ბარბრა სტრეიზანდი ნოემბერში ახალ ალბომს, Walls-ს გამოუშვებს. ალბომიდან პირველი სინგლი Don’t Lie To Me მომღერალმა რამდენიმე დღის წინ გამოუშვა.
სიმღერა დონალდ ტრამპის მიმართ არსებულ პროტესტს ეძღვნება. როგორც მუსიკოსმა Billboard-ს უთხრა, ის თავს ვალდებულად გრძნობდა, რომ ეს სიმღერა დაეწერა:
“ამ პერიოდმა მე ენერგია შემმატა, რადგან მომავლის იმედი მაქვს. ჩვენ უნდა გავიზარდოთ, როგორც ერი. ეს ჩემი პროტესტია ჩვენი ისტორიის იმ პერიოდის მიმართ, რომელიც ვერ ვიწინასწარმეტყველეთ”.
“პრეზიდენტად გვყავს მატყუარა და შემვიწროებელი. მასზე ბევრი სტატია დამიწერია. ამ ადამიანს არ გააჩნია მანერები, ლანძღავს ყველას და დასცინის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. რა უნდა ვთქვა? ამაზე Huffington Post-ში თითქმის 15-ჯერ დავწერე”, – აღნიშნა მომღერალმა.
კომენტარები