სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ე.წ. სარდაფის ინციდენტს სრულ სიყალბეს და სამარცხვინო სიცრუეს უწოდებს. ამის შესახებ მან თბილისის საქალაქო სასამართლოში, გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„სარდაფის ეპიზოდი არის ფარსი, არ ვიცი რა დავარქვა, ეს არის შეურაცხმყოფელი, ამ თემაზე რომ ვილაპარაკო. ასეთი რამ არ ყოფილა!“, – აღნიშნა ლევან ყიფიანმა.
მისივე თქმით, ის ოთარ ფარცხალაძეს იცნობს და მასთან ნორმალური ურთიერთობა აქვს.
კომენტარები