NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»სსიპ-ების ხელმძღვანელების ანაზღაურება, ხშირ შემთხვევაში, მინისტრებისას აღემატება

სსიპ-ების ხელმძღვანელების ანაზღაურება, ხშირ შემთხვევაში, მინისტრებისას აღემატება

28 სექ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა, საზოგადოება 485 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურების სისტემის ანალიზს (2017-2018 წლები) აქვეყნებს. კვლევის თანახმად სამინისტროებს დაქვემდებარებული სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელი პირების შრომის ანაზღაურება, ხშირ შემთხვევაში, აღემატება მინისტრებისა და მათი მოადგილეების ხელფასს.

როგორც კვლევაშია ნათქვამი, საჯარო სამართლის იურიდიული პირის (სსიპ) ხელმძღვანელის, რომელზეც ვრცელდება შრომის ანაზღაურების შესახებ ახალი კანონის მოქმედება, თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვრის კოეფიციენტი გათანაბრებულია მინისტრის თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტთან. ამასთან, მინისტრისგან განსხვავებით, მათ საშუალება ეძლევათ კანონით დადგენილი ზღვრული ლიმიტის ფარგლებში მიიღონ პრემია და სახელფასო დანამატი.

„სამინისტროების მსგავსად, მათი დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელი პირების შემთხვევაშიც, 2018 წელს, ყოველთვიური სარგოების ზრდის ხარჯზე, შრომის ანაზღაურების მოცულობაში, წინა წლებთან შედარებით, მნიშვნელოვან ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. მაგალითად, 2017 წელს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის ყოველთვიური სარგო შეადგენდა 4 300 ლარს, ხოლო პრემია/დანამატი 4 590 ლარს. (სულ შრომის ანაზღაურება 8 890 ლარი). 2018 წლის საშტატო ნუსხით მისი ყოველთვიური სარგო განისაზღვრა მინისტრის მაქსიმალური ზედა ზღვრის – 8 500 ლარის ოდენობით. სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის შემთხვევაში, 2018 წლის საშტატო ნუსხით განსაზღვრული ყოველთვიური სარგო შეადგენს 8 900 ლარს, რაც აღემატება როგორც მისი ზემდგომი მინისტრის ფაქტიურად (6 250 ლარი) განსაზღვრულ სარგოს, ასევე კანონით დაწესებული ზედა ზღვრის (8 500) კოეფიციენტის მოთხოვნებს“, – წერია IDFI-ის კვლევაში.

 

კომენტარები

IDFI პრემია-დანამატები პრემიები სამინისტროები შრომის ანაზღაურება ხელფასები 2018-09-28
Tags IDFI პრემია-დანამატები პრემიები სამინისტროები შრომის ანაზღაურება ხელფასები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მთაწმინდის პარკში 29 სექტემბერს თბილისის საბავშვო ფესტივალი გაიმართება

შემდეგი სტატია

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო პალატის პრეზიდენტს შეხვდა

მსგავსი სტატიები

“აშშ საქართველოს 2 000 ერთეულ მაღალი ხარისხის სწრაფ ტესტს გამოუგზავნის, რომელსაც ვირუსის დადგენა რამდენიმე საათში შეუძლია”

“აშშ საქართველოს 2 000 ერთეულ მაღალი ხარისხის სწრაფ ტესტს გამოუგზავნის, რომელსაც ვირუსის დადგენა რამდენიმე საათში შეუძლია”

ნინო ჩხეიძე 13 აპრ 2020
YouTube-ის ოფისზე თავდამსხმელი 39 წლის ნასიმ აღდამია

YouTube-ის ოფისზე თავდამსხმელი 39 წლის ნასიმ აღდამია

04 აპრ 2018
კოლეგებს მივმართავ, კენჭისყრისთვის კონსოლიდირება მოვახდინოთ – ყველასთან ვისაუბრებ, ვინც მზადაა, რომ უზენაესი სასამართლოს ოკუპაციას მხარი არ დაუჭიროს

კოლეგებს მივმართავ, კენჭისყრისთვის კონსოლიდირება მოვახდინოთ – ყველასთან ვისაუბრებ, ვინც მზადაა, რომ უზენაესი სასამართლოს ოკუპაციას მხარი არ დაუჭიროს

ირაკლი შალიკაშვილი 08 ნოე 2019

უახლესი ამბები

  • გიორგი კალანდია: … მაგრამ მაშინაც საღათას ძილით ეძინა საქართველოს

    გიორგი კალანდია: … მაგრამ მაშინაც საღათას ძილით ეძინა საქართველოს

  • გაუგებარია, რატომ გადაიფიქრა გიორგი ვაშაძემ შეხვედრა ორ დღეში, იაგო ხვიჩიას აქვს ვერსია, რომ შეიძლება, შანტაჟს აქვს ადგილი და ძველი ხელისუფლების წარმომადგენელებს კომპრომატები აქვთ მის წინააღმდეგ

    გაუგებარია, რატომ გადაიფიქრა გიორგი ვაშაძემ შეხვედრა ორ დღეში, იაგო ხვიჩიას აქვს ვერსია, რომ შეიძლება, შანტაჟს აქვს ადგილი და ძველი ხელისუფლების წარმომადგენელებს კომპრომატები აქვთ მის წინააღმდეგ

  • ალექსანდე ანქვაბი, რომელიც კორონავირუსის დიაგნოზით რუსეთის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული

    ალექსანდე ანქვაბი, რომელიც კორონავირუსის დიაგნოზით რუსეთის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული

  • ლუკა კურტანიძე: ზუსტად მერვე დღეს ვაკეთებ ამ განცხადებას, რაც ბიძინა ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან!

    ლუკა კურტანიძე: ზუსტად მერვე დღეს ვაკეთებ ამ განცხადებას, რაც ბიძინა ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან!

  • “გირჩისა” და “მოქალაქეების” მიერ დაწყებულ კონსულტაციებს ოპოზიციის ნაწილი მთავარი საკითხიდან აქცენტების გადატანად აფასებს

    “გირჩისა” და “მოქალაქეების” მიერ დაწყებულ კონსულტაციებს ოპოზიციის ნაწილი მთავარი საკითხიდან აქცენტების გადატანად აფასებს

  • დეკანოზი ილია: ეს ვირუსი, რომლითაც ბევრი გარდაიცვალა …

    დეკანოზი ილია: ეს ვირუსი, რომლითაც ბევრი გარდაიცვალა …

  • ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძე იუბილარია

    ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძე იუბილარია

  • 110 ახალი ინფიცირებული, 1643 განკურნებული და 25 გარდაცვლილი – COVID-19-ის განახლებული სტატისტიკა საქართველოში

    110 ახალი ინფიცირებული, 1643 განკურნებული და 25 გარდაცვლილი – COVID-19-ის განახლებული სტატისტიკა საქართველოში

  • გიორგი გაბუნია: …მაგრამ მათ შორის არ იყო ერთი პატარა თაიგულიც კი, რომელსაც იმ ტელევიზიის სახელი ეწერებოდა, რომელშიც ჯულიეტა ვაშაყმაძემ 50 წელი გაატარა

    გიორგი გაბუნია: …მაგრამ მათ შორის არ იყო ერთი პატარა თაიგულიც კი, რომელსაც იმ ტელევიზიის სახელი ეწერებოდა, რომელშიც ჯულიეტა ვაშაყმაძემ 50 წელი გაატარა

  • ელენე ხოშტარია: …ეს იმ ფონზე, როცა “ქართული ოცნების” შემომწირველები სრულიად უსარგებლო საკარანტინე ღონისძიებებში მილიონობით ლარს იღებენ

    ელენე ხოშტარია: …ეს იმ ფონზე, როცა “ქართული ოცნების” შემომწირველები სრულიად უსარგებლო საკარანტინე ღონისძიებებში მილიონობით ლარს იღებენ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge