NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„ხელისუფლებამ საზოგადოებას უნდა გასცეს პასუხი და არა ამსტერდამში სააკაშვილს“

„ხელისუფლებამ საზოგადოებას უნდა გასცეს პასუხი და არა ამსტერდამში სააკაშვილს“

02 ოქტ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 400 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
„ხელისუფლებამ საზოგადოებას უნდა გასცეს პასუხი და არა ამსტერდამში სააკაშვილს, ან ახლა უკვე ლონდონში ოქუაშვილს!“ – განაცხადა „შენების მოძრაობისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა ლევან ჩხიაძის დღის ამბებში „ტვ პირველზე“. მისი თქმით, თუ ხელისუფლებას „ნაციონალებთან“ გააგრძელებს პაერობას, ის „ჩამოლაბორანტდება ერთ-ერთ პოლიტიკურ პარტიამდე, რომელიც ხელისუფლებისთვის იბრძვის და უარს ამბობს მმართველობაზე“.

„თუ ხელისუფლება ნაციონალებთან პაექრობას გააგრძელებს, ის ჩამოლაბორანტდება ერთ-ერთ პოლიტიკურ პარტიამდე, რომელიც ხელისუფლებისთვის იბრძვის და უარს ამბობს მმართველობაზე. რადგან ნაციონალებთან საპაექროდ კი არ დასხდნენ ისინი იმ სკამებზე, არამედ ქვეყნის სამართავად!

და ოთხი მილიონი მოქალაქიდან, ოთხივე მილიონთან ვალდებული არიან გასცენ პასუხი:

გადასახადის ურჩ გადამხდელ ოქუაშვილს, თერთმეტჯერ რომ გადაუვადეს 50 მილიონის გადახდა და ეს თერთმეტჯერ რომ აპატია, რის სანაცვლოდ? თანაც ამის საპირწონედ, დაგვანახონ თუნდაც ერთი მოქალაქე, რომელსაც ბანკში აქვს კრედიტი, ვერ იხდის და თერთმეტჯერ გადაუვადდა. გამოდის, რაღაც ხდებოდა… და ესაა სწორედ გასარკვევი.

ახლა ვართ იქ, სადაც აღმოჩნდება ნებისმიერი მგზავრებით სავსე ავტობუსი, რომლის მძღოლიც, აიღებს საჭეს მარცხნივ და დააგორებს უფსკრულისკენ. ავტობუსი მიექანება უფსკრულისკენ, თან ტემპს იკრეფს და თან საჭესთან სხედან ხელისუფლების და უმრავლესობის ის წარმომადგენლები, რომელთა უმრავლესობაც გაგნებაში არ არიან რა ხდება ამ ქვეყანაში. პრინციპში მათ არც არავინ არაფერს ეკითხება. სხედან და ჭკვიანი სახეებით ხან თავს უქნევენ ვიღაცას, ხანაც საერთო მესიჯბოქსებს ახმოვანებენ და პასუხს არაფერზე აგებენ. ხოლო ივანიშვილიც, როგორც ჩანს, იმდენ ქსელებში და ხლართებშია გაბმული, რომ უშვებს კატასტროფულ შეცდომებს, მარიხუანას კანონპროექტიდან დაწყებული ხორავას ტრაგედიით გაგრძელებული…

არ არის ივანიშვილი ისეთი უჭკუო კაცი რომ ვერ ხვდებოდეს რა მოხდა ხორავაზე და აფასებდეს ამ ტრაგედიას, როგორც ბავშვების ჩხუბს. აი ეს ყველაფერი არის ერთად სახელისუფლებო კრიზისი. აი ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება უარს ამბობს ხელისუფლობაზე!

რაც შემეხება პირადად მე, დიახ, ამ საარჩევნო კამპანიაში მივდივარ და მინდა, რომ აი ეს ავტობუსი, რომელიც უფსკრულისკენ მიდის, როგორმე გავაჩეროთ. ავტობუსის ამოყვანა და გზაზე დაყენება უკვე აღარ გამოვა, მაგრამ ის, რომ ავტობუსი გავაჩეროთ, ქართველი ხალხი გამოვიყვანოთ, ამოვიყვანოთ და გზაზე დავაყენოთ აი ეს ნამდვილად გამოვა!

მოკლედ, რეალობა ასეთია. წინა ხელისუფლების წარმომადგენლები თვლიან, ვკრათ ხელი და ჩაიჩეხოს ეს ავტობუსი, რა მოხდა მერე, ნახევარი ხალხი ჩაიჩეხება და ვინც გადავრჩებით გადავრჩებით; ახლანდელ ხელისუფლებას, მის მესაჭეს მართვა აღარ შეუძლია, ის კი არა და ლამის თამარ მეფე გააცოცხლეს. მე ვამბობ: შევაჩეროთ ეს ავტობუსი, გამოვიყვანოთ მგზავრები, ავიდეთ და განვაგრძოთ გზა სხვანაირად!“ – აცხადებს უსუფაშვილი.

https://www.facebook.com/DavidUsupashviliOfficial/videos/913791315497323/

კომენტარები

ბიძინა ივანიშვილი დავით უსუფაშვილი ქართული ოცნება შენების მოძრაობა 2018-10-02
სოსო ელისაშვილი
Tags ბიძინა ივანიშვილი დავით უსუფაშვილი ქართული ოცნება შენების მოძრაობა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ნათია თურნავა: „კიდევ უფრო აქტიურად დავუჭერთ მხარს მცირე ჰესების განვითარებას”

შემდეგი სტატია

Pew Research Center: ტრამპის საერთაშორისო რეიტინგი დაბალია

მსგავსი სტატიები

„რუსთავი 2“ „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე ამჯერად ვიდეოჩანაწერს აქვეყნებს

სოსო ელისაშვილი 22 ოქტ 2018

„„ეს არის პირველი ნაბიჯი, რომელიც ქართულმა სახელმწიფომ გადაგა ამ მიმართულებით და ბუნებრივია ეს სია გაფართოვდება“

27 ივნ 2018
F-35-ის პირველი საბრძოლო გაფრენა

F-35-ის პირველი საბრძოლო გაფრენა

22 მაი 2018

უახლესი ამბები

  • სალომე ზურაბიშვილმა ლევან თაქთაქიშვილს ღირსების ორდენი გადასცა

    სალომე ზურაბიშვილმა ლევან თაქთაქიშვილს ღირსების ორდენი გადასცა

  • საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

    საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

  • ჯო ბაიდენი: ეს ამაღელვებელი და იმედისმომცემი ამბავია

    ჯო ბაიდენი: ეს ამაღელვებელი და იმედისმომცემი ამბავია

  • ბებო

    ბებო

  • გლდანის რაიონში სროლის ხმა ისმოდა

    გლდანის რაიონში სროლის ხმა ისმოდა

  • “… და ამ დროს, სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა, რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში – გრიგოლ ვაშაძეს ვგულისხმობ”

    “… და ამ დროს, სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა, რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში – გრიგოლ ვაშაძეს ვგულისხმობ”

  • თინა ხი­და­შე­ლი:  ჟანგბა­დი უბ­რა­ლოდ არ არის. არ ვიცი სა­ი­დან მოვა

    თინა ხი­და­შე­ლი: ჟანგბა­დი უბ­რა­ლოდ არ არის. არ ვიცი სა­ი­დან მოვა

  • “მე არავის ვუპირისპირდები ვიდრე არჩევნებს არ მოვიპოვებ. ვისაც არ აქვს იმის უნარი, რომ თავი შეიკავოს, ის მგონი საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში”

    “მე არავის ვუპირისპირდები ვიდრე არჩევნებს არ მოვიპოვებ. ვისაც არ აქვს იმის უნარი, რომ თავი შეიკავოს, ის მგონი საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში”

  • ამირან გამყრელიძე: თუ მარტი და აპრილი ასეთი სიფრთხილით გავიარეთ, როგორც ახლა მივდივართ, მესამე ტალღის ალბათობა ნაკლებია

    ამირან გამყრელიძე: თუ მარტი და აპრილი ასეთი სიფრთხილით გავიარეთ, როგორც ახლა მივდივართ, მესამე ტალღის ალბათობა ნაკლებია

  • ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს 28 თებერვალს ეწვევა

    ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს 28 თებერვალს ეწვევა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge