NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ოქუაშვილი: 24 საათში ფირმიდან გადის 4 მილიონი ქეში, რომელიც ყველა საბანკო პროცედურის აბსოლუტური დარღვევა არის

ოქუაშვილი: 24 საათში ფირმიდან გადის 4 მილიონი ქეში, რომელიც ყველა საბანკო პროცედურის აბსოლუტური დარღვევა არის

01 ოქტ 2018 ახალი ამბები, სამართალი 782 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„4 მილიონი უნდა დაენახათ, როგორც თაგვს ყველი, რომ ცოტა დამშვიდებულიყვნენ“,- ამის შესახებ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა. ოქუაშვილის განცხადებით, ხელისუფლების ზეწოლით, ოფშორული კომპანიიდან 4 მილიონი გადარიცხა ფირმის ანგარიშზე, რომელიც ერთი დღის გახნილი იყო. მისივე თქმით, თანხა გასცა „თიბისი ბანკმა“, რომელიც იმყოფებოდა გიორგი გახარიას ზეწოლის ქვეშ.

„ავიღე და 4 მილიონი გადავრიცხე ანგარიშზე, რომელიც ერთი დღის გახსნილი ფირმა იყო. ფირმა იყო გახსნილი ოფშორში და დაჯდა 4 მილიონი, ინიშნება დირექტორები და 24 საათში ფირმიდან გადის 4 მილიონი ქეში, რომელიც აბსოლუტურად არის დარღვევა ყველა საბანკო პროცედურის.

ეს მოხდა „თიბისი ბანკში“. დაიბარეს დირექტორები და რა ზეწოლის ქვეშ იყო ბანკის დირექტორი ბუცხრიკიძე და ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი ხაზარაძე, დაიბარა გახარიამ. რეკავდა ფარცხალაძე, რეკავდა ლევანი. ვერ დაბლოკეს. „თიბისი ბანკს“ უნდა დაებლოკა, ეს იყო აბსოლუტურად პროცედურის დარღვევა. ის რომ ფირმა 24 საათის გახსნილი იყო. ის რომ ფირმაში 4 მილიონი ასე ერთბაშად არ უნდა გაცემულიყო. ამ შემთხვევაში მივიდა ბუცხრიკიძე და უთხრა თვითონ. თანავუგრძნობ მე მას. ყველა ვერ გაუძლებს იმ ზეწოლას, რაც ჰქონდა ივანიშვილისგან და გახარიასგან“, – განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა.

მისივე თქმით, ის იმედოვნებდა, რომ ბანკი დაიხურებოდა 18:00 საათზე და ამ თანხის გატანას ვერ შეძლებდნენ, თუმცა ზეწოლის შედეგად მოხდა ისე, რომ ბანკმა თანხა გასცა არასამუშაო საათებში, 20:00 საათზე. ზაზა ოქუაშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ფირმის დირექტორებმა თანხა გაიტანეს, მათ გარეთ დახვდათ შეიარაღებული პირები და მიუთითეს თუ რომელ მანქანაში უნდა ჩაედოთ ფული.

„დაკეტილი კარები რომ გააღეს, აბსოლუტურად პერიმეტრი კონტროლდებოდა შეიარაღებული ხალხით. ეს იყო დაყაჩაღება ბანკის. უთხრეს, რომ ჩანთას, რომელიც ეჭირათ, ჩადებდნენ მანქანაში. შეიარაღებული კაცი ელოდებოდა, რომელმაც უთხრა რომ ეთქვა, რომ სახეში არ შეეხედა, თუმცა სურათი მაინც არის გადაღებული“, – განაცხადა ოქუაშვილმა.

კომენტარები

4 მილიონი ზაზა ოქუაშვილი თიბისი ბანკი ოფშორი ქეში 2018-10-01
სოსო ელისაშვილი
Tags 4 მილიონი ზაზა ოქუაშვილი თიბისი ბანკი ოფშორი ქეში
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ოქუაშვილი: ჩააგდეს ყიფიანი სარდაფში და სცადეს შეუარცხყოფა, კაცი თავის მოკვლას აპირებდა

შემდეგი სტატია

„პასუხებს ველი ამ უმძიმეს ბრალდებებზე“

მსგავსი სტატიები

„გოგაშვილი დაკავებულია ოცნების მაღალჩინოსნებზე კომპრომატების გავრცელებით“

სოსო ელისაშვილი 22 მარ 2018

შსს-ს ინიციატივები მარიხუანას მოხმარების რეგულირებასთან დაკავშირებით

05 სექ 2018
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ორი სამართალდამცავი დააკავა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ორი სამართალდამცავი დააკავა

ნინო ჩხეიძე 31 აგვ 2022

უახლესი ამბები

  • ნიკოლოზ რაჭველი: დიდი სიხარულის დღეებია ჩვენი ქვეყნის მუსიკალურ ცხოვრებაში

    ნიკოლოზ რაჭველი: დიდი სიხარულის დღეებია ჩვენი ქვეყნის მუსიკალურ ცხოვრებაში

  • ზურაბ ქადაგიძე: მაგარია, თუკი „იუვენტუსი“ საქართველოში აკადემიას გახსნის, მაგრამ წალენჯიხაში? ლოთი გია ხარჩილავას მერიის იმედად ნუ იქნება მაინც, სირცხვილია…

    ზურაბ ქადაგიძე: მაგარია, თუკი „იუვენტუსი“ საქართველოში აკადემიას გახსნის, მაგრამ წალენჯიხაში? ლოთი გია ხარჩილავას მერიის იმედად ნუ იქნება მაინც, სირცხვილია…

  • სერგეი ლავროვი: დასავლეთი უშუალოდ ამ ომის მონაწილეა, მის გარეშე ეს დასრულებული იქნებოდა დიდი ხნის წინ

    სერგეი ლავროვი: დასავლეთი უშუალოდ ამ ომის მონაწილეა, მის გარეშე ეს დასრულებული იქნებოდა დიდი ხნის წინ

  • კალაძე: მეტროში პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით ნებართვა არავის მხრიდან არ ყოფილა გაცემული

    კალაძე: მეტროში პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით ნებართვა არავის მხრიდან არ ყოფილა გაცემული

  • დავით უსუფაშვილი:  ბევრი რამეა ახი მდინარაძეზე და „ქართულ ოცნებაზე”

    დავით უსუფაშვილი: ბევრი რამეა ახი მდინარაძეზე და „ქართულ ოცნებაზე”

  • ხარების და ბზობის დღესასწაულებზე მხოლოდ აკრედიტებულ ჟურნალისტებს დაუშვებენ სამების ტაძრის ეზოში

    ხარების და ბზობის დღესასწაულებზე მხოლოდ აკრედიტებულ ჟურნალისტებს დაუშვებენ სამების ტაძრის ეზოში

  • მამუკა მდინარაძე: რაც ჩვენ ამ ადამიანის არჩევისთვის მოსახლეობას ათასი მესიჯი მივაწოდეთ… ახია ჩვენზე, იმდენად ტენდენციური აღმოჩნდა ქალბატონი სალომე

    მამუკა მდინარაძე: რაც ჩვენ ამ ადამიანის არჩევისთვის მოსახლეობას ათასი მესიჯი მივაწოდეთ… ახია ჩვენზე, იმდენად ტენდენციური აღმოჩნდა ქალბატონი სალომე

  • გიგა ბოკერია: ეს ბიჭი შეირჩა იმ ნიშნით, რომ ჩათვალეს მისი დემონიზება ადვილი იქნებოდა

    გიგა ბოკერია: ეს ბიჭი შეირჩა იმ ნიშნით, რომ ჩათვალეს მისი დემონიზება ადვილი იქნებოდა

  • ისტორიული ფოტო

    ისტორიული ფოტო

  • დმიტრი მურატოვი: რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდა ამზადებს ხალხს იფიქრონ, რომ ბირთვული ომი ცუდი არ არის

    დმიტრი მურატოვი: რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდა ამზადებს ხალხს იფიქრონ, რომ ბირთვული ომი ცუდი არ არის

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge