რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პრემიერმინისტრის გაეროს ასამბლეის 73-ე სესიაზე წარმოთქმულ სიტყვას კრიტიკულად შეხვდა. უწყებამ ეს პოზიცია საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სპეციალურ განცხადებაში გამოხატა.
„ყურადღება მივაქციეთ საქართველოს მთავრობის მეთაურის, მ. ბახტაძის გამოსვლას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, სადაც მან რუსეთს მოუწოდა არ შეეწინააღმდეგოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან რაღაც „ახალ სამშვიდობო ინიციატივას
გამოსვლამ უცნაური შეგრძნებები დატოვა. როგორც ვხედავთ მსოფლიო საზოგადოებას რეალობისგან დაშორებულ წარმოდგენებს ისევ შთააგონებენ, რომ თითქოს, რომ არა „რუსი ოკუპანტები“, რესპუბლიკების მოსახლეობა სიხარულით დაბრუნდებოდა საქართველოს შემადგენლობაში.იმედს ვიტოვებთ, რომ თავად ქართველი პოლიტიკოსები, პროპაგანდისტული ვარჯიშისგან თავისუფალ დროს, აცნობიერებენ რეალურ მდგომარეობას“, – ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის საგარეო უწყებაში მიიჩნევენ, რომ თბილისის „სამშვიდობო ინიციატივის“ ბედს მოსკოვის ნაცვლად სოხუმისა და ცხინვალის დამოკიდებულება განსაზღვრავს და ქართულ მხარეს ურჩევს, რომ ამის ნაცვლად ჟენევის დისკუსიებში მისი წინადადებების შესახებ მოეყოლა, რომელშიც ამ „რესპუბლიკების“ წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას.
კომენტარები