ზაზა ოქუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს კახა კალაძემ უპასუხა. „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მან განაცხადა, რომ ოქუაშვილი, რომელმაც 50 მილიონიანი დავალიანება დააგროვა ბიუჯეტის წინაშე, ექსპრეზიდენტ სააკაშვილს შეეკრა.
„გადაბრალების პოლიტიკის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია ტელეკომპანია „იბერიის“ გამოგონილი საქმე, რომელიც რეალურად სიგარეტის მწარმოებელ „ომეგა ჯგუფის“ მესვეურთა მიერ ინიცირებული და „ნაცმოძრაობის“ ატაცებული ბინძური კამპანიაა. ამ კამპანიის მიზანი, ერთის მხრივ, ბიუჯეტის კუთვნილი 50 მილიონის, ანუ ხალხის კუთვნილი ფულის არ გადახდაა და მეორეს მხრივ – ხელისუფლების იმიჯის შელახვაა.
საზოგადოებას უნდა ახსოვდეს, რომ „ომეგას“ ბიზნესი გაანადგურა სააკაშვილმა, მან ქვეყნიდან განდევნა დამფუძნებელი და პირველს სწორედ მას წაართვა ტელევიზია. ეს ბიზნესი და ტელევიზია, ჩვენი ხელისუფლების დამსახურებით, დაუბრუნდა მფლობელს და დღეს ეს ადამიანი, რომელმაც 50 მილიონიანი დავალიანება დააგროვა ბიუჯეტის წინაშე, თავის ყოფილ ჯალათს სააკაშვილს შეეკრა და გაუგებარი ჩანაწერებით ცდილობს თავი აარიდოს ხალხის კუთვნილი ფულის გადახდას. ფარად კი ამ საქმეში იყენებს ტელეკომპანია „იბერიას““ – განაცხადა კალაძემ.
კომენტარები