დანიის პოლიციამ ქვეყნის ყველაზე დიდ კუნძულზე მიმავალი ხიდები დაკეტა. BBC-ის ინფორმაციით, პოლიციაში აცხადებენ, რომ ისინი „საშიშ პიროვნებას“ ეძებენ. დამატებითი დეტალები ცნობილი ჯერ-ჯერობით არ არის.
პოლიციამ ხიდების გარდა ბორნებით მიმოსვლაც შეზღუდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პოლიცია ვარაუდობს, რომ ოპერაცია მალე დასრულდება.
კომენტარები