აშშ-ი რუსეთს აკრძალული რაკეტების განადგურებით დაემუქრა. BBC-ის ინფორმაციით, განცხადება ნატო-ში აშშ-ის ელჩმა ქეი ბეილი-ჰატჩისონმა გააკეთა.
ელჩის განცხადებით, თუ რუსეთი შეიარაღების შესახებ შეთანხმებას დაარღვევს, აშშ განიხილავს საშუალო და მცირე მანძილზე მოქმედი რუსული რაკეტების განადგურებას, თუ ისინი აშშ-ის მოკავშირეების უსაფრთხოებას დაემუქრება.
„ჩვენ განვიხილავთ ყველა რუსული რაკეტის განადგურების შესაძლებლობას, რომლებიც ჩვენი ნებისმიერი მოკავშირის უსაფრთხოებას დაემუქრება“, – განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა. მისივე თქმით, აშშ-ს პოზიციის შესახებ მოსკოვისთვის ცნობილია.
როგორც BBC წერს, უცნობია თუ რა იგულისხმა ქეი ბეილი-ჰატჩისონმა როდესაც რუსული რაკეტების „განადგურებაზე“ საუბრობდა. ექსპერტების თქმით, სავარაუდოდ აშშ-ს მოუწევს მსგავსი ტიპის შეიარაღების განლაგება რუსეთის მახლობლად.
კომენტარები