NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„კალაძემ ძმა გაყიდაო… ეხებიან, ურევენ დაჭრილ გულში დანას ეს ძაღლიშვილები“

„კალაძემ ძმა გაყიდაო… ეხებიან, ურევენ დაჭრილ გულში დანას ეს ძაღლიშვილები“

03 ოქტ 2018 ახალი ამბები 739 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

როდესაც შვილს ნაკუწებად დაგიჩეხავენ, მკვლელებს ცივ ნიავს არ აკარებენ და ამავე დროს ყოველდღიურად დაგცინიან და პოლიტიკურ სპეკულაციებს გაბრალებენ, ძნელია ადეკვატური დარჩე. ძნელია ადეკვატური დარჩე, როდესაც ხარ უბირი გლეხკაცი, და გაუმკლავდე სიძულვილს, შურისძიების წყურვილს, პოპულარობას, გამარჯვების ჟინს, ათას გარეწარს, ვინც გარს გახვევია და შენი გამარჯვებაც და დამარცხებაც მხოლოდ სათავისოდ სჭირია… ვისაც არ გესმით, წარმოიდგინეთ ოთახის შუაში კუბოში მწოლიარე დაჩეხილი შვილი, აი, ის, აქ რომ ეფერებით და ესიყვარულებით სკოლაში წასვლისას და ინსტიტუტში მოწყობისას, და მიხვდებით,- ამის შესახებ ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს.

„ადრეც მაქვს დაწერილი: ციხეში რომ ვიჯექი და ივანიშვილი გამოჩნდა, ოპოზიცია შემოიკრიბა გარშემო, მივხვდი, რომ სააკაშვილის ამბავი დამთავრებული იყო. იმასაც მივხვდი, რომ პირადად ჩემთვის ეს იყო შანსი იქედან ცოცხალი გამოვსულიყავი. მაგრამ ამავე დროს, ცხადად და ნათლად ვიცოდი ისიც, რომ მთლიანობაში არაფერი გვეშველებოდა… რატომ? გეტყვით.

მიშა სააკაშვილი ხომ პროგრესის იმპულსს, წამოსულს საზოგადოების წიაღიდან, არ დაუმარცხებია. მიშა არ დამარცხებულა იმიტომ, რომ ჩვენი საზოგადოება უფრო ზნეობრივი, უფრო მდიდარი, განათლებული ან შეგნებული გახდა. მან წააგო მხოლოდ იმ უკიდეგანო სიძულვილის გამო, რაც მისი უსამართლო და ზღვარგადასული ქმედებებით იყო გამოწვეული, და იმ სიხარბის შედეგად, რომელმაც აიტაცა მასები ივანიშვილის ფულის მოლოდინში… ხიხომაც ამით ოსტატურად ისარგებლა, იხილეთ მისი ვიდეოჩანაწერები…

დავუბრუნდეთ ზნეობას და ღირსებას… მე არ ვსაუბრობ ახლა ზაზა სარალიძეზე. როდესაც შვილს ნაკუწებად დაგიჩეხავენ, მკვლელებს ცივ ნიავს არ აკარებენ და ამავე დროს ყოველდღიურად დაგცინიან და პოლიტიკურ სპეკულაციებს გაბრალებენ, ძნელია ადეკვატური დარჩე. ძნელია ადეკვატური დარჩე, როდესაც ხარ უბირი გლეხკაცი, და გაუმკლავდე სიძულვილს, შურისძიების წყურვილს, პოპულარობას, გამარჯვების ჟინს, ათას გარეწარს, ვინც გარს გახვევია და შენი გამარჯვებაც და დამარცხებაც მხოლოდ სათავისოდ სჭირია… ვისაც არ გესმით, წარმოიდგინეთ ოთახის შუაში კუბოში მწოლიარე დაჩეხილი შვილი, აი, ის, აქ რომ ეფერებით და ესიყვარულებით სკოლაში წასვლისას და ინსტიტუტში მოწყობისას, და მიხვდებით!

ამავე დროს რაა ის, თუ არა პოლიტიკა, რომ 15 წლის ორ მოზარდს ჩეხავენ ქალაქის ცენტრში და ხელისუფლება ერთიანად აფარებს ხელს მკვლელებს მათი მამების მეცადინეობით?! პოლიტიკა არაა ის, რომ ხელისუფლების უმაღლესი ეშელონების წევრები ქვეყნის ყვლეფის და გამოძალვის ბრალდებით ლონდონის სასამართლოში არიან დაბარებული? უდანაშაულობის პრეზუმფციაც დავიცვათ თუნდაც… სხვა მაგალითებს აღარ ჩამოვთვლი.

მაგრამ მინდა მივმართო იმ ბრბოს, რომელსაც სხვის საქმეში უყვარს ბინძური დინგის ჩაყოფა, სხვისი საცვლების ქექვა, და სხვის ტკივილზე მარილის დაყრა! მძორებო, იცით საერთოდ, რატომ მოკვდა კალაძის ძმა?! მე ზუსტად ვიცი. მისმა გამტაცებელმა ნაძირალებმა ის რომ წაიყვანეს, ე.წ. დიალიზის პროცედურას იკეთებდა. დიალიზს რამდენიმე დღეში თუ არ გაიმეორებ, თირკმელები იბლოკება და უბრალოდ კვდები. როდესაც მამას დაურეკეს და ფული მოსთხოვეს, მან უკვე ზუსტად იცოდა, რომ მისი შვილი ცოცხალი აღარ იყო!!! კალაძის ადვოკატობას მაინც ვერ დამაბრალებთ, ძაღლიშვილებო!

აი, ასე იყო… მოკლედ, იქედან ვიღაც ახვრები აკაკუნებენ, სარალიძე არცხვენს მის მკვდარ შვილსო, აქედან – კალაძემ ძმა გაყიდაო… ეხებიან, ურევენ დაჭრილ გულში დანას ეს ძაღლიშვილები, რომელთაც ცხოვრებაში არაფერი გაუკეთებიათ ან გადაუტანიათ, რადგან მხოლოდ სხვის სუფრიდან გადმოყრილ ნამცეცებს არიან შეჩერებული მუდამ…

ამიტომ ახლაც მგონია, რომ ივანიშვილი კი დევს ბობსლეის ციგაზე 2020 წლისთვის, მაგრამ უღირსებობით ისევ ვერ მივაღწევთ გამარჯვებას. და რაც ყოფილა, იქნება კვლავაც ? თუ კიდევ უარესი არა“,-წერს გამსახურდია.

https://www.facebook.com/tsotne.gamsakhurdia/posts/1091827224313821

კომენტარები

ბიძინა ივანიშვილი ზაზა სარალიძე კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქი ცოტნე გამსახურდია 2018-10-03
სოსო ელისაშვილი
Tags ბიძინა ივანიშვილი ზაზა სარალიძე კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქი ცოტნე გამსახურდია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მამუკა ბახტაძე: საქართველო ,,მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების” რეიტინგში მე-7 ადგილზეა 162 ქვეყანას შორის

შემდეგი სტატია

აშშ სტრატეგიული კომუნიკაციების გასაძლიერებლად საქართველოს ნახევარ მილიონ აშშ დოლარს გამოუყოფს

მსგავსი სტატიები

„პატრული იქნება აღჭურვილი ახალი სამხრე კამერებით, რომლის ჩანაწერიც პარალელურად იტვირთება ცენტრალურ სერვერზე“

„პატრული იქნება აღჭურვილი ახალი სამხრე კამერებით, რომლის ჩანაწერიც პარალელურად იტვირთება ცენტრალურ სერვერზე“

01 მაი 2018

საფრანგეთში პირველად დაიბადა პანდა (ფოტოამბავი)

07 დეკ 2017
ისტორიული შეხვედრა ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერებს შორის

ისტორიული შეხვედრა ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერებს შორის

27 აპრ 2018

უახლესი ამბები

  • ბიონსეს ახალი ფოტო სოციალურ ქსელში პოპულარულია

    ბიონსეს ახალი ფოტო სოციალურ ქსელში პოპულარულია

  • პესკოვი: …მანამდე კიევს მოუწევს რუსეთის პირობების გაგება

    პესკოვი: …მანამდე კიევს მოუწევს რუსეთის პირობების გაგება

  • „ქართული ოცნების“ ოფისთან სამართალდამცავთა მობილიზებაა

    „ქართული ოცნების“ ოფისთან სამართალდამცავთა მობილიზებაა

  • დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ „ოცნების” ოფისთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს აგინა

    დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ „ოცნების” ოფისთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს აგინა

  • სალომე ზურაბიშვილი: არც კობახიძისეულ და არც რადიკალური ოპოზიციის გეგმას “გადადექი და მე გადმოვდგები”, არაფერი საერთო არ აქვს ნამდვილ ეროვნულ თანხმობასა და კანდიდატურის მიღებისთვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან

    სალომე ზურაბიშვილი: არც კობახიძისეულ და არც რადიკალური ოპოზიციის გეგმას “გადადექი და მე გადმოვდგები”, არაფერი საერთო არ აქვს ნამდვილ ეროვნულ თანხმობასა და კანდიდატურის მიღებისთვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან

  • იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

    იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

  • 15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

    15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

  • რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

    რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

  • ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება

    ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება

  • რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციისათვის – ,,შინ ევროპისკენ” მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

    რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციისათვის – ,,შინ ევროპისკენ” მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge