NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„სოხუმი კი არ დაცემულა, არამედ ჩააბარა ძაღლმისაკვდომმა შევარდნაძემ და ფაქტებს ნუ ამახინჯებთ ამ უპიროვნო “დაცემულა”-თი“

„სოხუმი კი არ დაცემულა, არამედ ჩააბარა ძაღლმისაკვდომმა შევარდნაძემ და ფაქტებს ნუ ამახინჯებთ ამ უპიროვნო “დაცემულა”-თი“

28 სექ 2018 ახალი ამბები, სოციალური მედია 894 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

სოხუმი კი არ დაცემულა, არამედ ჩააბარა ძაღლმისაკვდომმა შევარდნაძემ და ფაქტებს ნუ ამახინჯებთ ამ უპიროვნო “დაცემულა”-თი,- ამის შესახებ ცოტნე გამსახურდია „ფეისბუქში“ წერს.

„ამაზე პასუხისმგებლობას იზიარებს ყველა, ვინც ის ამ ქვეყნის სათავეში მოათრია და მის ქმედებებს უჭერდა მხარს! ასე არ გამოვა, მარტო ედიკა იყო ყველაფერში დამნაშავე, სტალინმა მარტო დახვრიტა მილიონობით ადამიანი, და უახლოეს წარსულში ციხის მოვლენებზე მხოლოდ ხუთიოდე ჯალათი იყო თითქოს პასუხისმგებელი!

გაგახსენებთ ფაქტებს: 1992 წლის სექტემბერში რუსული მხარის შუამდგომლობით და გარანტიით შევარდნაძემ და აფხაზებმა გაგრის რაიონის დემილიტარიზაციაზე მოილაპარაკეს და იარაღი ჩააბარეს, რასაც, რა თქმა უნდა, რუსული მხარე უზრუნველყოფდა და აკონტროლებდა. შედეგი: ერთ თვეში განიარაღებულ გაგრას შეუტიეს აფხაზებმა, ჩრდილო-კავკასიელთა ბანდებმა, კაზაკებმა და ქართველების თავებით ფეხბურთი ითამაშეს…

პრაქტიკულად ზუსტად ერთი წლის შემდეგ შევარდნაძე ისევ დათანხმდა სოხუმის დემილიტარიზაციის რუსულ გეგმას, სოხუმიდან მოხსნეს და გაიტანეს მძიმე შეიარაღება, რასაც ისევ რუსები უზრუნველყოფდნენ და აკონტროლებდნენ, და კარგად გამაგრებული ქალაქი სანადირო თოფების და ავტომატების ამარა დატოვეს. შევარდნაძემ გასცა ბრძანება, ყველა ლტოლვილი სოხუმში დაბრუნებულიყო, თორემ ქალაქიდან ამოწერდნენ. პირველ სექტემბერს ბავშვებიც კი სოხუმში უნდა წასულიყვნენ სკოლაში, თორემ სკოლიდან გავრიცხავთო!!! გესმით, რაზეა ლაპარაკი?!

ასევე, ზუსტად ერთ თვეში, ბანდებმა და რუსულმა შენაერთებმა ქალაქს შეუტიეს, რუსმა “მშვიდობისმყოფელებმა” მხრები აიჩეჩეს და ქალაქი ქართველების სისხლით შეიღება!
შევარდნაძემ ალყაშემორტყმული სოხუმი რუსული სამხედრო ფლოტის კატარღით დატოვა. სწორედ ამ ფლოტს შეიყვანს სოხუმის დაცემიდან ერთ თვეში სამეგრელოში კანონიერ ხელისუფლებასთან საბრძოლველად “რუსების მიერ მოტყუებული” შევარდნაძე და შევა “ესენგეში”…

აფხაზეთიდან დევნილი მშვიდობიანი მოსახლეობის ნაწილი, დაახლოებით 100 ათასი ადამიანი გალიდან და ოჩამჩირიდან გადმოვიდა სამეგრელოში. მათ, ვინც ვერ მოასწრო მდინარე კოდორზე გადმოსვლა, რადგან ხიდი აფხაზების ხელში აღმოჩნდა, წავიდა ზემოთ, ჭუბერზე, კოდორის ხეობის გავლით… ამ დროს დანარჩენ საქართველოში სვეცკურ-ბოზური კუტოკები აჯერებდნენ ჯოგს, გამსახურდიამ დევნილები სამეგრელოში არ შეუშვა და იმიტომ წავიდნენ კოდორის ხეობის საშინელ გზაზეო…

ჭეშმარიტად, ამათი მაცხოვარია ის ძაღლმისაკვდომი. სანამ ცოცხალი იყო, ამ ხალხის ფული აჭამა, მოკვდა და მერე მთელი ცოდვები იმას მიაწერეს ?დარჩნენ თავად მდიდრები და უცოდველები… განა ტყუილად დააჩოქა ილია მეორემ რუსთაველზე?“,-წერს გამსახურდია.

სოხუმი კი არ დაცემულა, არამედ ჩააბარა ძაღლმისაკვდომმა შევარდნაძემ და ფაქტებს ნუ ამახინჯებთ ამ უპიროვნო "დაცემულა"-თი. და…

Posted by Tsotne Gamsakhurdia on პარასკევი, 28 სექტემბერი, 2018

კომენტარები

აფხაზეთი გაგრა ედუარდ შევარდნაძე სოხუმი ცოტნე გამსახურდია 2018-09-28
Tags აფხაზეთი გაგრა ედუარდ შევარდნაძე სოხუმი ცოტნე გამსახურდია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ფიჯის რესპუბლიკის თავდაცვისა და უსაფრთხოების მინისტრს შეხვდა

შემდეგი სტატია

„იუსტიციის სახლს რეკორდული რაოდენობის მომხამარებელი ერთდროულად ეწვია“

მსგავსი სტატიები

სამართალდამცველებმა მეტრო „თავისუფლების მოედანზე“ ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა მეტრო „თავისუფლების მოედანზე“ ორი პირი დააკავეს

29 იან 2018
ნატო ჩხეიძემ „პატრიოტთა ალიანსის“ ფრაქცია დატოვა

ნატო ჩხეიძემ „პატრიოტთა ალიანსის“ ფრაქცია დატოვა

18 სექ 2018
„თვალსა და ხელს შუა იურიდიული კომიტეტის რეპუტაცია აორთქლდა”

„თვალსა და ხელს შუა იურიდიული კომიტეტის რეპუტაცია აორთქლდა”

19 თებ 2019

უახლესი ამბები

  • ოპოზიციის შეფასებით, ნიკა მელიას ციხეში დატოვებით დიალოგის პროცესი ჩიხში უფრო მეტად შევიდა

    ოპოზიციის შეფასებით, ნიკა მელიას ციხეში დატოვებით დიალოგის პროცესი ჩიხში უფრო მეტად შევიდა

  • ნიკა მელიას შეიძლება გარკვეულწილად თვითგანწირვის სურვილი აქვს, თუმცა, არ ფიქრობს იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც 20 ივნისს მის გვერდით იყო

    ნიკა მელიას შეიძლება გარკვეულწილად თვითგანწირვის სურვილი აქვს, თუმცა, არ ფიქრობს იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც 20 ივნისს მის გვერდით იყო

  • ლილი ფოფხაძე – ”შენც კაი ხარ, ნენა…”

    ლილი ფოფხაძე – ”შენც კაი ხარ, ნენა…”

  • „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების ინფორმაციით,  “ენკას” სამშენებლო ბაზასთან დაპირისპირებისას რამდენიმე პირი დააკავეს

    „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების ინფორმაციით, “ენკას” სამშენებლო ბაზასთან დაპირისპირებისას რამდენიმე პირი დააკავეს

  • კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში მზექალა შანიძის სახელობის აუდიტორია გაიხსნება

    კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში მზექალა შანიძის სახელობის აუდიტორია გაიხსნება

  • “მეტრა დეველოპმენტის მშენებლობაზე სადაც ხდება უხეში ჩარევა მეწყერსაშიშ ტერიტორიაზე, ჩამოინგრა კლდე!!!”

    “მეტრა დეველოპმენტის მშენებლობაზე სადაც ხდება უხეში ჩარევა მეწყერსაშიშ ტერიტორიაზე, ჩამოინგრა კლდე!!!”

  • “დღეს ნახტომი გვაქვს პირველი იანვრის შემდეგ არ ყოფილა 1000-ზე მეტი შემთხვევა ერთი დღის განმავლობაში”

    “დღეს ნახტომი გვაქვს პირველი იანვრის შემდეგ არ ყოფილა 1000-ზე მეტი შემთხვევა ერთი დღის განმავლობაში”

  • საქართველოს დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, სენატორ ჯეიმს რიშს შეხვდება

    საქართველოს დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, სენატორ ჯეიმს რიშს შეხვდება

  • ვოლსკი: არავითარი პოლიტიკური დივიდენდი “ქართული ოცნებისთვის” ნიკა მელიას პატიმრობას არ მოაქვს, პირიქით

    ვოლსკი: არავითარი პოლიტიკური დივიდენდი “ქართული ოცნებისთვის” ნიკა მელიას პატიმრობას არ მოაქვს, პირიქით

  • “იმაზე დიდი საქმის სათავეში ხარ, ვიდრე შესაძლოა ფიქრობდე, შენ მარტო რიონის ხეობას არ იცავ, შენ ქართველი კაცის სინდის- ნამუსს იცავ”

    “იმაზე დიდი საქმის სათავეში ხარ, ვიდრე შესაძლოა ფიქრობდე, შენ მარტო რიონის ხეობას არ იცავ, შენ ქართველი კაცის სინდის- ნამუსს იცავ”

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge