NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»თბილისში ახალი კამპანია „სიცოცხლით სავსე ეზო“ დაიწყო

თბილისში ახალი კამპანია „სიცოცხლით სავსე ეზო“ დაიწყო

29 სექ 2018 ახალი ამბები, საზოგადოება 655 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თბილისში ახალი კამპანია „სიცოცხლით სავსე ეზო“ დაიწყო, რომელიც მოზარდებისათვის კომპიუტერული თამაშების ჯანსაღი, ხალისიანი ეზოს თამაშებით ჩანაცვლებას ისახავს მიზნად,-ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის საკრებულო ავრცელებს.

მათივე ცნობით, კამპანია თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ზღვისუბნის (თემქა) მაჟორიტარი დეპუტატის თამარ ტალიაშვილის ინიციატივით იმართება, რომლის მხარდამჭერია თბილისის მერია, ორგანიზატორები კი, ორგანიზაცია ა(ა)იპ „ადამიანი, კანონი, თავისუფლება“ და კომპანია „თამაშობანა“.

თამარ ტალიაშვილის განცხადებით, ეზოში მეგობრებთან თამაშით გატარებული საათები ფასდაუდებელია მოზარდების ფიზიკური, ემოციური და ინტელექტუალური განვითარებისათვის. მოზარდებში ძალადობის აღმოფხვრის ხელშეწყობა შესაძლებელია მათი სოციალიზაციის ისეთი მარტივი და ბუნებრივი გზით, როგორიცაა ეზოში თამაშები.

„ეზოს თამაშები თაობებისთვის კომუნიკაციისა და ურთიერთობების ერთ-ერთი უმთავრესი ფორმა იყო, რომელიც ბავშვებს ასწავლიდა დისციპლინას, უწრთობდა ნებისყოფას, უყალიბებდა სიმტკიცესა და უვითარებდა დაბრკოლებების გადალახვის უნარს, ავარჯიშებდა და ახალისებდა მათ“,- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

ამ ეტაპზე ღონისძიება 2 დღე გაგრძელდება და მას ყველასთვის კარგად ცნობილი სახეები წაიყვანენ. ასევე, მოეწყობა ძველი თბილისური ეზოების ამსახველი ფოტო-გამოფენა. პროექტში მონაწილეობას 200-ზე მეტი 6-დან 16 წლამდე ასაკის მოზარდი მიიღებს, რომელთაც მადლობის სიგელები და მედლები გადაეცემათ.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები, თბილისის მერიის წარმომადგენლები, სპორტსმენები და სხვა მოწვეული სტუმრები.

კომენტარები

თბილისის საკრებულო სიცოცხლით სავსე ეზო 2018-09-29
Tags თბილისის საკრებულო სიცოცხლით სავსე ეზო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ხურვალეთთან ე.წ. მესაზღვრეებმა ადგილობრივი მცხოვრები, 37 წლის ქალი დააკავეს

შემდეგი სტატია

თბილისში ახალი კამპანია „სიცოცხლით სავსე ეზო“ დაიწყო

მსგავსი სტატიები

„პრემიერს პრაქტიკულად “გაპრავება” გამოუვიდა, უფრო სწორად, “აპრავდანიის” აღება“

20 დეკ 2017

მერია: 2020 წლიდან დედაქალაქში 200-მდე ელექტროავტობუსი შემოვა

სოსო ელისაშვილი 22 ოქტ 2018

ფირცხალავას განცხადებით, „კორტების საქმის“ მთავარი მოწმის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება

15 სექ 2017

უახლესი ამბები

  • ზურაბ ჯაფარიძე: ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მზად იქნება დღის შუქზე გამოვიდეს და ამ სისტემას დაუპირისპირდეს, ჩემთვის არის ღირებული

    ზურაბ ჯაფარიძე: ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მზად იქნება დღის შუქზე გამოვიდეს და ამ სისტემას დაუპირისპირდეს, ჩემთვის არის ღირებული

  • “ნაპოლის” ერთ-ერთი გულშემატკივრი: … ამ საღამოდან მხოლოდ ხაჭაპური მინდა ვიხილო

    “ნაპოლის” ერთ-ერთი გულშემატკივრი: … ამ საღამოდან მხოლოდ ხაჭაპური მინდა ვიხილო

  • კვარას პირველი გოლი სერია A-ში (ვიდეო)

    კვარას პირველი გოლი სერია A-ში (ვიდეო)

  • ფინეთს პრემიერ-მინისტრი: როცა რუსეთი უკრაინაში ადამიანებს კლავს არ არის სწორი, რომ რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ იმოგზაურონ, იყვნენ ტურისტები

    ფინეთს პრემიერ-მინისტრი: როცა რუსეთი უკრაინაში ადამიანებს კლავს არ არის სწორი, რომ რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ იმოგზაურონ, იყვნენ ტურისტები

  • გენერალური შტაბი: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსების შეტევა 6 მიმართულებით მოიგერიეს

    გენერალური შტაბი: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსების შეტევა 6 მიმართულებით მოიგერიეს

  • ოლაფ შოლცი: გვესმის, რომ ბევრი ადამიანი გარბის რუსეთიდან, რადგან არ ეთანხმებიან რეჟიმს – გადაწყვეტილებებმა, რომელსაც ვიღებთ …

    ოლაფ შოლცი: გვესმის, რომ ბევრი ადამიანი გარბის რუსეთიდან, რადგან არ ეთანხმებიან რეჟიმს – გადაწყვეტილებებმა, რომელსაც ვიღებთ …

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა

  • თამარ ბაღაშვილი “მთავარ არხს” ტოვებს

    თამარ ბაღაშვილი “მთავარ არხს” ტოვებს

  • მძიმე და ხანგრძლივი ფიქრი ჯანმრთელობას აზიანებს

    მძიმე და ხანგრძლივი ფიქრი ჯანმრთელობას აზიანებს

  • პირველი საერთო გამოჩენა ოსკარების სკანდალის შემდეგ – უილ და ჯადა სმიტები

    პირველი საერთო გამოჩენა ოსკარების სკანდალის შემდეგ – უილ და ჯადა სმიტები

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge