NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„ეს არ გახლავთ „ნაცის“, „ქოცის“ ან „გუგავა მოვას“ რომ იძახის, იმ პარტიის საქმე“

„ეს არ გახლავთ „ნაცის“, „ქოცის“ ან „გუგავა მოვას“ რომ იძახის, იმ პარტიის საქმე“

02 ოქტ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 765 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

იუსტიციის მინიტრმა თეა წულუკიანმა საერთაშორისო სასამართლოებში 2008 წლის ომის საქმეების გამოძიების მიმდინარეობაზე ისაუბრა.

„ფატუ ბენსუდასთან შეხვედრა ახალ პრემიერთან იყო გაცნობითი ხასიათის, თუმცა, რამდენიმე მნიშვნელოვანი რამ ითქვა. მათი უმრავლესობა არის დახურული თემა, გამოძიების საიდუმლოებიდან გამომდინარე. ერთი რამ შემიძლია, განვაცხადო − ქალბატონმა ბენსუდამ გვითხრა, რომ გამოძიება კიდევ უფრო დაჩქარებულ ტემპზეა გადასული, ვიდრე აქამდე იყო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია ჩვენთვის. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა მას, რომ საქართველოს სახელმწიფოს ინტერესია, ითანამშრომლოს ჰააგის სასამართლოსა და პროკურორთან, როგორც აქამდე თანამშრომლობდა ჩვენი სამხედრო ტყვეების წამებისა და მკვლელობის გამოსაძიებლად, ქართველების ეთნიკური წმენდის ეპიზოდების გამოსაძიებლად, გორის ე.წ. ინციდენტის გამოსაძიებლად, როდესაც 12 აგვისტოს, ყველანაირი საომარი მოქმედების დასრულების შემდეგ, „ისკანდერი“ ჩვენზე გამოსცადა რუსეთის ფედერაციამ. ეს ცალსახად კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს პრემიერმინისტრმა. ქალბატონმა ბენსუდამ თქვა, რომ მას აქვს სამაგალითო თანამშრომლობა საქართველოსა და იუსტიციის სამინისტროსთან ამ ეპიზოდების გამოძიების სწორად წარმართვისთვის.

იმ პოზიციიდან, სადაც მე ვარ, და იმ საქმეში ჩართულისაგან, რომელზეც ვსაუბრობ – ვგულისხმობ ჰააგასთან თანამშრომლობას, მინდა, ყველას მოვუწოდო ფრთხილი განცხადებებისკენ, მოზომილი, აწონ-დაწონილი სიტყვებისკენ − ეს არ გახლავთ, მაპატიეთ გამოთქმისთვის, „ნაცის“, „ქოცის“ ან „გუგავა მოვას“ რომ იძახის, იმ პარტიის საქმე. ეს არის ზოგადქართული, ეროვნული, სახელმწიფოებრივი საქმე. სამშობლო ერთნაირად სტკივა ყველას, რომელ პარტიასაც უნდა აძლევდეს ხმას. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ერთი მიზანი − სხვადასხვა მიზანი ჩვენ ვერ გვექნება. ჩვენი მიზანია, თუ ჩვენი სიცოცხლის დროს ვერ გაერთიანდა ჩვენი ქვეყანა, ჩვენს მომავალ თაობებს დავუტოვოთ მთავარი. ეს მთავარი არ არის მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები, რომ საქართველო არის მთლიანი; მთავარია, დავუტოვოთ გადაწყვეტილებები − სტრასბურგი იქნება ეს თუ ჰააგა, სადაც ეწერება შავით თეთრზე, რომ საქართველო არის მთლიანი აფხაზეთით და ცხინვალის რეგიონით. ჩვენ თუ ეს ვერ დავტოვეთ, ჩათვალეთ, რომ ვერაფერი ვერ გავაკეთეთ.

მე ყველა საპრეზიდენტო კანდიდატს მოვუწოდებ, ქალბატონ სალომეს, „ნაციონალური მოძრაობის“ დანაყოფების კანდიდატებს − სულერთია, დღეს რა ჰქვიათ, ყველას − როცა ამ თემაზე საუბრობენ, გამოიჩინონ სიფრთხილე, იმიტომ, რომ მათ ერთნაირად სტკივათ საქართველო; იმიტომ, რომ გამოძიება მიმდინარეობს. სტრასბურგის სასამართლოსთვის ჩვენ ბოლო 5 წლის განმავლობაში 700 მტკიცებულება მოვაგროვეთ, სასამართლო სათათბირო ოთახშია გასული და ეს ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს. კინკლაობის თემად სხვა რამეები მოვიფიქროთ, ასე ჯობს, და არა ის ზოგადქართული და საშვილიშვილო საქმე, რასაც ჰქვია საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც, მე ვისურვებდი, თქვას − ჩვენი ტყვეები აწამეს და დახოცეს; იმიტომ, რომ ეს არის სიმართლე და არა მხოლოდ მათი შვილებისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის არის სიმართლე; და რომ საქართველო არის მთლიანი აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონით“, – განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

2008 წლის ომი აგვისტოს ომი თეა წულუკიანი იუსტიციის სამინისტრო რუსეთი ფატუ ბენსუდა 2018-10-02
სოსო ელისაშვილი
Tags 2008 წლის ომი აგვისტოს ომი თეა წულუკიანი იუსტიციის სამინისტრო რუსეთი ფატუ ბენსუდა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ვანო მერაბიშვილი კლინიკა „მედიქლაბ ჯორჯიაში“ გადაჰყავთ

შემდეგი სტატია

„ვანო მერაბიშვილის სამოქალაქო კლინიკებში გადაყვანის შემდეგ ვნახეთ, რომ არცერთ ორგანოზე არ ფიქსირდება სიმსივნე“

მსგავსი სტატიები

სასამართლომ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობისთვის ბრალდებული დამნაშავედ სცნო

სასამართლომ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობისთვის ბრალდებული დამნაშავედ სცნო

15 იან 2018
ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვს

ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვს

11 იან 2018

კახა საბანაძე: „იაგო ნებიერიძემ მოგვცა დამატებითი ჩვენება“

21 ნოე 2018

უახლესი ამბები

  • მარგარიტა სიმონიანი: ჩვენ ამოვისუნთქეთ და მივდივართ სანაპიროზე

    მარგარიტა სიმონიანი: ჩვენ ამოვისუნთქეთ და მივდივართ სანაპიროზე

  • ქადაგიშვილი: არ ვიცი. ამაზე ალბათ, იქნება მსჯელობა

    ქადაგიშვილი: არ ვიცი. ამაზე ალბათ, იქნება მსჯელობა

  • სააკაშვილი: სრული გამარჯვებისთვის უკრაინას ყველაზე პესიმისტური სცენარით 10 თვე დასჭირდება

    სააკაშვილი: სრული გამარჯვებისთვის უკრაინას ყველაზე პესიმისტური სცენარით 10 თვე დასჭირდება

  • ყირიმში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა, გაიზარდა დაშავებულთა რიცხვიც

    ყირიმში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა, გაიზარდა დაშავებულთა რიცხვიც

  • რუსლან სტეფანჩუკი: რუსები ვერ შეძლებენ მსოფლიოს დედაქალაქებში ჩასვლას – კეთილი იყოს თქვენი ფეხი საბჭოთა კავშირში

    რუსლან სტეფანჩუკი: რუსები ვერ შეძლებენ მსოფლიოს დედაქალაქებში ჩასვლას – კეთილი იყოს თქვენი ფეხი საბჭოთა კავშირში

  • ალექსი არესტოვიჩი: … ანბანური თანმიმდევრობით მიდიან: ბელგოროდი, ვორონეჟი, კურსკი, ყირიმი. კრემლი უნდა მოემზადოს ?

    ალექსი არესტოვიჩი: … ანბანური თანმიმდევრობით მიდიან: ბელგოროდი, ვორონეჟი, კურსკი, ყირიმი. კრემლი უნდა მოემზადოს ?

  • ყირიმში აეროდრომზე, რომელიც რუსეთის სამხედრო ავიაციისთვის გამოიყენება, აფეთქება მოხდა (ვიდეო)

    ყირიმში აეროდრომზე, რომელიც რუსეთის სამხედრო ავიაციისთვის გამოიყენება, აფეთქება მოხდა (ვიდეო)

  • tass.ru: ყირიმში აეროდრომზე, რომელიც რუსეთის სამხედრო ავიაციისთვის გამოიყენება, აფეთქება მოხდა

    tass.ru: ყირიმში აეროდრომზე, რომელიც რუსეთის სამხედრო ავიაციისთვის გამოიყენება, აფეთქება მოხდა

  • მედია: პოლონეთში 35 წლის სენაკელი კაცი გარდაცვლილი იპოვეს

    მედია: პოლონეთში 35 წლის სენაკელი კაცი გარდაცვლილი იპოვეს

  • “ეგრე ელაპარაკე, შალვა რამიშვილს, რა გონორი გაქვს?!”  – დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო (ვიდეო)

    “ეგრე ელაპარაკე, შალვა რამიშვილს, რა გონორი გაქვს?!” – დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge