NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»კობახიძე: ჩვენ გვაქვს ყველა კითხვაზე პასუხი, ლონდონში კი არა, ბანგლადეშში ჩავალთ

კობახიძე: ჩვენ გვაქვს ყველა კითხვაზე პასუხი, ლონდონში კი არა, ბანგლადეშში ჩავალთ

27 სექ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 450 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ჩვენ გვაქვს ყველა კითხვაზე პასუხი, ლონდონში კი არა, ბანგლადეშში ჩავალთ, თუ საჭიროა და გავცემთ ყველაფერს პასუხს“, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „ომეგა ჯგუფთან“ და ტელეკომპანია „იბერიასთან“ დაკავშირებული მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, „ქართულ ოცნებასთან“ არანაირი კავშირი არ აქვთ იმ ადამიანებს, რომელთა ჩანაწერებიც გავრცელდა.

„ქართულ ოცნებაზე“ ლაპარაკობს ვიღაცა, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს „ქართულ ოცნებასთან“. მასე შეგვიძლია ჩვენ ყველამ ერთად ჩავწეროთ ფარული ჩანაწერები და ვისაუბროთ იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილს უნდა რაღაცის გაკეთება. ეს არის მარტივი რაღაც. მუდმივად ვრცელდება ორი ადამიანის ჩანაწერები, რომელთაგან არცერთს არ აქვს კავშირი „ქართულ ოცნებასთან“. ასეთი ჩანაწერის გაკეთება შეგვიძლია თითოეულ ჩვენგანს. აქ არაფერი აჟიოტაჟის ასატეხი არ არის, გასაგებია, რომ არის საარჩევნო სიტუაცია. ამ არჩევნების დროს სურთ ჩვენს ოპონენტებს, რა თქმა უნდა, ხელოვნურად აჟიოტაჟის შექმნა, ამიტომ, ორი გაუგებარი ადამიანის ჩანაწერი ვრცელდება მუდმივად, სადაც ისინი საუბრობენ „ქართულ ოცნებაზე“, პარტიაზე, ბიძინა ივანიშვილზე და ა.შ. ეს, ბუნებრივია, ვერ გახდება ვერანაირად აჟიოტაჟის საფუძველი. რა თქმა უნდა, ხელოვნური მცდელობები იქნება ამ არჩევნების გამო, თუმცა როცა ორი გაუგებარი ადამიანი საუბრობს რაღაც გაუგებარ თემაზე, ეს ვერ იქნება, ჩვენთვის, ბუნებრივია, აჟიოტაჟის საფუძველი”,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი ითხოვს, რომ თუ ვინმემ დანაშაული ჩაიდინა, მაგალითად, ქრთამი გადაიხადა, შესაბამისი სანქცია შეეფარდოს.

„ჩვენ ვითხოვთ იმას, რომ თუ ოქუაშვილი და ჩუბინიშვილი ერთად საუბრობენ დანაშაულზე, მათ შორის, მათ მიერ ჩადენილ დანაშაულზე, მათ უნდა შეეფარდოთ შესაბამისი სანქცია. ეს არის ჩვენი მოთხოვნა. მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც ისინი ამ ჩანაწერებით ახდენენ პარტიის დისკრედიტაციას.

თუ მათ ჩაიდინეს დანაშაული, მაგალითად, ქრთამს იხდიდნენ, ქრთამს იღებდნენ, ამ შემთხვევაში ეს არის დანაშაული და საჭიროა შესაბამისი სანქციის შეფარდება”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა დეპუტატ ნატო ჩხეიძის განცხადებასაც.

„დიახ, ეს არის პროკურატურისთვის გზავნილი. პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ, თუ არის დანაშაული ჩადენილი, პროკურატურამ ეს დანაშაული უნდა გამოიძიოს და შეუფარდოს სანქცია. ეს არის გზავნილი პროკურატურისთვის“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

კომენტარები

დანაშული იბერია ირაკლი კობახიძე ომეგა ჯგუფი პროკურატურა 2018-09-27
Tags დანაშული იბერია ირაკლი კობახიძე ომეგა ჯგუფი პროკურატურა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

რომან კაკულია: „კონკურენცია სწორედ ის საკვანძო ფაქტორია, რომელიც ხელს უწყობს ეკონომიკის გაცილებით სწრაფ ზრდას და კონკურენტუნარიანი, მომხმარებელზე ორიენტირებული ეკონომიკის არსებობას”

შემდეგი სტატია

დედაქალაქის მერი ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

მსგავსი სტატიები

ნათელაშვილი: მიმდინარე კონსტიტუციურ ცვლილებათა პროცესი გამოცხადდა არალეგიტიმურად

22 სექ 2017
პრეზიდენტის სასახლეზე, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშა დაეშვა

პრეზიდენტის სასახლეზე, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშა დაეშვა

25 თებ 2018
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს პარლამენტში მედია განსხვავებულ ფორმატში იმუშავებს

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს პარლამენტში მედია განსხვავებულ ფორმატში იმუშავებს

ნინო ჩხეიძე 20 მარ 2020

უახლესი ამბები

  • პოლიტიკაში ასე ხდება, როცა ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა – ვნახოთ, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია

    პოლიტიკაში ასე ხდება, როცა ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა – ვნახოთ, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია

  • არავინ აპირებს ივანიშვილთან პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობას

    არავინ აპირებს ივანიშვილთან პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობას

  • პოლიტიკური ვაჭრობის მონაწილე ოპოზიციაც არის, რადგან ყველა შეხვედრაზე ისმევა პოლიტპატიმრების საკითხი

    პოლიტიკური ვაჭრობის მონაწილე ოპოზიციაც არის, რადგან ყველა შეხვედრაზე ისმევა პოლიტპატიმრების საკითხი

  • ოპოზიციის შეფასებით, ნიკა მელიას ციხეში დატოვებით დიალოგის პროცესი ჩიხში უფრო მეტად შევიდა

    ოპოზიციის შეფასებით, ნიკა მელიას ციხეში დატოვებით დიალოგის პროცესი ჩიხში უფრო მეტად შევიდა

  • ნიკა მელიას შეიძლება გარკვეულწილად თვითგანწირვის სურვილი აქვს, თუმცა, არ ფიქრობს იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც 20 ივნისს მის გვერდით იყო

    ნიკა მელიას შეიძლება გარკვეულწილად თვითგანწირვის სურვილი აქვს, თუმცა, არ ფიქრობს იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც 20 ივნისს მის გვერდით იყო

  • ლილი ფოფხაძე – ”შენც კაი ხარ, ნენა…”

    ლილი ფოფხაძე – ”შენც კაი ხარ, ნენა…”

  • „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების ინფორმაციით,  “ენკას” სამშენებლო ბაზასთან დაპირისპირებისას რამდენიმე პირი დააკავეს

    „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების ინფორმაციით, “ენკას” სამშენებლო ბაზასთან დაპირისპირებისას რამდენიმე პირი დააკავეს

  • კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში მზექალა შანიძის სახელობის აუდიტორია გაიხსნება

    კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში მზექალა შანიძის სახელობის აუდიტორია გაიხსნება

  • “მეტრა დეველოპმენტის მშენებლობაზე სადაც ხდება უხეში ჩარევა მეწყერსაშიშ ტერიტორიაზე, ჩამოინგრა კლდე!!!”

    “მეტრა დეველოპმენტის მშენებლობაზე სადაც ხდება უხეში ჩარევა მეწყერსაშიშ ტერიტორიაზე, ჩამოინგრა კლდე!!!”

  • “დღეს ნახტომი გვაქვს პირველი იანვრის შემდეგ არ ყოფილა 1000-ზე მეტი შემთხვევა ერთი დღის განმავლობაში”

    “დღეს ნახტომი გვაქვს პირველი იანვრის შემდეგ არ ყოფილა 1000-ზე მეტი შემთხვევა ერთი დღის განმავლობაში”

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge