NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»პირს, რომელიც ერთ-ერთი ტოტალიზატორის კუთვნილ 1 000 000 ლარზე მეტს თაღლითურად დაეუფლა, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა

პირს, რომელიც ერთ-ერთი ტოტალიზატორის კუთვნილ 1 000 000 ლარზე მეტს თაღლითურად დაეუფლა, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა

27 სექ 2018 ახალი ამბები, სამართალი 647 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისთვის ბრალდებული თ.ს. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვე პუნქტებით.

გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ თ.ს. მუშაობდა შპს „მარსში“, რომლის მიერ ორგანიზებულია ინტერნეტ-ტოტალიზატორი დომეინზე www.crystalbet.com. მომხმარებლების წახალისების მიზნით, კომპანია მომხმარებლებს სთავაზობდა სხვადასხვა აქციებს, მათ შორის ჯეკპოტის გათამაშებას აზარტული თამაშების ყველა სახეობაში. ჯეკპოტის გათამაშების ფუნქცია დაეკისრა შპს „მარსის“ მენეჯერს თ.ს.-ს, რომელმაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, გადაწყვიტა მოტყუებით დაუფლებოდა შპს „მარსის“ კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას წინასწარ შემუშავებული თაღლითური სქემით.

კერძოდ, თ.ს-ს და სხვა პირებს, 2016 წლის სექტემბრის თვიდან, კომპანიის მიერ ორგანიზებულ ონლაინ სამაგიდო თამაშებში მონაწილეობის იმიტაციის მიზნით, ანგარიშებზე შეჰქონდათ მინიმალური თანხები და ახდენდნენ ონლაინ თამაშებში მონაწილეობის იმიტაციას. ამასთან, თაღლითურ სქემაში მონაწილე ყველა პირი წინასწარ იყო გაფრთხილებული, თუ კონკრეტულად დროის რომელ მონაკვეთში გათამაშდებოდა ჯეკპოტი, რაც კანონის მიხედვით მათთვის არ უნდა ყოფილიყო ცნობილი. აღნიშნული ქმედება მიზნად ისახავდა ჯეკპოტის სახით გასათამაშებელი თანხის ნაწილის თაღლითურად დაუფლებას.

ამ სქემით დაუფლებული თანხები თ.ს.-ს მითითებით ირიცხებოდა სხვადასხვა პირების სახელზე დამზადებულ საბარათე ანგარიშებზე, რასაც თ.ს. შემდგომში განკარგავდა საკუთარი შეხედულებით. საერთო ჯამში, თაღლითური სქემით კომპანიას მიადგა 1 208 981.84 ლარის ქონებრივი ზიანი.

სამართალდამცველებმა თ.ს. 2018 წლის 8 იანვარს დააკავეს. მას საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით) წარუდგინა დააღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ  თ.ს. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

კომენტარები

თაღლითობა ტოტალიზატორი ჯეკპოტი 2018-09-27
Tags თაღლითობა ტოტალიზატორი ჯეკპოტი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ირაკლი ზარქუა: „ნაციონალური მოძრაობა ცდილობს, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს და წინასაარჩევნო პერიოდში გარკვეული სარგებელი მიიღოს“

შემდეგი სტატია

დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეწყალებაზე უარი ეთქვა

მსგავსი სტატიები

აფგან მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

12 იან 2018
თბილისი „გარდენ ჰოლში“, 2016-2017 წლების ყველაზე წარმატებული კომპანიების დაჯილდოების რიგით მე-18 ცერემონიალი 14 დეკემბერს გაიმართება

თბილისი „გარდენ ჰოლში“, 2016-2017 წლების ყველაზე წარმატებული კომპანიების დაჯილდოების რიგით მე-18 ცერემონიალი 14 დეკემბერს გაიმართება

10 ნოე 2017
H1N1 ტიპის ვირუსის შემთხვევები გაიზარდა – სასწრაფოს გამოძახებების რაოდენობა დღე-ღამეში 2 ათასს აღწევს

H1N1 ტიპის ვირუსის შემთხვევები გაიზარდა – სასწრაფოს გამოძახებების რაოდენობა დღე-ღამეში 2 ათასს აღწევს

24 დეკ 2018

უახლესი ამბები

  • გია ცაგარეიშვილი: ადამიანები, რომლებიც ზურაბ ჯაფარიძისნაირ ავაზაკებში ფულს დებენ…

    გია ცაგარეიშვილი: ადამიანები, რომლებიც ზურაბ ჯაფარიძისნაირ ავაზაკებში ფულს დებენ…

  • ყაველაშვილი: რუსეთს თუ ომი უნდა, ხელს ვინ შეუშლის?! ბანერები (წარწერით „ომი რუსეთს უნდა და არა დასავლეთს“) არ მომეწონა

    ყაველაშვილი: რუსეთს თუ ომი უნდა, ხელს ვინ შეუშლის?! ბანერები (წარწერით „ომი რუსეთს უნდა და არა დასავლეთს“) არ მომეწონა

  • გიგა ბოკერია უმრავლესობის ყოფილი წევრების წერილზე: დარწმუნებული ვარ, პირადად ივანიშვილის ნაკარნახევია, ნაწერზე ეტყობა

    გიგა ბოკერია უმრავლესობის ყოფილი წევრების წერილზე: დარწმუნებული ვარ, პირადად ივანიშვილის ნაკარნახევია, ნაწერზე ეტყობა

  • Reuters: კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ქვეყანამ კორონავირუსი დაამარცხა

    Reuters: კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ქვეყანამ კორონავირუსი დაამარცხა

  • ევროკომისია: რუსებისთვის ვიზის გაცემის საკითხი წევრი ქვეყნების კომპეტენციაა

    ევროკომისია: რუსებისთვის ვიზის გაცემის საკითხი წევრი ქვეყნების კომპეტენციაა

  • სოსო გოგაშვილი: მივიღე მუქარა ბიძინა ივანიშვილისაგან

    სოსო გოგაშვილი: მივიღე მუქარა ბიძინა ივანიშვილისაგან

  • ზურაბ ჯაფარიძე: ათწლიანი რუსობა უნდა დასრულდეს

    ზურაბ ჯაფარიძე: ათწლიანი რუსობა უნდა დასრულდეს

  • ზელენსკი: თუ საბჭოთა ხელისუფლება ცდილობდა ჩერნობილის კატასტროფის და მისი სრული შედეგების დამალვას, ახლა რუსეთის ხელისუფლებაა ბევრად უფრო ცინიკური და საშიში

    ზელენსკი: თუ საბჭოთა ხელისუფლება ცდილობდა ჩერნობილის კატასტროფის და მისი სრული შედეგების დამალვას, ახლა რუსეთის ხელისუფლებაა ბევრად უფრო ცინიკური და საშიში

  • იონათამიშვილი: მიხეილ სააკაშვილი არის ისტორიული კრიმინალი

    იონათამიშვილი: მიხეილ სააკაშვილი არის ისტორიული კრიმინალი

  • იონათამიშვილი: დეპუტატების წერილში შოკისმომგვრელი ფაქტები და დასკვნებია, ვვარაუდობ, ასეთივე რეაქცია ექნება საზოგადოებასაც – აუცილებელია ჩვენმა გუნდმა იმსჯელოს

    იონათამიშვილი: დეპუტატების წერილში შოკისმომგვრელი ფაქტები და დასკვნებია, ვვარაუდობ, ასეთივე რეაქცია ექნება საზოგადოებასაც – აუცილებელია ჩვენმა გუნდმა იმსჯელოს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge