აზერბაიჯანის ტერიტორიiს ბგარკვეული ნაწილი რუსეთს ოკუპირებული აქვს – ამის შესახებ მილი მეჯლისის (პარლამენტი) დეპუტატმა, ჰუდრატ ჰასანგულიევმა განაცხადა, ინფორმაციას Haqqin ავრცელებს.
“ჩვენი მიწები რუსეთს ოკუპრებული აქვს” – განაცხადა დეპუტატმა პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე.
დეპუტატმა კოლეგებს მიმართა, მოამზადონ კანონპროექტი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. მისივე განმარტებით, ბაქოს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი სიმდიდრეების გამოყენება ხდება.
“იზრდება კომპანიების რიცხვი, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მუშაობენ. მიმაჩნია, რომ აუცილებელია მომზადდეს კანონპროექტი აღნიშნულ ტერიტორიებზე. ამის შემდეგ, ამ კომპანიებთან კანონის მიხედვით უნდა ვიმოქმედოთ”, დასძინა დეპუტატმა.
კომენტარები