე წელსთვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე აღირიცხა ხმელი და ზეხმელი ხეები და მოინიშნა შემდგომში მოჭრის მიზნით.

ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ამ ტერიტორიების აღდგენა და ხელახალი განაშენიანება დაიწყება 2019 წლიდან, მას შემდეგ, რაც დასრულდება სანიტარული ჭრები.

2019 წელს, ჯამში 18.86 ჰა ტერიტორიაზეა დაგეგმილი ტყის აღდგენითი ღონისძიებების განხორციელება. ამავე წელს,დაირგვება სხვადასხვა სახეობის 46 200 ნერგი. ასევე, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებსა და სკვერებში დაგეგმილია 5000 ძირი სხვადასხვა სახეობის მაღალტანიანი 3 მეტრზე მაღალი ხის დარგვა.

კომენტარები

თბილისის ტერიტორია 2018-10-03
სოსო ელისაშვილი
Tags თბილისის ტერიტორია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„არსებობს აშკარა საფრთხე იმისა, რომ ჩემი საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში გამოძიება წარიმართება არაობიექტურად“

შემდეგი სტატია

ელექტრომომარაგება 4 ოქტომბერს დროებით შეიზღუდება

მსგავსი სტატიები

საქართველოს მოქალაქეებისთვის მონტენეგროში უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა

საქართველოს მოქალაქეებისთვის მონტენეგროში უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა

15 ივნ 2018
თიბისი კაპიტალმა საქართველოში ობლიგაციების ბაზრის შესახებ კვლევა ჩაატარა

თიბისი კაპიტალმა საქართველოში ობლიგაციების ბაზრის შესახებ კვლევა ჩაატარა

16 ივნ 2018
სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურის ხელმძღვანელი დღეს პარლამენტში ანგარიშით წარდგება

სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურის ხელმძღვანელი დღეს პარლამენტში ანგარიშით წარდგება

18 აპრ 2018

უახლესი ამბები

  • კახა კალაძე: ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი პირველი აპრილიდან ამოქმედდება

    კახა კალაძე: ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი პირველი აპრილიდან ამოქმედდება

  • ეკა ბესელია: მოსამართლეს მოუწევს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, რომელსაც მოუწევს რომ თქვას, გადაავადებს სასჯელს თუ არ გადაავადებს

    ეკა ბესელია: მოსამართლეს მოუწევს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, რომელსაც მოუწევს რომ თქვას, გადაავადებს სასჯელს თუ არ გადაავადებს

  • სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე: არ ვფიქრობ, რომ ინდივიდუალური შემთხვევა განსაზღვრავს ჩვენს ევროპულ მომავალს

    სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე: არ ვფიქრობ, რომ ინდივიდუალური შემთხვევა განსაზღვრავს ჩვენს ევროპულ მომავალს

  • იუსტიციის მინისტრი: პატიმრის თვითდაზიანებაზე პასუხისმგებლები ვერ ვიქნებით

    იუსტიციის მინისტრი: პატიმრის თვითდაზიანებაზე პასუხისმგებლები ვერ ვიქნებით

  • რატი ბრეგაძე ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე: საქართველოში რომ ვინმეს აწამებენ, ეს ვინც არ უნდა თქვას, არის უსამართლო და შეურაცხმყოფელი

    რატი ბრეგაძე ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე: საქართველოში რომ ვინმეს აწამებენ, ეს ვინც არ უნდა თქვას, არის უსამართლო და შეურაცხმყოფელი

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: ვლაპარაკობ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე, რომელსაც ყოველ დღე საჯაროდ აწამებენ

    ვოლოდიმირ ზელენსკი: ვლაპარაკობ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე, რომელსაც ყოველ დღე საჯაროდ აწამებენ

  • ნიკოლოზ წულუკიძე: მე ჯერ ბურუსში დავდივარ ხელის ცეცებით და ვცდილობ თავიდან ვისწავლო ცხოვრება. ამდენი კეთილი ადამიანი დამესია, რათა ფეხზე წამომაყენოს

    ნიკოლოზ წულუკიძე: მე ჯერ ბურუსში დავდივარ ხელის ცეცებით და ვცდილობ თავიდან ვისწავლო ცხოვრება. ამდენი კეთილი ადამიანი დამესია, რათა ფეხზე წამომაყენოს

  • რასა იუკნევიჩიენე: მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უფლება მისცენ, რომ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ იქნას გადაყვანილი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში – პოლიტიკური განხილვისთვის მეტი დრო აღარ არის

    რასა იუკნევიჩიენე: მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უფლება მისცენ, რომ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ იქნას გადაყვანილი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში – პოლიტიკური განხილვისთვის მეტი დრო აღარ არის

  • მედია: მერია რუსული “მეტროვაგონმაშისგან“ ვაგონებს იყიდის – გადაწყვეტილება მიღებულია

    მედია: მერია რუსული “მეტროვაგონმაშისგან“ ვაგონებს იყიდის – გადაწყვეტილება მიღებულია

  • ბორის ჯონსონი: დავზოგოთ დრო, დავზოგოთ ფული, გადავარჩინოთ სიცოცხლეები და უკრაინელებს რაც შეიძლება სწრაფად მივცეთ ის, რაც მათ სჭირდებათ

    ბორის ჯონსონი: დავზოგოთ დრო, დავზოგოთ ფული, გადავარჩინოთ სიცოცხლეები და უკრაინელებს რაც შეიძლება სწრაფად მივცეთ ის, რაც მათ სჭირდებათ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge