NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»შსს-მ ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდულ შეკრებაში მონაწილეობისა და ქურდული სამყაროს მხარდაჭერის ბრალდებით 6 პირი დააკავა

შსს-მ ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდულ შეკრებაში მონაწილეობისა და ქურდული სამყაროს მხარდაჭერის ბრალდებით 6 პირი დააკავა

29 სექ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, სამართალი 186 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდულ შეკრებაში მონაწილეობისა და ქურდული სამყაროს მხარდაჭერის ბრალდებით 6 პირი დააკავა,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ქურდული სამყაროს წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას, რომლის მიზანია ქვეყანაში ქურდული სამყაროსა და მასთან დაკავშირებული კრიმინალური მენტალიტეტის საბოლოოდ აღმოფხვრა.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის წალკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისში, ქუთაისსა და წალკაში ერთდროულად ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი დააკავეს.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულები არიან: 1988 წელს დაბადებული თ. ვ., 1985 წელს დაბადებული მ.დ., 1985 წელს დაბადებული ლ.გ., 1992 წელს დაბადებული ბ.რ., 1983 წელს დაბადებული ზ.კ. და 1989 წელს დაბადებული გ.ო.

დაკავებულებს ბრალი ედებათ ქურდული სამყაროს წევრობაში, ქურდულ შეკრებაში მონაწილეობასა და ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერაში.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის მაისში, თურქეთში, ქართველმა „კანონიერმა ქურდებმა“ – მინდია გორაძემ (ლავას ოღლი) და ჯეირან კინწურაშვილმა ერთ-ერთ ბრალდებულს – მ.დ.-ს ე.წ. „მაყურებლის“ სტატუსი მიანიჭეს და მას წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში ე.წ. „ქურდული საერთოს“ შეკრების ორგანიზება დაავალეს.

იმისთვის, რომ „ქურდული საერთოს“ შეგროვების პროცესს ორგანიზებული ხასიათი ჰქონოდა, მ.დ.-მ, ერთ-ერთ ბრალდებულთან – თ.ვ.-სთან ერთად, ე.წ. „ქურდული შეკრება“ მოაწყო. შეკრებაზე დაადგინეს, რომ წალკის რაიონის მაცხოვრებლებს „ქურდულ საერთოში“ შესატანი თანხა ყოველი თვის 10 რიცხვში უნდა გადაეხადათ, ხოლო ვისაც ხელფასი ბანკში ერიცხებოდა, ე.წ. „ქურდული საერთოსთვის“ შესატანს, ხელფასის ჩარიცხვის მეორე დღეს გაიღებდა.

გამოძიების ინფორმაციით, „ქურდული სამყაროს“ წევრების – მ.დ.-ს, თ.ვ.-ს და ლ.გ.ს, ასევე, მათი მხარდამჭერების – ბ.რ.-ს, ზ.კ.-ს და გ.ო.-ს მონაწილეობით, მიმდინარე წლის ივნისში, ივლისსა და აგვისტოში ე.წ. „ქურდული საერთოსთვის“ წალკის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებისგან გარკვეული თანხა შეგროვდა. მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში აღნიშნული თანხის ნახევარი, „კანონიერი ქურდის“, ჯეირან კინწურაშვილის გადაწყვეტილებით და მ.დ.-ს მითითებით, საფრანგეთში მყოფი „კანონიერი ქურდის“ – გიორგი ფოლადაშვილის (მეტსახელად „სინკარა“) დედას გადაერიცხა.

სამართალდამცველებმა, გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დაკავებულების საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს ე.წ. „ქურდული საერთოს“ სია. ასევე, ამოღებულია ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და უცხოეთში მცხოვრებ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ.

გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდულ შეკრებაში მონაწილეობისა და ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 223-ე 1-პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, 223-ე 2-პრიმა მუხლით და 223-ე 3-პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ქურდული სამყაროსა და მასთან დაკავშირებული კრიმინალური მენტალიტეტის აღმოფხვრის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული დანაშაულებრივი ქმედებების წრე გაფართოვდა.

კერძოდ, მიმდინარე წლის აპრილის თვიდან, „კანონიერ ქურდობასა“ და „ქურდული სამყაროს წევრობასთან“ ერთად, სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდა „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა“ და „ქურდული სამყაროს წევრისთვის ან კანონიერი ქურდისთვის მიმართვა“, რაც 3-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შედეგად კი, 2018 წლის 9 თვის განმავლობაში კანონიერი ქურდობის, ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდულ შეკრებაში მონაწილეობისა და ქურდული სამყაროს მხარდაჭერის ბრალდებით საქართველოში დაკავებულია 39 პირი, მათ შორის 2 „კანონიერი ქურდია“, ასევე პასუხისგებაში მიეცა 2 „კანონიერი ქურდი“. ევროპის ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად, საფრანგეთსა და საბერძნეთში დაკავებულია სხვადასხვა ორგანიზებულ-დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები – საქართველოს 127 მოქალაქე და 12 ქართველი „კანონიერი ქურდი“,-განაცხადა ჭელიძემ.

კომენტარები

დაკავება კანონიერი ქურდი მამუკა ჭელიძე ქურდული სამყარო ქურდული შეკრება შსს 2018-09-29
Tags დაკავება კანონიერი ქურდი მამუკა ჭელიძე ქურდული სამყარო ქურდული შეკრება შსს
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

შსს-მ ბათუმში ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

შემდეგი სტატია

ტაქსების რეგისტრაცია დღეს, მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოში იქნება შესაძლებელი

მსგავსი სტატიები

მთავრობამ სტრასბურგის მოსამართლის პოზიციაზე ორი ახალი კანდიდატი შეარჩია

30 აგვ 2017
ტედ პო: საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი ადასტურებს აშშ-ს პოზიციას, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი

ტედ პო: საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი ადასტურებს აშშ-ს პოზიციას, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი

27 ივნ 2018
კასპის სამედიცინო ცენტრ „მედალფაში” მშობიარე გარდაიცვალა

კასპის სამედიცინო ცენტრ „მედალფაში” მშობიარე გარდაიცვალა

02 ივლ 2018

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

უახლესი ამბები

  • პარლამენტმა 14 კანდიდატი, მათ შორის შალვა თადუმაძე, გიორგი მიქაუტაძე და მამუკა ვასაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დაამტკიცა

    პარლამენტმა 14 კანდიდატი, მათ შორის შალვა თადუმაძე, გიორგი მიქაუტაძე და მამუკა ვასაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დაამტკიცა

  • პარლამენტის მუშაობას ვერავინ შეაჩერებს

    პარლამენტის მუშაობას ვერავინ შეაჩერებს

  • ხალხს რომ თვალები დათხარეს, მაშინ არ აღშფოთებულან ასე და სუნზე არიან ახლა გაგიჟებული?! ტერაქტიაო ყვირიან

    ხალხს რომ თვალები დათხარეს, მაშინ არ აღშფოთებულან ასე და სუნზე არიან ახლა გაგიჟებული?! ტერაქტიაო ყვირიან

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან 14-ს მხარი დაუჭირა, მათ შორის არიან: შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე, გიორგი მიქაუტაძე

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან 14-ს მხარი დაუჭირა, მათ შორის არიან: შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე, გიორგი მიქაუტაძე

  • ყველა იმ ადამიანს, ვისაც სააკაშვილი აწამებდა, დღეს იურიდიულმა კომიტეტმა, „ქართულმა ოცნებამ“ სულში ჩააფურთხა

    ყველა იმ ადამიანს, ვისაც სააკაშვილი აწამებდა, დღეს იურიდიულმა კომიტეტმა, „ქართულმა ოცნებამ“ სულში ჩააფურთხა

  • მომხმარებლებს სესხებზე საპროცენტო განაკვეთი ეზრდებათ

    მომხმარებლებს სესხებზე საპროცენტო განაკვეთი ეზრდებათ

  • მოსამართლეთა შერჩევის პროცესი არაკონსტიტუციურად უნდა იყოს ცნობილი

    მოსამართლეთა შერჩევის პროცესი არაკონსტიტუციურად უნდა იყოს ცნობილი

  • “პრეზიდენტის ბულინგი რას ემსახურება?” – სალომე ზურაბიშვილი ნაწყენია

    “პრეზიდენტის ბულინგი რას ემსახურება?” – სალომე ზურაბიშვილი ნაწყენია

  • ხვალ დილიდან მოხდება პარლამენტის პიკეტირება, ვისაც შიგნით შესვლა უნდა, ღამე უნდა გაათენოს

    ხვალ დილიდან მოხდება პარლამენტის პიკეტირება, ვისაც შიგნით შესვლა უნდა, ღამე უნდა გაათენოს

  • პრეზიდენტს ალბათ, უფრო მეტი დაფიქრება სჭირდება, როდესაც საუბრობს ჯარზე, მითუმეტეს ის არის მთავარსარდალი

    პრეზიდენტს ალბათ, უფრო მეტი დაფიქრება სჭირდება, როდესაც საუბრობს ჯარზე, მითუმეტეს ის არის მთავარსარდალი

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by News.ge