NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ბახტაძე – საქართველოს ძალიან დიდი სამეცნიერო ტრადიციები აქვს და ნადვილად შეუძლია, იამაყოს თავისი სახელოვანი, მსოფლიოში განთქმული მეცნიერებით

ბახტაძე – საქართველოს ძალიან დიდი სამეცნიერო ტრადიციები აქვს და ნადვილად შეუძლია, იამაყოს თავისი სახელოვანი, მსოფლიოში განთქმული მეცნიერებით

02 ოქტ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა, საზოგადოება 370 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ჩვენი სტრატეგიული მიზანია, განათლებისა და მეცნიერების სექტორი დომინანტი იყოს ჩვენს ეკონომიკაში და ჰქონდეს მინიმუმ ორნიშნა ციფრი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ რიგით 26-ე კომეტ-კოლაბორაციის საერთაშორისო ვორკშოპის გახსნისას განაცხადა, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მასპინძლობს.

პრემიერმა საქართველოს ძალიან დიდ სამეცნიერო ტრადიციებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ქვეყანას ნადვილად შეუძლია, იამაყოს თავისი სახელოვანი და მსოფლიოში განთქმული მეცნიერებით.

„სასიხარულოა, რომ ქართველი მეცნიერები და ინჟინრები აქტიურად არიან ჩართული საერთაშორისო კოლაბორაციებში, სადაც მიმდინარეობს ფუნდამენტური კვლევები და თავმოყრილია თანამედროვე საინჟინრო ტექნოლოგიები, რათა გადაიჭრას როგორც ფუნდამენტური, ისე გამოყენებითი მეცნიერების ძირითადი პრობლემები. ჩვენს მთავრობას პრიორიტეტად აქვს გამოცხადებული მეცნიერებისა და თანამედროვე საინჟინრო ტექნოლოგიების განვითარება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ შევქმნათ მაღალი დონის საგანმანათლებლო სისტემა და უზრუნველვყოთ შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის არსებობა“, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა კმაყოფილება გამოთქვა, რომ სამუშაო შეხვედრაში ბევრი სტუმარი მონაწილეობს, მათ შორის იაპონიიდან და აღნიშნა, რომ იაპონიის ეკონომიკის წარმატების ერთ-ერი ფორმულა სწორედ მეცნიერების სექტორში განხორციელებული ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციებია.

„მოგეხსენებათ, 2 წლის წინ მთავრობამ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დააფინანსა ბირთვული და ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის თანამედროვე ლაბორატორიის პროექტი. ეს პროექტი წარმატებული აღმოჩნდა და დღეს გამოყენებული იქნება კომეტ-ექსპერიმენტის სისტემის შექნისთვის. ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ ასეთი მაღალი დონის ვორკშოპი იმართება თბილისში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და მინდა, იყოთ დარწმუნებული, რომ საქართველოს მთავრობა ყოველთვის გვერდით დაუდგება ასეთ მნიშვნელოვან ინიციატივებს“, – აღნიშნა პრემიერმა.

COMET საერთაშორისო კოლაბორაცია იაპონიის გარეთ, გასვლით სამუშაო შეხვედრებს წელიწადში ერთხელ ატარებს. წლევანდელ სამუშაო შეხვედრას, რომელიც საერთაშორისო სამეცნიერო თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 2-5 ოქტომბერს მასპინძლობს.

კომენტარები

მამუკა ბახტაძე მეცნიერება 2018-10-02
სოსო ელისაშვილი
Tags მამუკა ბახტაძე მეცნიერება
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ლევან ყიფიანი ბოლოს და ბოლოს არის საქართველოს ყველა დროის ყველაზე საყვარელი ფეხბურთელის დავით ყიფიანის შვილი“

შემდეგი სტატია

პენიტენციური სამსახური მერაბიშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მსგავსი სტატიები

„გახარია არის კარგი შს მინისტრი და ამის დასტური ჩემთვის ბოლო ოთხ თვეში დაკავებული 40-ზე მეტი ნარკობარიგაა“

„გახარია არის კარგი შს მინისტრი და ამის დასტური ჩემთვის ბოლო ოთხ თვეში დაკავებული 40-ზე მეტი ნარკობარიგაა“

18 მაი 2018
უმრავლესობაში ზოგი იმიტომ არის აგრესიული, რომ ფიქრობს, ამის გამო შეიძლება საარჩევნო სიაში მოხვდეს – უნდათ რაღაც დაამტკიცონ, ბოლო ხმაზე იხავლონ, ეპატაჟით ყურადღება მიიქციონ

უმრავლესობაში ზოგი იმიტომ არის აგრესიული, რომ ფიქრობს, ამის გამო შეიძლება საარჩევნო სიაში მოხვდეს – უნდათ რაღაც დაამტკიცონ, ბოლო ხმაზე იხავლონ, ეპატაჟით ყურადღება მიიქციონ

ირაკლი შალიკაშვილი 12 ნოე 2019
„ყაზტრანსგაზ-თბილისი“: აპრილში 7 281 ღია კამერიანი აკრძალული გაზდანადგარი ჩაიჭრა თბილისში

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“: აპრილში 7 281 ღია კამერიანი აკრძალული გაზდანადგარი ჩაიჭრა თბილისში

სოსო ელისაშვილი 06 მაი 2019

უახლესი ამბები

  • გიორგი კალანდია: … მაგრამ მაშინაც საღათას ძილით ეძინა საქართველოს

    გიორგი კალანდია: … მაგრამ მაშინაც საღათას ძილით ეძინა საქართველოს

  • გაუგებარია, რატომ გადაიფიქრა გიორგი ვაშაძემ შეხვედრა ორ დღეში, იაგო ხვიჩიას აქვს ვერსია, რომ შეიძლება, შანტაჟს აქვს ადგილი და ძველი ხელისუფლების წარმომადგენელებს კომპრომატები აქვთ მის წინააღმდეგ

    გაუგებარია, რატომ გადაიფიქრა გიორგი ვაშაძემ შეხვედრა ორ დღეში, იაგო ხვიჩიას აქვს ვერსია, რომ შეიძლება, შანტაჟს აქვს ადგილი და ძველი ხელისუფლების წარმომადგენელებს კომპრომატები აქვთ მის წინააღმდეგ

  • ალექსანდე ანქვაბი, რომელიც კორონავირუსის დიაგნოზით რუსეთის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული

    ალექსანდე ანქვაბი, რომელიც კორონავირუსის დიაგნოზით რუსეთის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული

  • ლუკა კურტანიძე: ზუსტად მერვე დღეს ვაკეთებ ამ განცხადებას, რაც ბიძინა ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან!

    ლუკა კურტანიძე: ზუსტად მერვე დღეს ვაკეთებ ამ განცხადებას, რაც ბიძინა ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან!

  • “გირჩისა” და “მოქალაქეების” მიერ დაწყებულ კონსულტაციებს ოპოზიციის ნაწილი მთავარი საკითხიდან აქცენტების გადატანად აფასებს

    “გირჩისა” და “მოქალაქეების” მიერ დაწყებულ კონსულტაციებს ოპოზიციის ნაწილი მთავარი საკითხიდან აქცენტების გადატანად აფასებს

  • დეკანოზი ილია: ეს ვირუსი, რომლითაც ბევრი გარდაიცვალა …

    დეკანოზი ილია: ეს ვირუსი, რომლითაც ბევრი გარდაიცვალა …

  • ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძე იუბილარია

    ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძე იუბილარია

  • 110 ახალი ინფიცირებული, 1643 განკურნებული და 25 გარდაცვლილი – COVID-19-ის განახლებული სტატისტიკა საქართველოში

    110 ახალი ინფიცირებული, 1643 განკურნებული და 25 გარდაცვლილი – COVID-19-ის განახლებული სტატისტიკა საქართველოში

  • გიორგი გაბუნია: …მაგრამ მათ შორის არ იყო ერთი პატარა თაიგულიც კი, რომელსაც იმ ტელევიზიის სახელი ეწერებოდა, რომელშიც ჯულიეტა ვაშაყმაძემ 50 წელი გაატარა

    გიორგი გაბუნია: …მაგრამ მათ შორის არ იყო ერთი პატარა თაიგულიც კი, რომელსაც იმ ტელევიზიის სახელი ეწერებოდა, რომელშიც ჯულიეტა ვაშაყმაძემ 50 წელი გაატარა

  • ელენე ხოშტარია: …ეს იმ ფონზე, როცა “ქართული ოცნების” შემომწირველები სრულიად უსარგებლო საკარანტინე ღონისძიებებში მილიონობით ლარს იღებენ

    ელენე ხოშტარია: …ეს იმ ფონზე, როცა “ქართული ოცნების” შემომწირველები სრულიად უსარგებლო საკარანტინე ღონისძიებებში მილიონობით ლარს იღებენ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge