NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»მამუკა ბახტაძე: ჩვენ ვართ ლიდერები რეგიონში, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ჩვენ უნდა ვიყოთ მსოფლიო მასშტაბით ტოპ ხუთეულში

მამუკა ბახტაძე: ჩვენ ვართ ლიდერები რეგიონში, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ჩვენ უნდა ვიყოთ მსოფლიო მასშტაბით ტოპ ხუთეულში

03 ოქტ 2018 ახალი ამბები 634 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ჩვენ ვართ ლიდერები რეგიონში, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ჩვენ უნდა ვიყოთ მსოფლიო მასშტაბით ტოპ ხუთეულში – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბიზნეს ასოციაციის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, კიდევ ერთ-ერთი კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც მთავრობა აფასებს ამა თუ იმ რეფორმას, არის ის, თუ რამდენად დაეხმარება ის ქვეყანას, რომ სწორედ საქართველო იყოს წარმოდგენილი ყველა მნიშვნელოვანი რეიტინგის ტოპ ხუთეულში.

მთავრობის მეთაურმა ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ისაუბრა იმ რეიტინგზე, რომელიც ფრეიზერის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა და რომლის მიხედვითაც ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით საქართველო 162 ქვეყანას შორის 7-ე ადგილზეა.

„ჩემი ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოფნის დროს ძალიან მნიშვნელოვანი კვლევა გავრცელდა, რომელიც ფრეიზერის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი რეიტინგია ჩვენთვის. საქართველო ორი საფეხურით კიდევ დაწინაურდა, 162 ქვეყანას შორის 7-ე ადგილზე ვართ, მაგრამ აქვე მინდა გითხრათ ის, თუ რა დავალებაც აქვს ყველა შესაბამის სამინისტროს, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ საქართველო უნდა იყოს ტოპ ხუთეულში ყველა მნიშვნელოვან რეიტინგში”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობა მნიშვნელოვან ფოკუსს აკეთებს ასევე ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, რადგან ინფრასტრუქტურის არასათანადო განვითარება არის მნიშვნელოვანი ბარიერი საქართველოში მეტად ინკლუზიური და ზრდადი ეკონომიკური პროგრესის მისაღებად.

„წლევანდელი ბიუჯეტი ამ თვალსაზრისით არის მართლაც უპრეცენდენტო და მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში კიდევ უფრო ამბიციური ციფრებია ჩადებული და დარწმუნებული ვარ, აუცილებლად შევძლებთ, რომ იმ ციფრებს და იმ ნიშნულებს მივაღწიოთ, რომელიც 2019 წლის ბიუჯეტშია გათვალისწინებული”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

კომენტარები

მამუკა ბახტაძე 2018-10-03
სოსო ელისაშვილი
Tags მამუკა ბახტაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ლევან ყიფიანი საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებას გეგმავს, რაც აბსოლუტურად ახალ გარემოებებს შეიტანს საქმეში“

შემდეგი სტატია

აშშ-ს მიერ სტრატეგიული კომუნიკაციების გასაძლიერებლად დამტკიცებულ პროექტს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი განახორციელებს

მსგავსი სტატიები

„შევეცდებით პრეზიდენტის დარწმუნებას“

„შევეცდებით პრეზიდენტის დარწმუნებას“

28 სექ 2017
სამინისტრო: კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნად გამოცხადდება

სამინისტრო: კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნად გამოცხადდება

16 თებ 2018
“პირადი შურისძიება” – ბესელიას და კვაჭანტირაძეს შესაძლოა, ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაცია დაატოვებინონ

“პირადი შურისძიება” – ბესელიას და კვაჭანტირაძეს შესაძლოა, ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაცია დაატოვებინონ

02 აპრ 2019

უახლესი ამბები

  • გიორგი რუხაძე აშშ-ის საელჩოში მომხდარ დაპირისპირებაზე: სამოქალაქო დაპირისპირება სხვანაირად არ იწყება, ასე იწყება, ეს ნამდვილად სახიფათოა

    გიორგი რუხაძე აშშ-ის საელჩოში მომხდარ დაპირისპირებაზე: სამოქალაქო დაპირისპირება სხვანაირად არ იწყება, ასე იწყება, ეს ნამდვილად სახიფათოა

  • ლაშა ბუღაძე: ომი ოცნებას უნდა. ომი ყველასთან!

    ლაშა ბუღაძე: ომი ოცნებას უნდა. ომი ყველასთან!

  • მამუკა მდინარაძე: წერეთელმა უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენა ანრი ოხანაშვილს

    მამუკა მდინარაძე: წერეთელმა უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენა ანრი ოხანაშვილს

  • “ლევან ბერძენიშვილი მიგინებდა პაპას! ერეკლე მეფეს სჭირდებოდა გვერდით დგომა…” (ვიდეო)

    “ლევან ბერძენიშვილი მიგინებდა პაპას! ერეკლე მეფეს სჭირდებოდა გვერდით დგომა…” (ვიდეო)

  • სოფო ჭყონია: ეს უნდა გახმაურდეს!

    სოფო ჭყონია: ეს უნდა გახმაურდეს!

  • ნინო ლომჯარია: „შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილე პირებზე განხორციელებული თავდასხმები და საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

    ნინო ლომჯარია: „შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილე პირებზე განხორციელებული თავდასხმები და საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

  • მოროშკინა: არ უნდა დაამტვრიო გაზულუქებულ, როლში შეჭრილ ზელენსკის და მთელ ბანდას კიდურიც და თავ-ყბაც?

    მოროშკინა: არ უნდა დაამტვრიო გაზულუქებულ, როლში შეჭრილ ზელენსკის და მთელ ბანდას კიდურიც და თავ-ყბაც?

  • მიხეილ ყაველაშვილი: საჭიროდ ჩავთვალეთ გასვლა, რომ ვიღაცამ არ თქვას, რატომ საუბრობს ამას თქვენი პარტიის წევრი

    მიხეილ ყაველაშვილი: საჭიროდ ჩავთვალეთ გასვლა, რომ ვიღაცამ არ თქვას, რატომ საუბრობს ამას თქვენი პარტიის წევრი

  • შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას თავად პოლარიზაციის პიკისკენ უნდა წაიყვანოს სიტუაცია

    შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას თავად პოლარიზაციის პიკისკენ უნდა წაიყვანოს სიტუაცია

  • კელი დეგნანი: რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, რუსეთია ის, ვინც ცდილობს თქვენი ენის მოკვლას, სწორედ რუსეთია ის, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები

    კელი დეგნანი: რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, რუსეთია ის, ვინც ცდილობს თქვენი ენის მოკვლას, სწორედ რუსეთია ის, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge