NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„ანაკლიის თასი 2018“-ის გამარჯვებულები ცნობილია

„ანაკლიის თასი 2018“-ის გამარჯვებულები ცნობილია

30 სექ 2018 ახალი ამბები, ბიზნესი, სპორტი 1149 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საცხენოსნო დოღი „ანაკლიის თასი“, რომელიც 29 სექტემბერს სოფელ ინგირში „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ორგანიზებით ჩატარდა, დასრულებულია.

დოღში მონაწილეობა, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულმა ცხენოსნებმა და საცხენოსნო კლუბების წარმომადგენლებმა მიიღეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ და თიბისი ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწონელია, სამეგრელოს რეგიონის მაცხოვრებლები და სხვა სტუმრები.

„ანაკლიის თასი 2018“-ს საპრიზო ფონდი 25 ათას ლარს შეადგენდა და ის რამოდენიმე ეტაპად ჩატარდა. პირველ ეტაპზე დოღში ქართული ჯიშის ცხენები, მეორე ეტაპზე – ინგლისური ჯიშის ორწლიანი, ხოლო მესამე ეტაპზე ინგლისური ჯიშის სამწლიანი ცხენები მონაწილეობდნენ.

დოღის ასპარეზობებს შორის ცხენოსნები ერთმანეთს ცხენბურთში შეეჯიბრნენ, რაც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეტანილი ქართული ტრადიციული თამაშის გახსენებასა და აღდგენას ემსახურებოდა.

დოღის გამარჯვებულები გახდნენ: თორნიკე თოდრია, საბა ეხვაია და აზერო ალიევი. ასევე, საპატიო პრიზი გადაეცა დოღის უხუცეს მონაწილეს, სამტრედიელ პავლე კაპანაძეს. საპრიზო ფონდი სხვადასხვა კატეგორიის გამარჯვებულებზე გადანაწილდა. ასევე, გამარჯვებულებს მისი დამზადებული საათები გადასცა ქართველმა დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ.

2018 წლიდან „ანალკლიის თასი“ ყოველწლიური გახდება და საერთაშორისო მასშტაბს მიიღებს.

„ცხენოსნობა მხოლოდ სპორტი არ არის. ის ჩვენი ხასიათი, კულტურა და ტრადიციაა. ადრე ენგურის ხიდთან ყოველწლიურად იმართებოდა ქართველი და აფხაზი ცხენოსნების შეჯიბრი. ჩვენი მიზანია აღვადგინოთ საერთო კავკასიური და ქართული მხედრული ტრადიციები, მხარი დავუჭიროთ ქართული საცხენოსნო სკოლის განვითარებასა და მისი საერთაშორისო ასპარეზზე გატანა ვცადოთ“, – განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა და თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ერთად საცხენოსნო შეჯიბრის მხარდამჭერები „თიბისი ბანკი“, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია და ზუგდიდის მუნიციპალიტეტი იყვნენ.

[R]

კომენტარები

ანაკლია ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ანაკლიის თასი თიბისი მამუკა ხაზარაძე ცხენოსნობა 2018-09-30
Tags ანაკლია ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ანაკლიის თასი თიბისი მამუკა ხაზარაძე ცხენოსნობა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

შსს-მ ბინის ქურდობის 5 ფაქტი გახსნა – დაკავებულია ერთი პირი

შემდეგი სტატია

ინდონეზიაში მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა (ვიდეო)

მსგავსი სტატიები

ჯანელიძემ დეპუტატებს ევროპული ინტეგრაციის სამომავლო ნაბიჯები გააცნო

20 დეკ 2017

ნარმანია: ხიდს რაიმე სახის პრობლემა არ შექმნია, ხიდი უსაფრთხოა

22 სექ 2017

კობახიძე ლადო ჭანტურიას ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლედ არჩევას ულოცავს

11 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • ილიკო სუხიშვილი: სცენაზე გასვლა ყოველთვის დიდ სტრესთან არის დაკავშირებული (ვიდეო)

    ილიკო სუხიშვილი: სცენაზე გასვლა ყოველთვის დიდ სტრესთან არის დაკავშირებული (ვიდეო)

  • ოლაფ შოლცი: კონფლიქტის მოგვარებისთვის ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს

    ოლაფ შოლცი: კონფლიქტის მოგვარებისთვის ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს

  • ირაკლი ეძგვერაძე: სავარაუდოდ, კლინიკიდან დღესაც არ გამწერენ

    ირაკლი ეძგვერაძე: სავარაუდოდ, კლინიკიდან დღესაც არ გამწერენ

  • 6 სუპერ სასარგებლო ხილის სახეობა

    6 სუპერ სასარგებლო ხილის სახეობა

  • ერიხ მარია რემარკის საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება

    ერიხ მარია რემარკის საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება

  • კირილ ბუდანოვი: რუსეთმა მის ხელთ არსებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ფრონტზე და მოსკოვის თავდაცვისთვის აამოქმედა – ჩვენ მათი რაკეტების მარაგის ამოწურვაზე ვმუშაობთ

    კირილ ბუდანოვი: რუსეთმა მის ხელთ არსებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ფრონტზე და მოსკოვის თავდაცვისთვის აამოქმედა – ჩვენ მათი რაკეტების მარაგის ამოწურვაზე ვმუშაობთ

  • შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილით მიმართავს და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტაციის სამართლებრივ შეფასებას სთხოვს

    შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილით მიმართავს და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტაციის სამართლებრივ შეფასებას სთხოვს

  • შსს ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმისა და გლდანში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

    შსს ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმისა და გლდანში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

  • პრემიერი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ჩემი მთავრობის მთავარი პრიორიტეტია

    პრემიერი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ჩემი მთავრობის მთავარი პრიორიტეტია

  • ირაკლი ღარიბაშვილი: სრულად ვგრძნობთ იმ ტკივილსა და გაჭირვებას, რომელსაც ამჟამად უკრაინა განიცდის და სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს

    ირაკლი ღარიბაშვილი: სრულად ვგრძნობთ იმ ტკივილსა და გაჭირვებას, რომელსაც ამჟამად უკრაინა განიცდის და სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge