„ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის მიერ „რუსთავი 2“-თან მიცემულ ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებებს ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. ჟურნალისტი იმ უმძიმეს ბრალდებებზე, რომელიც „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა გააჟღერა, მმართველი გუნდისგან განმარტებებს ელის.
„ირაკლი ოქრუაშვილის ის ცნობილი ინტერვიუ რომ გავიდა ეთერში, მახსოვს, მეორე დღეს, ხელისუფლება მის გაბაიბურებას ცდილობდა, ზოგი დასცინოდა, ზოგი ამბობდა, ამ სისულელეზე კომენტარს როგორ გავაკეთებო და მერე რა და როგორ, კი იცით ისტორია ჩემზე კარგად…
ახლა „ოცნების“ რეაქციას ველი, ფბ სტატუსებით რასაც ვხვდები, ხელისუფლების ფანკლუბი დაჟინებით ამტკიცებს, რომ სისულელეა ზაზა ოქუაშვილის ბრალდებები. ჯერ გამოძიება არ ჩატარებულა და მაინც ამტკიცებენ(მაგათაც რა ქნან)…. ხოდა, ფანკლუბის მიღმა, პოლიტიკური გუნდის განცხადებებს და პასუხებს ველი ამ უმძიმეს ბრალდებებზე“,-წერს ინგა გრიგოლია.
კომენტარები