NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ტაქსებს შეღებვისა და ქიმიური წმენდის ვაუჩერებს სარეკლამო კომპანიები სატრანსპორტო საშუალებაზე რეკლამის განთავსების სანაცვლოდ გადასცემენ

ტაქსებს შეღებვისა და ქიმიური წმენდის ვაუჩერებს სარეკლამო კომპანიები სატრანსპორტო საშუალებაზე რეკლამის განთავსების სანაცვლოდ გადასცემენ

03 ოქტ 2018 ახალი ამბები 882 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც მან ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძესთან ერთად მოსახლეობას კიდევ ერთხელ განუმარტა ის სარგებელი, რასაც რეფორმის შედეგად თითოეული ტაქსის მძღოლი მიიღებს.

დედაქალაქის მერისა და ვიცე-მერის თქმით, ერთიწლის შემდეგ ქალაქს სრულიად განახლებული ტაქსის სისტემა ექნება, ამისათვის კი, თანხა არც ბიუჯეტიდან და არც ტაქსის მფლობელების ჯიბიდან არ დაიხარჯება.

„კონცეფცია და მოდელი, რომელიც ჩვენ ტაქსის მფლობელებსა და მოსახლეობას შევთავაზეთ, არის სრულიად ბრენდირებული ტაქსი, თეთრ ფერში. ტაქსის მფლობელებს საშუალება ექნებათ რეკლამა განათავსონ სატრანსპორტო საშუალებაზე და აქედან მიიღონ გარკვეული შემოსავალი. ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ შეღებვის თანხის გაღება მათ არ მოუწევთ. ამისთვის მერიამ შექმნა სისტემა, რომლითაც სარეკლამო კომპანიები დააფინანსებენ აღნიშნულ სამუშაოებს. სარეკლამო კომპანია, რომელიც ავტომანქანაზე განათავსებს რეკლამას, სატრანსპორტო საშუალებას დაუფინანსებს სალონის ქიმიურ წმენდას“, – განმარტა ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, 2019 წლის ოქტომბრისთვის დედაქალაქში ერთიან ვიზუალში მოქცეული ტაქსები იმოძრავებენ, რომლებიც, ასევე, სპეციალურად მათთვის გამოყოფილი ავტოსადგომებით ისარგებლებენ. მისივე თქმით, ოპონენტების მხრიდან იყო მცდელობა აღნიშნული სიახლეები მოსახლეობისთვის არასწორად განემარტათ.  

„რაც მნიშვნელოვანია, ტაქსის მფლობელები საშემოსავლოსგან თავისუფალი იქნებიან. დღევანდელი სიახლე, რომ მათ გადაეცემათ ვაუჩერები და ამისთვის არც ერთი თეთრი ბიუჯეტიდან არ იხარჯება, არის ძალიან მნიშვნელოვანი. დღეს, ზოგიერთი „შტაბკვარწირის“ წარმომადგენელი ცდილობდა ეს ყველაფერი მოსახლეობისთვის არასწორად მიეწოდებინა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანოს. ჩვენ კარგად გვესმის ტაქსის მფლობელების სოციალური მდგომარეობა და მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ვფიქრობ, 2019 წლისთვის ოქტომბრიდან ჩვენ გვეყოლება ტექნიკურად გამართული ტაქსები, ვიზუალურად მოწესრიგებული და სუფთა. ასეთი რეფორმები მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის. ეს არის ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, ისევე, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება, რაზეც ჩვენ ძალიან ბევრს ვსაუბრობთ და იცით, რომ 2019 წლის ბოლოსთვის გვეყოლება ახალი ავტობუსები, რითაც სრულად ჩანაცვლდება ძველები, ასევე მოწესრიგდება მეტრო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა, რომელიც შარტავას ქუჩაზე იმყოფებოდა, გააჩერა ერთ-ერთი ტაქსი და პირადად მიაწოდა ინფორმაცია ტაქსებთან დაკავშირებული სიახლეებისა და მათი მფლობელებისთვის განსაზღვრული სარგებელის შესახებ.

აქვე, როგორც თბილისის ვიცე-მერმა განმარტა,ვაუჩერულ სისტემაში ჩართვა ტაქსის მფლობელების პირად სურვილზე იქნება დამოკიდებული. მისი თქმით, ეს მხოლოდ და მხოლოდ შეთავაზებაა.

შარტავას ქუჩაზე თბილისის მერი საგზაო სამუშაოების ბოლო ეტაპს ეცნობოდა.

კომენტარები

ტაქსები 2018-10-03
სოსო ელისაშვილი
Tags ტაქსები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

აშშ სტრატეგიული კომუნიკაციების გასაძლიერებლად საქართველოს ნახევარ მილიონ აშშ დოლარს გამოუყოფს

შემდეგი სტატია

აშშ აკრძალული რუსული რაკეტების განადგურებით იმუქრება

მსგავსი სტატიები

ქუთაისი-ალპანა-მამისონის 54-ე კმ-ზე მოძრაობა აკრძალულია

ქუთაისი-ალპანა-მამისონის 54-ე კმ-ზე მოძრაობა აკრძალულია

12 იან 2018

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ რეკომენდაცია გამოსცა

03 ოქტ 2017

ინტერნეტის საშუალებით ნარკოტიკების რეალიზაციის საქმეზე დაკავებულებს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ

09 მაი 2018

უახლესი ამბები

  • მამუკა მდინარაძე: რაც ჩვენ ამ ადამიანის არჩევისთვის მოსახლეობას ათასი მესიჯი მივაწოდეთ… ახია ჩვენზე, იმდენად ტენდენციური აღმოჩნდა ქალბატონი სალომე

    მამუკა მდინარაძე: რაც ჩვენ ამ ადამიანის არჩევისთვის მოსახლეობას ათასი მესიჯი მივაწოდეთ… ახია ჩვენზე, იმდენად ტენდენციური აღმოჩნდა ქალბატონი სალომე

  • გიგა ბოკერია: ეს ბიჭი შეირჩა იმ ნიშნით, რომ ჩათვალეს მისი დემონიზება ადვილი იქნებოდა

    გიგა ბოკერია: ეს ბიჭი შეირჩა იმ ნიშნით, რომ ჩათვალეს მისი დემონიზება ადვილი იქნებოდა

  • ისტორიული ფოტო

    ისტორიული ფოტო

  • დმიტრი მურატოვი: რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდა ამზადებს ხალხს იფიქრონ, რომ ბირთვული ომი ცუდი არ არის

    დმიტრი მურატოვი: რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდა ამზადებს ხალხს იფიქრონ, რომ ბირთვული ომი ცუდი არ არის

  • გიორგი ვაშაძე: დეოლიგარქიზაციის კანონი არის იმისთვის, რომ ისევ და ისევ ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენონ – აქ გვჭირდება ისეთივე ერთიანობა, როგორც გვქონდა რუსულ კანონთან დაკავშირებით

    გიორგი ვაშაძე: დეოლიგარქიზაციის კანონი არის იმისთვის, რომ ისევ და ისევ ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენონ – აქ გვჭირდება ისეთივე ერთიანობა, როგორც გვქონდა რუსულ კანონთან დაკავშირებით

  • საქართველოს ბანკი სავაჭრო პალატასთან პარტნიორობით პროექტის ,,უფასო ვებგვერდი ბიზნესს“ მეორე ეტაპს აგრძელებს

    საქართველოს ბანკი სავაჭრო პალატასთან პარტნიორობით პროექტის ,,უფასო ვებგვერდი ბიზნესს“ მეორე ეტაპს აგრძელებს

  • Porsche Driver Experience – პორშეს ახალი კონცეფციის დებიუტი „კაიენში

    Porsche Driver Experience – პორშეს ახალი კონცეფციის დებიუტი „კაიენში

  • რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევას არ დავუშვებთ

    რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევას არ დავუშვებთ

  • თიბისი კონცეპტში ინტერდისციპლინური კულტურის ფესტივალი “ხიდი: თბილისი – ციურიხი” ტარდება

    თიბისი კონცეპტში ინტერდისციპლინური კულტურის ფესტივალი “ხიდი: თბილისი – ციურიხი” ტარდება

  • ზაზა პაპუაშვილი: ეს სადავე საზოგადოებამ უნდა აიღოს ხელში

    ზაზა პაპუაშვილი: ეს სადავე საზოგადოებამ უნდა აიღოს ხელში

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge