„ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით კომენტარი უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ გააკეთა. ბესელია მიიჩნევს, რომ ეს არის ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური სცენარი, რომლის უკანაც „ნაციონალური მოძრაობა“დგას.
„ვერც მე და ვერც საღად მოაზროვნე ადამიანი ვერ მიიღებს უკრიტიკოდ ასეთი ტიპის ჩანაწერებს. ამიტომ საჭირო არის ჯერ მის ნამდვილობასა და სანდოობაში დარწმუნება და ამ სერიალების ჩვენებას უმჯობესია, რომ გამოძიებას მიეწოდოს ეს მასალა.
გასაგებია, წინასაარჩევნო პერიოდია, ჩანაწერებით ომი ნაცნობი ხელწერაა „ნაციონალური მოძრაობის“. მე მგნოია, რომ ეს ყველაფერი არის ძალიან ხელოვნური, დაწერილი პოლიტიკური სცენარი“,-განაცხადა ბესელიამ.
კომენტარები