ფინანსთა ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ლევან ყიფიანის მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ განაცხადა.
„დიმიტრი ქუმსიშვილის პოზიცია არის შემდეგი, რომ მან რამდენიმე დღის წინაც დაანონსა, რომ ჩვენ ვიწყებთ სამართლებრივ ბრძოლას და ეს არის ერთ-ერთი ნაბიჯი იმ სამართლებრივი ბრძოლის ნაწილის და ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ საქართველოს მთავარი პროკურატურისგან, დაუყოვნებლივ იქნეს დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნა ლევან ყიფიანის მიმართ, თუ დადასტურდა ეს ჩანაწერები, ავთენტურობა, ბუნებრივია, ამ შემთხვევაში და ის მზად არის, ხვალვე გამოცხადდეს საგამოძიებო უწყებაში, მისცეს შესაბამისი ჩვენება და ყველა საჭირო შეკითხვაზე გასცეს პასუხი,“ – განაცხადა ადვოკატმა.
კომენტარები