NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»შემოსავლების სამსახურში „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით კიდევ ერთი განცხადება გაკეთდა

შემოსავლების სამსახურში „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით კიდევ ერთი განცხადება გაკეთდა

02 ოქტ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 1102 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ომეგა ჯგუფის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას ფინანსთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური ერთობლივი განცხადებით პასუხობენ. ისინი კომპანიის მიერ გაკეთებულ განცხადებას სიცრუის ტირაჟირებად აფასებენ. განცხადება ფინანსთა სამინისტროში გაკეთდა და მას უცვლელად გთავაზობთ.

„დღეს ომეგა ჯგუფმა განცხადება გაავრცელა, სადაც ფინანსთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური პირდაპირ დაადანაშაულო სიცრუის ტირაჟირებაში.

ფინანსთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურის სახელით, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, ყველა ინფორმაცია, რომელიც გავრცელებულია ფინანსთა სამინისტროს სახელით და ეხება კომპანია ოჯთ-ს საგადასახადო დავალიანებას, სრული სიმართლეა და დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით.

2015 წელს, ოჯთ-იმ ბიუჯეტში გადაიხადა 35 203 170 ლარი, მაგრამ არ გადაუხდია 1 358 919 ლარი, რომელზე დარიცხულმა საურავმაც შეადგინა 134 371 ლარი. საგადასახადო დავალიანება 2015 წლის ბოლოსთვის შეადგენდა 1 486 696 ლარს. 2016 წელს, შპს ოჯთ-ის მიმართ რიცხულმა საურავმა შეადგინა 2 143 845 ლარი;

2016 წელს წარდგენილი დეკლარაციების საფუძველზე კომპანიას დაერიცხა ძირითადი გადასახადი 20 880 470 ლარი, მაგრამ გადაიხადა მხოლოდ 2 099 350 ლარი, შესაბამისად გადაუხდელ თანხაზე დარიცხული საურავების გათვალისწინებით, 2016 წლის ბოლოსთვის აღიარებულმა საგადასახადო დავალიანებამ შეადგინა 21 679 836 ლარი.

დადეკლარირებული თანხების გადაუხდელობით ანალოგიურად გაიზარდა საგადასახადო დავალიანება 2017 წლის განმავლობაში, კერძოდ დაადეკლარირა ანუ აღიარა 19,973,500 ლარი, მაგრამ გადაიხადა მხოლოდ 12 868 653 ლარი. 2017 წლის ბოლოსთვის, გადაუხდელ თანხაზე დარიცხული საურავების გათვალისწინებით, აღიარებულმა საგადასახადო დავალიანებამ შეადგინა 33 411 299 ლარი. 2018 წლის მანძილზე დაადეკლარირა ანუ აღიარა 16 076 671 ლარი, ხოლო ბიუჯეტში გადაიხადა მხოლოდ 1 214 785 ლარი. სულ, 2016 წლიდან დღემდე, ბიუჯეტში გადახდილია 16 182 788 ლარი. დღეის მდგომარეობით, კომპანიის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს 52 830 844 ლარს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე აღიარებული საგადასახადო დავალიანება ერიცხება ტელეკომპანია იბერიასაც, დავალიანება დღეის მდგომარეობით შეადგენს 86 811 ლარს. აქვე უნდა აღინოშნოს, დავალიანების შესაბამისად,  გვაქვს კანონიერი უფლება კომანიის ანგარიშებზე  წარვადგინოთ საინკასო დავალებები , ასევე გამოვიყენოთ ყადაღა. რაც დღემდე არ გაგვიკეთებია სწორედ ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის დაცვის და ხელშეუხებლობის უზრუნველყოფის მიზნით.

ახლა, იმ სიცრუის შესახებ, რომელიც ასე ხმამაღლა გაღღერდა კომპანიის წაერმომადგენლების მიერ:

2015 წლის 5 მარტიდან დღემდე, კომპანიის მიმართ 13-ჯერ შეჩერდა იძულებითი ღონისძიებების გამოყენება, მათ შორის 2-ჯერ გაფორმდა გადახდის გრაფიკი, რომელიც ორივეჯერ გაუქმდა გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის გამო, ხოლო 11-ჯერ, და არა 7-ჯერ, როგორც ამას კომპანიის წარმომადგენლების აცხადებენ, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი განცხადებების საფუძველზე, არ იქნა გამოყენებული იძულებითი გადახდევინების ღონისძიებები. ყველა წერილი ჩემს ხელთაა და მინდა წარმოგიდგინოთ.

აქვე, მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის მედიის წარმომადგენლებს, პირადად გაეცნონ აღნიშნულ დოკუმენტაციას. ეს არის 13 დოკუმენტი, მათ შორის, როგორც ჩვენ ვაცხადებდით – 11 გადავადების შესახებ და 2 წერილი გრაფიკის შედგენის თაობაზე.

რაც შეეხება საგადასახადო დავალიანიების რესტრუქტურიზაციას, ეს მექანიზმი შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ვადადამდგარი საგადასახადო დავალიანებისთვის, რაც გულისხმობს, რომ კომპანიას მიეცემა მუშაობის საშუალება, ხოლო კომპანია თავის მხრივ რესტრუქტურიზაციის მოთხოვნისას, მზადყოფნას გამოთქვამს იხადოს მიმდინარე ვალდებულებები სახელმწიფოს წინაშე და ვადადამდგარი დავალიანება ეტაპობრივად შეამციროს რესტრუქტურიზაციის პირობების შესაბამისად.

ამ კონკრეტული სუბიექტის, ოჯითი-ს შემთხვევაში, გვაქვს სრულიად საპირისპირო სურათი, ვინაიდან კომპანიამ როდესაც მოითხოვა საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაცია, მისი საგადასახადო დავალიანება შეადგენდა 29,7 მლნ ლარს, საიდანაც 26,4 მლნ ლარი იყო ძირი თანხა ხოლო დანარჩენი – ჯარიმა-საურავები. მას ამ პერიოდში ფინანსთა სამინისტრომ რესტრუქტურიზაციის პროცედურების გარეშეც გაცილებით მარტივი და მოქნილი მექანიზმით (როგორც კომპანიისთვის ისე ჩვენთვის) მისცა მუშაობის საშუალება (მიუხედავად მათი მხრიდან პირობის არაერთგზის დარღვევისა) და შანსი ეჩვენებინა ჯანსაღი დინამიკა საგადასახადო ვალდებულებების შესრულების მიმართულებით.

თუმცა, კომპანიამ განაგრძო ახალი მიმდინარე საგადასახადო დავალიანების დაგროვება და გაზარდა იგი 52 830 844 მილიონამდე, მათ შორის ძირი თანხა 26,4 მილიონიდან გაზარდა 40 მილიონამდე.

შესაბამისად, ფინანსთა სამინისტრომ გამოიყენა მის ხელთ არსებული ბერკეტები კომპანიის მიერ საგადასახადო დავალიანების პროცესის აღსაკვეთად“, – წერია განცხადებაში.

კომენტარები

ომეგა ჯფუგი ფინანსთა სამინისტრო შემოსავლების სამსახური 2018-10-02
სოსო ელისაშვილი
Tags ომეგა ჯფუგი ფინანსთა სამინისტრო შემოსავლების სამსახური
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ივანიშვილს არაერთხელ უთქვამს ჩემთვის ვანო ჩხარტიშვილზე, კარს რომ დავუკეტავ, ფანჯრიდან შემოდის და ვერაფრით  მოვიცილე თავიდანო“

შემდეგი სტატია

ირაკლი კობახიძე ინდონეზიის რესპუბლიკის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის დელეგაციას შეხვდა

მსგავსი სტატიები

პრემიერი: ძალიან დამწყდება გული, თუ გედი ფოფხაძე დატოვებს უმრავლესობას

პრემიერი: ძალიან დამწყდება გული, თუ გედი ფოფხაძე დატოვებს უმრავლესობას

10 აპრ 2018

კახა კალაძე საბურთალოს მოსახლეობას შეხვდა და პროგრამული ხედვა გააცნო

22 სექ 2017
ვანო ზარდიაშვილი: ირაკლი კობახიძის ვიზიტი ვაშინგტონში არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისათვის

ვანო ზარდიაშვილი: ირაკლი კობახიძის ვიზიტი ვაშინგტონში არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისათვის

28 ივნ 2018

უახლესი ამბები

  • მმართველი გუნდი მზადაა, მოლაპარაკების პროცესში გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის კომპრომისის მიმართულებით

    მმართველი გუნდი მზადაა, მოლაპარაკების პროცესში გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის კომპრომისის მიმართულებით

  • 15 მაისი ეს არის შესაძლებლობა თითოეული გაბრაზებული მოქალაქისთვის, რომ მოვიდეს და ბრაზი გამოხატოს

    15 მაისი ეს არის შესაძლებლობა თითოეული გაბრაზებული მოქალაქისთვის, რომ მოვიდეს და ბრაზი გამოხატოს

  • ლილი ფოფხაძე – ციცქნა

    ლილი ფოფხაძე – ციცქნა

  • მწერალ ნაირა გელაშვილის მიმართვა ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით (ვიდეო)

    მწერალ ნაირა გელაშვილის მიმართვა ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით (ვიდეო)

  • ამერიკელი მეცნიერები: COVID-19-ის პანდემიამ შესაძლოა ფსიქიკური პრობლემები და თავის ტვინის დაზიანება გამოიწვიოს

    ამერიკელი მეცნიერები: COVID-19-ის პანდემიამ შესაძლოა ფსიქიკური პრობლემები და თავის ტვინის დაზიანება გამოიწვიოს

  • რაიმე ტიპის საფრთხე, რომ „ქართულ ოცნებას” არ ჰქონდეს უმრავლესობა და ქვეყნის მართვის სადავეები, გამორიცხულია

    რაიმე ტიპის საფრთხე, რომ „ქართულ ოცნებას” არ ჰქონდეს უმრავლესობა და ქვეყნის მართვის სადავეები, გამორიცხულია

  • ეს არის კარგი პროცესი, რომ პარლამენტში შეიქმნას ახალი ოპოზიციური ჯგუფი – ვნახოთ, როგორი დღის წესრიგი ექნებათ, რამდენად მძაფრი იქნება მათი კრიტიკა „ქართული ოცნების” მიმართ

    ეს არის კარგი პროცესი, რომ პარლამენტში შეიქმნას ახალი ოპოზიციური ჯგუფი – ვნახოთ, როგორი დღის წესრიგი ექნებათ, რამდენად მძაფრი იქნება მათი კრიტიკა „ქართული ოცნების” მიმართ

  • პოლიტიკაში ასე ხდება, როცა ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა – ვნახოთ, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია

    პოლიტიკაში ასე ხდება, როცა ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა – ვნახოთ, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია

  • არავინ აპირებს ივანიშვილთან პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობას

    არავინ აპირებს ივანიშვილთან პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობას

  • პოლიტიკური ვაჭრობის მონაწილე ოპოზიციაც არის, რადგან ყველა შეხვედრაზე ისმევა პოლიტპატიმრების საკითხი

    პოლიტიკური ვაჭრობის მონაწილე ოპოზიციაც არის, რადგან ყველა შეხვედრაზე ისმევა პოლიტპატიმრების საკითხი

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge