ნამდვილად არ მსმენია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ კონკრეტულ ბიზნესს წილში ჩაჯდომოდეს, ეგეთი რაღაც არ გამიგია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.
„მე საერთოდ არც მსმენია ასეთი რამე, პოლიტიკური პარტია ბიზნესს უჯდებოდეს წილში. ნამდვილად არ მსმენია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რომელიღაც ბიზნესს წილში ჩაჯდომოდეს, „ნაციონალური მოძრაობა“ კი არა, მსოფლიოში არ გამიგია პოლიტიკური პარტია ვიღაცას წილში უჯდებოდეს“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
კომენტარები